მონტელა სუსოს გადაეფარა
ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა, ვინც ჯანლუიჯი დონარუმას საფეხბურთო სვე-ბედს განაგებს, "მილანს" დაეტაკა. მისი თქმით, "როსონერიმ" პირობა დაარღვია, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა მეკარე გუნდის კაპიტანი უნდა გამხდარიყო. არადა, კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი ლეონარდო ბონუჩიზე შეაჩერა. "იუვენტუსიდან" გადმობირებული მცველი, როგორც ახალი გუნდის ახალი გეზის სახე, მილანურ გრანდში მოედანზე პირველი კაცი გახდა.

"მე პატივს ვცემ დონარუმას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ის "მილანში" დარჩა და მე გულწრფელად მივესალმები მის საქციელს. უბრალოდ, არის ერთი რამ, რაც ჩემში გაუგებრობას იწვევს. არაფერი მაქვს ბონუჩის კაპიტნობის საწინააღმდეგო, მაგრამ პირობის თანახმად, სამკლავური ჩემი კლიენტისთვის უნდა გადაეცათ", - ამბობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო აგენტი.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ბევრს საუბრობდნენ "მილანიდან" დონარუმას შესაძლო წასვლის თაობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი კლუბისთვის კარგად დასრულდა და დონარუმამ "როსონერისთან" ახალ, 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ. აი, რას ამბობს ის:

"ჩვენ არავის არაფერს დავპირებივართ. აქამდე მე არავისგან მსმენია პროტესტი იმის თაობაზე, თუ რატომ არ მივეცით დონარუმას კაპიტნის სამკლავური. ეს ყველაფერი დროის საქმეა. ყველამ კარგად იცის, თუ რატომ ვანდეთ კაპიტნობა ბონუჩის და ამის ახსნას ახლა აღარ ვაპირებ. არავის აქვს პრეტენზია. ამ ამბავს ჩვეულებრივად შეხვდნენ ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან აბატე და მონტოლივო. ჩემი აზრით, მათი საქციელი სამაგალითოა".

სუსო არასოდეს გაიყიდება!

"კალიარისთან" საშინაო გამარჯვების (2:1) შემდეგ ვინჩენცო მონტელამ საკუთარი გუნდის თამაშსა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ილაპარაკა.

"მოხარული ვარ, რომ სუსომ გამარჯვების გოლი გაიტანა. ის ჩვენი დიდი პროექტის ნაწილია და სამწვრთნელო შტაბისგან განსაკუთრებულ ნდობას გრძნობს. მისი გაყიდვა არასოდეს გვიფიქრია, რადგან ის განსაკუთრებული ფეხბურთელია...

რაც შეეხება "კალიარისთან" შეხვედრას, ეს იყო ძალიან რთული თამაში და უნდა მივეჩვიოთ, რომ სეზონის განმავლობაში ასეთი მატჩი კიდევ ბევრი გვექნება. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ამის მიუხედავად, გამარჯვება დავიმსახურეთ. ბოლომდე ვიცავდით მოპოვებულ უპირატესობას. ახლა სანაკრებო პაუზაა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დასვენების დრო...

ნიანგის თემა? ამაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება. ჩვენი გუნდის მიზანი უცვლელია, უნდა შევძლოთ და "მილანის" გულშემატკივრები გავახაროთ. "სან სიროზე" ფანტასტიკური ატმოსფეროა. ქომაგები ბოლომდე ჩვენ გვერდით არიან და ჩვენც ვალდებულები ვართ, მათთვის იგივე გავაკეთოთ. სეზონის ბოლომდე ძალიან დიდი გზაა და მჯერა, გუნდი მას ღირსეულად გაივლის. გვაქვს დიდი რესურსი და ფეხბურთელები თანდათან გაიხსნებიან, უკეთ მოერგებიან ჩვენს მოთხოვნებს", - ამბობს მონტელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
"ღამე მშვიდობისა..." - კარლეს პუიოლი სუსოს პოსტს გამოეხმაურა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"მილანმა" სუსო ტრანსფერზე დააყენა
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
სუსოს აგენტმა მადრიდის "რეალს" მისი კლიენტის ყიდვა შესთავაზა
სუსო: "მილანში" სოლიდური გუნდის შექმნა შეუძლებელია
"რომა" "მილანიდან" სუსოს დამატებას აპირებს
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დიდი ცვლილებები "მილანში" - "როსონერი" ზამთარში სამ ლიდერს დაემშვიდობება
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ