ზაზა ფაჩულია: "საქართველოს ნაკრები ღვინოსავითაა, რაც უფრო ძველდება, მით უკეთესია"
დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მეოთხე ევრობასკეტს დაიწყებს. ილიას ზუროსის გუნდი B ჯგუფში, რომელსაც ისრაელი მასპინძლობს, პირველ შეხვედრას ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში 30 აგვისტოს გამართა. გუნდის 12-ვე წევრმა, თელ-ავივის არენაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა.

- საქართველოს ნაკრების ვარჯიში სერბეთთან მატჩის წინ [VIDEO]

- ილიას ზუროსი: ჩვენ ავაშენეთ გუნდი, რომელიც კარგი გუნდური სულისკვეთებით გამოირჩევა

იქნება ეს ევროპის ჩემპიონატი ისტორიული? რომელი ადგილით გავა ჯგუფიდან? როგორ ხვდება ევრო-2017-ს? თუმცა მთავარი შეკითხვა ასე ჟღერს: რა იქნება დღეს, ლიტვასთან მატჩში?

- კარგი გუნდი გყავთ, - გამიღიმა გუშინ თელ-ავივის არენის წინ ლუდმომარჯვებულმა ლიტველმა გულშემატკივარმა. - მაგრამ ლიტვის ნაკრებთან შანსი არა გაქვთ! გახსოვთ, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი?!

ჟურნალისტებსაც გვახსოვს, გულშემატკივრებსაც და კალათბურთელებსაც.

"ეს იყო ქართული კალათბურთის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, მისი მოგება ბევრს შეცვლიდა, მაგრამ მაციულისმა ბოლო წამებზე თამაშის მოგების შანსი არ მოგვცა. ეს არასოდეს დამავიწყდება", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ, ხოლო ლიტველი ჟურნალისტის შეკითხვაზე: უახლოვდება თუ არა საქართველო ელიტარულ ნაკრებებს, წარბშეკვრით უპასუხა:

"ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველო ელიტარულ ნაკრებებს უახლოვდება, ჩვენი გუნდი ელიტის წევრია. ეს ბოლო წლებში სტაბილური და კარგი თამაშით დავამტკიცეთ. გადახედეთ მოსამზადებელ ეტაპს, ქართველებმა დაამარცხეს ლიტვა, ლატვია, საბერძნეთი, სერბეთი. ეს შემთხვევითობა არ არის. მით უმეტეს, რომ გვაკლია ვიქტორ სანიკიძე და ბექა ბურჯანაძე.

კალათბურთელები წლიდან წლამდე ვუმატებთ, გამოცდილებას ვაგროვებთ. საქართველოს ნაკრები ღვინოსავითაა, რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგია. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, ისტორიული ევრობასკეტი გამოგვივიდეს".

აი, ასეთი იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას პასუხი ლიტველებისადმი. იგი კოჭის ტრავმის გამო გუნდთან არასრულფასოვნად ვარჯიშობდა, მხოლოდ ბოლო დღეებში შეუდგა გუნდთან ერთად წვრთნას.

მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი იმედიანადაა:

"ზაზა ფაჩულიამ ჩვენთან ერთად სრულფასოვნად ოთხი ვარჯიში გამართა. იგი ნელ-ნელა იდგენს კონდიციებს, მაგრამ გუნდისთვის ფეხის ასაწყობად დრო მაინც სჭირდება. მან შარშანაც დაგვანახა, რაოდენ დიდი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის".

თავად კაპიტანი კი აქტიურად ემზადება ლიტვასთან დაპირისპირებისთვის:

"როგორც აღვნიშნე, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მხოლოდ ვარჯიშების მიხედვით რთულია გარკვეული დასკვნების გამოტანა. ევრობასკეტის მატჩები ბევრს დაგვანახებს, განსაკუთრებით კი ისეთი ცენტრების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც ლიტვას ჰყავს. იონას ვალანჩუნასი ხომ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული წინახაზელია. მასთან სათამაშოდ განსაკუთრებულად ვემზადებით".

გაგახსენებთ, 2015 წლის ევრობასკეტზე ზაზასა და ვალანჩუნასის დუელი ქართველის გამარჯვებით დასრულდა, ფაჩულიამ 23 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ვალანჩუნასმა - 5 ქულა და 0 მოხსნა. თუმცა ლიტვამ 85:81 მოიგო. ეს თამაში კარგად ემახსოვრება ლიტველ ცენტრსაც და ყველანაირად ეცდება პრესტიჟის აღდგენას.

ჩვენს მეტოქეს დიდი თავსატეხი აქვს. გუშინ ლიტველი ჟურნალისტები მხრების აჩეჩვით ლაპარაკობდნენ: რა ხდება დონატას მოტეიუნასის ირგვლივ? ისინი სკეპტიკურად უყურებენ მთავარი მწვრთნელის, დაინიუს ადომაიტისის გადაწყვეტილებას, რომელმაც "ნიუ იორკის" ლიდერი მოტეიუნასი შეკრებიდან ამერიკაში გაუშვა.

საქმე ის არის, რომ მას ბავშვი შეეძინა და რამდენიმე დღით ჩავიდა მეუღლისა და პატარას მოსანახულებლად, თუმცა გზაში პრობლემები შეექმნა და... გუშინდელი ცხელი ინფორმაციით, იგი ჰიუსტონიდან ჯერ დალასში უნდა გადაფრენილიყო, იქიდან კი ევრობასკეტის პირველ მატჩს უნდა ჩამოუსწროს.

მოტეიუნასი 31 აგვისტოს, 4 საათისთვის თელ-ავივში იქნებაო, კი ამბობენ, მაგრამ ჯერ ერთი, საკითხავია, ჩამოვა თუ არა დათქმულ დროს და მეორეც - მგზავრობით გადაღლილს როგორ ათამაშებს მთავარი მწვრთნელი?

ბოლოს მანუჩარ მარკოიშვილს მოვუსმინოთ:

"თელ-ავივში მესამე დღეა ჩამოვედით, აკლიმატიზაციაც კარგად გავიარეთ და ვფიქრობ, ევრობასკეტისთვისაც სათანადოდ ვართ მომზადებულები, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ვარჯიშებზე დეტალურად განვიხილეთ ლიტვის ნაკრების ტაქტიკა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და მოუთმენლად ველით ევრობასკეტის დაწყებას".

საქართველოს ნაკრები

N მოთამაშე ასაკი სიმაღლე კლუბი

3. მაიკლ დიქსონი 27 186 სტრასბურგი

4. გიორგი გამყრელიძე 31 185 ტიტები

6. ანატოლი ბოისა 33 194 ქუთაისი

7. ზაზა ფაჩულია 33 211 გოლდენ სტეიტი

8. გიორგი ცინცაძე 31 193 ქუთაისი

9. გიორგი შერმადინი 28 216 უნიკახა

10. დუდა სანაძე 25 196 თავისუფალი აგენტი

11. მანუჩარ მარკოიშვილი 30 196 რეჯიო ემილია

17. მიხეილ ბერიშვილი 30 203 დინამო

23. თორნიკე შენგელია 25 207 ბასკონია

35. გოგა ბითაძე 18 212 მეგალექსი

99. ილია ლონდარიძე 27 205 დინამო.

მთავარი მწვრთნელი: ილიას ზუროსი.

მეტოქე ლიტვა

1:5 (მოგება/წაგება)

სწორედ ბალტიისპირელებთან დავმარცხდით 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში (81:85). ფაქტობრივად, მოგებული თამაში იყო, მაციულისს "თავგამოდებული" სამქულიანები რომ არ ჩაეყარა...

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა რონენ გინსბურგმა თქვა: საქართველოში, ისრაელში, სერბეთში, ლიტვაში კალათბურთელი ნაკრებში რომ არ გამოცხადდეს, პრობლემები შეექმნება. ჩეხეთში ასე არ არის, ამიტომაც ვართ განახევრებული შემადგენლობითო. დიახ, ისევე, როგორც საქართველოს, ლიტვასაც ყოველთვის საბრძოლო შემადგენლობა ჰყავს, ყველა კალათბურთელს უხარია ქვეყნის ღირსების დაცვა.

ევრობასკეტზე იქნებიან მაციულისი, ვალანჩუნასი, კალნიეტისი... და რა შანსი აქვს საქართველოს?

აგვისტოს დასაწყისში ლიტვას ვილნიუსის საერთაშორისო ტურნირზე ვეთამაშეთ და 81:70 დავამარცხეთ. ეს გახლდათ პირველი გამარჯვება ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრათა ისტორიიდან. რის ხარჯზე მოვიგეთ? მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა წარმატება ქართულ ხასიათს დააბრალა, მებრძოლი სული ლიტვაში კარგად გამოჩნდაო. ლიტველებმა ფარქვეშ შენგელიასა და შერმადინის შეჩერება ვერ მოახერხეს. დროულად დაეხმარნენ პერიმეტრიდან ცინცაძე, დიქსონი, მარკოიშვილი და სანაძე.

არ გვყავდა ზაზა ფაჩულია. ლიტვას კი ზემოთ ჩამოთვლილი ტრიო აკლდა - მაციულისი-ვალანჩუნასი-კალნიეტისი... ასე რომ, ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში გაცილებით ხარისხიან თამაშს ვიხილავთ, ვალანჩუნასს ფაჩულია და შერმადინი რომ მოუვლიან, ამის თქმაც წინასწარ შეიძლება, თუმცა ფრონტის სხვა მონაკვეთებზე როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია...

ლიტვა მოსამზადებელ ეტაპზე

ლიტვა-პოლონეთი 59:58

ლიტვა-საფრანგეთი 96:71

ლიტვა-რუმინეთი 97:64

ლიტვა-ისლანდია 84:62

ლიტვა-საქართველო 70:81

ლიტვა-ხორვატია 80:82

ლიტვა-საფრანგეთი 77:98

ლიტვა-ლატვია 77:87

ლიტვა-ესპანეთი 78:79.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tazo
მე მჯერა თქვენი!ღმერთი თქვენთან!
tanto
(ლსჰუნტერ ნეტ) თუ ვინმეს უნდა ლაივ სტრიმი, ნბა-ს თამაშებსაც ძირითადად აქ ვუყურებ ხოლმე, შეინახეთ თუ არ დაბლოკეს.
Oto
Au carmomidgenia ra magari sagulshematkivro atmosfero geqnebat mand.gaixarett
ჯარისკაცი
იუთუბზე გვაყურებინეთ ლაივი არ დაგვღუპოთ, მოკითხვა ავღანეთიდან
თოკა
დიახ,,, დიდი ალბათობაა იმისა რომ 1 არხზე თამაშის დაწყებისთანავე გაითიშოს არხი... გამოსავალი: BISS KEY თამაშამდე თქვენს რესივერებში გადაამოწმეთ ბის კოდის მენიუში არის თუ არა ჩაწერილი პირველი არხის ბისს კოდი, რომელიცაა: 0020050000195600 . წარმატებები ყველას. თუ არ იცით ბის კოდის შეყვანა Youtube ზე ნახავთ.
შალვა
0020050000195600
შალვა
ალბათ დაიბლოკება.შეიკვანეთ კოდი თვენს რესივერში და გაიხსნება.
ხომიჩუსის წირვა
ვარ გერმანიაში აქაური არხები არ აჩვენებენ ევროს, ნაკლები ინტერესიაო და არც ცედეეფმაიყიდა და არც 1სპორტმა,ვერ გავიდნენ ამხანაგურის ჯგუფიდან და დაატორმუზეს ლაივი,ხოდა მაივიდეო ძაან ჭედავს პირველი არხი .ეგებ იუთუბზე ატვირთოთ ლაივი რომ ვუყუროთ თამაშებს,ამხანაგურებზე ასე იყო
ვვვ
და ბოლო-ბოლო, გაგავაგებინეთ, 19:00-ზეა თამაში თუ 19:30-ზე
გია
სატელიტურ ანტენებზე აჩვენებენ თუ გაითიშება თუ იცით ვინმემ?
გიორგი ვარშავიდან
ძალიან გთხოვთ ინფორმაციას - 1 არხი სატელიტზე ტრანსლიაციას დაბლოკავს ? გთხოვთ ასეთ ინფორმაცია მოგვაწოდეთ, ეს ყველა ქართველი ემიგრანტისთვის ძალაინ მნიშვნელოვანია, გვაქვს დამონტაჟებული სატ. ანტენები და ბლოკადის შემთხვევაში ჯართის ფასია ამ ანტენის არსებობა. გმადლობთ.
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს