როცა მეორე ნომრის გამოვარდნა სენსაცია არ არის
რა თქმა უნდა, აშშ-ის ღიას პირველი დღის მთავარი მატჩი იყო მსოფლიოს მეორე ჩოგანის სიმონა ჰალეპისა და მარია შარაპოვას დაპირისპირება. რუსი პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირზე 15-თვიანი დისკვალიფიკაციის მოხდისა და ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ.

მარიას შეეძლო როლან გაროსსა და უიმბლდონზე ეთამაშა, მაგრამ ტრავმის გამო ვერ შეძლო ეს. საერთოდაც, ამ მიზეზით შარაპოვამ ბევრი გამოტოვა და ამიტომაც, ცოტას სჯეროდა, რომ ის შეძლებდა ჰალეპის დამარცხებას. რუმინელი ერთ-ერთი იყო იმ რვა ჩოგბურთელთაგან, რომლებსაც ამ ტურნირზე პირველი ჩოგანის სტატუსის მოპოვება შეუძლიათ. ასე რომ, სიმონას მოტივაცია მაღალი ჰქონდა.

მატჩმა სრულად გაამართლა მოლოდინი. როგორც ჩანს, შარაპოვა ძალიან კარგად მოემზადა ტურნირისთვის, თან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მნიშვნელოვან მატჩებში ჰალეპს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - წელს იყო რამდენიმე მომენტი, როცა სიმონას ერთი მოგება სჭირდებოდა რეიტინგში ლიდერობამდე, მაგრამ ბოლო ნაბიჯი ვერ გადადგა.

თამაში ორი საათი და 44 წუთი გაგრძელდა. სამივე სეტის სტარტზე შარაპოვა ინიციატივას იღებდა. პირველ სეტში ის ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით, ჰალეპმა ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ ბოლო გეიმში მესამე ბრეიკით მარიამ სეტი 6:4 მოიგო. წესით, რუსს ორ სეტში უნდა მოეგო - მეორე პარტიაში 4:1 დაწინაურდა და ორი გეიმი აკლდა მეორე წრის საგზურამდე. მაგრამ ჰალეპმა ზედიზედ ხუთი გეიმის აღება მოახერხა, თან ყველა გეიმში ბრძოლა იყო და რუმინელს არა ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.

თითქოს სიმონამ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ამ შემთხვევაში შარაპოვაც უნდა შევაქოთ, რომელიც მესამე სეტში მაქსიმალურად მობილიზებული იყო. რუსმა პარტია ბრეიკით დაიწყო, რის შემდეგაც, მთელი კონცენტრაცია საკუთარი მოწოდების შენარჩუნებაზე გადაიტანა და პარტია ისე დაასრულა, რომ ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა ფავორიტს - 6:4, 4:6, 6:3.

პირველ სათამაშო დღეს, კიდევ ერთი ჩოგბურთელი გამოეთიშა ბრძოლას, რომელიც ასევე აცხადებდა პრეტენზიას რეიტინგში ლიდერობაზე. კერძოდ, ნიუ იორკი დატოვა მეშვიდე ნომრად განთესილმა ბრიტანელმა იოჰანა კონტამ, რომელმაც სენსაციურად წააგო სერბ ალექსანდრ კრუნიჩთან - 6:4, 3:6, 4:6.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო კრუნიჩის პირველი მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე 2015 წლის უიმბლდონის შემდეგ. და ასევე პირველი მოგება 2014 წლის შემდეგ აშშ-ის ღიაზე. სამი წლის წინ, ნიუ იორკში კრუნიჩმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, როცა განთესილები - პეტრა კვიტოვა და მედისონ კისი დაამარცხა და შემდეგ, სამ სეტში წააგო ვიქტორია აზარენკასთან.

I წრე

მამაკაცები

ა. ზვერევი (გერ, 4)-კინგი (ბარ) 7:6(9), 7:5, 6:4

ჩილიჩი (ხორ, 5)-სანდგრენი (აშშ) 6:4, 6:3, 3:6, 6:3

ცონგა (საფ, 8)-კოპილი (რუმ) 6:3, 6:3, 6:4

ისნერი (აშშ, 10)-ერბერი (საფ) 6:1, 6:3, 4:6, 6:3

კარენო ბუსტა (ესპ, 12)-ე. კინგი (აშშ) 6:3, 6:2, 7:6(5)

ტომპსონი (ავსტრა)-სოკი (აშშ, 13) 6:2, 7:6(12), 1:6, 5:7, 6:4

პუიე (საფ, 16)-ბემელმანსი (ბელ) 6:3, 6:4, 6:4

კუერი (აშშ, 17)-სიმონი (საფ) 6:4, 6:3, 6:4

მიულერი (ლუქ, 19)-ტომიჩი (ავსტრა) 3:6, 6:3, 6:4, 6:4

რამოსი (ესპ, 20)-ისტომინი (უზბ) 4:6, 7:6(4), 7:5, 6:7(3), 7:5

კუკუშკინი (ყაზ)-ფერერი (ესპ, 21) 4:6, 6:3, 6:2, 6:1

მ. ზვერევი (გერ, 23)-კვიატკოვსკი (აშშ) 7:6(5), 4:6, 4:6, 7:5, 6:3

ლუ (ტაივ)-ხაჩანოვი (რუს, 25) 4:6, 6:2, 6:3, 6:3

ანდერსონი (ს. აფრ, 28)-არაგონი (აშშ) 6:3, 6:3, 6:1

შვარცმანი (არგ, 29)-ბერლოკი (არგ) 6:2, 6:1, 6:3

ედმუნდი (ბრიტ)-ჰაასე (ჰოლ, 32) 6:3, 7:5, 6:3

სელა (ისრ)-ეუბენქსი (აშშ) 6:2, 6:4, 6:2

ალბოტი (მოლ)-ესკობედო (აშშ) 7:5, 4:6, 6:2, 6:4

პერი (საფ)-ლაჩკო (სლოვაკ) 6:3, 6:2, 7:6(5)

ჩუნგი (კორ)-სებალიოსი (არგ) 3:6, 7:6(8), 6:4, 6:3

ფაბიანო (იტა)-სმიტი (ავსტრა) 7:6(5), 6:4, 3:6, 7:6(4)

ლორენცი (იტა)-სოუზა (პორ) 4:6, 6:3, 7:6(4), 6:2

გულბისი (ლატ)-ჯანეზი (იტა) 6:4, 6:7(3), 6:2, 7:5

ჩორიჩი (ხორ)-ვესელი (ჩეხ) 7:6(5), 7:6(2), 6:2

შაპოვალოვი (კან)-მედვედევი (რუს) 7:5, 6:1, 6:2

ჯონსონი (აშშ)-ალმაგრო (ესპ) 6:4, 7:6(2), 7:6(5)

მაუ (საფ)-ფუშოვიჩი (უნგ) 6:3, 2:6, 6:4, 2:6, 7:6(3)

ნორი (ბრიტ)-ტურსუნოვი (რუს) 7:6(7), 6:1 უარი

დონალდსონი (აშშ)-ბასილაშვილი (საქ) 6:0, 4:6, 6:3, 7:6(6)

დონსკოი (რუს)-ჰაიდერ მაურერი (ავსტრია) 7:6(3), 5:1 უარი

ტიპსარევიჩი (სერ)-კოკინაკისი (ავსტრა) 6:7(5), 3:6, 6:1, 7:6(2), 6:3

ფ. მაიერი (გერ)-დუტრა სილვა (ბრა) 7:5, 0:6, 6:3, 6:4

ქალები

შარაპოვა (რუს)-ჰალეპი (რუმ, 2) 6:4, 4:6, 6:3

მუგურუსა (ესპ, 3)-ლეპჩენკო (აშშ) 6:0, 6:3

ვოზნიაცკი (დან, 5)-ბუზამესკუ (რუმ) 6:1, 7:5

კრუნიჩი (სერ)-კონტა (ბრიტ, 7) 4:6, 6:3, 6:4

ვ. უილიამსი (აშშ, 9)-კუჟმოვა (სლოვაკ) 6:3, 3:6, 6:2

ციბულკოვა (სლოვაკ, 11)-ჩეპელოვა (სლოვაკ) 6:7(5), 6:3, 6:2

კვიტოვა (ჩეხ, 13)-იანკოვიჩი (სერ) 7:5, 7:5

სევასტოვა (ლატ, 16)-ვიტჰოფტი (გერ) 7:5, 6:1

გარსია (საფ, 18)-მარტინკოვა (ჩეხ) 6:0, 6:1

ბარტი (ავსტრა)-კონიუჰი (ხორ, 21) 4:6, 6:0, 6:1

პენგი (ჩინ, 22)-ჰესე (საფ) 6:4, 6:1

საკარი (საბ)-ბერტენსი (ჰოლ, 24) 6:3, 6:4

ლუჩიჩი (ხორ, 29)-პუიგი (პ-რიკ) 6:4, 6:7(4), 7:6(4)

გორგესი (გერ, 30)-ბეკი (გერ) 6:1, 6:0

რიბარიკოვა (სლოვაკ, 31)-ჯორჯი (იტა) 6:3, 6:4

კენინი (აშშ)-დევისი (აშშ, 32) 7:5, 7:5

მაკაროვა (რუს)-ბარტელი (გერ) 6:2, 6:1

სუარეს ნავარო (ესპ)-სოულუ (თურ) 6:4, 6:2

როდიონოვა (ავსტრა)-ჰოგენკამპი (ჰოლ) 7:5, 7:5

დოდენი (საფ)-პარმენტიე (საფ) 3:6, 6:0, 7:6(6)

კორნე (საფ)-უოტსონი (ბრიტ) 6:4, 6:4

ალექსანდროვა (რუს)-ცაია (გერ) 6:2, 6:3

კრ. პლიშკოვა (ჩეხ)-ეგუჩი (იაპ) 6:2, 6:2

დუანი (ჩინ)-ლიუ (აშშ) 7:6(8), 7:6(3)

ტომლიანოვიჩი (ხორ)-ლარსონი (შვედ) 7:5, 6:4

ჟენგი (ჩინ)-ვან უიტვანკი (ბელ) 6:4, 3:6, 6:1

სასნოვიჩი (ბლრ)-ბოუზრუპი (აშშ) 6:2, 6:2

სტივენსი (აშშ)-ვინჩი (იტა) 7:5, 6:1

კოზლოვა (უკრ)-ბეგუ (რუმ) 6:2, 7:6(7)

ვეკიჩი (ხორ)-ჰადად მაია (ბრა) 6:2, 6:1

ვიკერი (აშშ)-ვიხლიანცევა (რუს) 4:6, 6:4, 6:1

ბაბოში (უნგ)-გოლუბიჩი (შვეიც) 7:5, 5:7, 7:5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...