უეფას პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინა კონტინენტის პირველობას ღირსეულად უმასპინძლებს
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ეჭვობს, რომ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა შეცდომა დაუშვა, როცა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება უკრაინას (პოლონეთთან ერთად) მისცა. თუმცა, პლატინი თან იმედსაც იტოვებს, რომ უკრაინა ამოცანას თავს კარგად გაართმევს.

ჩემპიონატის საორგანიზაციო პრობლემებზე საუბრისას ჟურნალისტმა უეფას პრეზიდენტს უთხრა - ალბათ ევრო 2012-ის გახსნის მატჩამდე დიდი ნერვიულობის გადატანა მოგიწევთო, რაზეც პლატინიმ ნახევრად ხუმრობით მიუგო: "არა. ნერვიულობა ფინალამდე მომიწევს!"

"რა შეგვიძლია ახლა ვქნათ? ჩვენ მათ მასპინძლობის უფლება უკვე მივეცით. შესაძლოა ეს შეცდომაც იყო. მათთვის ეს სერიოზული გამოწვევაა - უკრაინა გერმანია არაა, თანაც ამ ქვეყანას ახლა კრიზისის პერიოდი უდგას."

პლატინიმ უკრაინელებს ნირი მთლად არ წაუხდინა და იმედი გამოთქვა, რომ ევრო 2012-ის დაწყებამდე კარგად მომზადებას შეძლებენ.

"მჯერა, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩავლენ, დროს მშვენივრად გაატარებენ. განსხვავებით სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატისა, ამ ქვეყანაში ატმოსფერო თბილი და საზეიმო იქნება."

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა