ალექსანდრ ზვერევს დიდი სლემის ტურნირების კომპლექსი აქვს
აშშ-ის ღიაზე დასრულდა პირველი წრის გადადებული მატჩები და მეორე წრე დაიწყო. სწორედ მეორე რაუნდში, კაცების ტურნირზე პირველი სენსაცია მოხდა. ბრძოლას გამოეთიშა მეოთხე ნომერი ალექსანდრ ზვერევი, რომელიც ბადის ქვედა ნაწილის მთავარი ფავორიტი იყო.

იმის გამო, რომ წლევანდელ გათამაშებას ბევრი ვარსკვლავი ტოვებს, ზვერევისგან ნიუ იორკში მაღალ შედეგს ელოდნენ, მით უმეტეს, ცოტა ხნის წინ, მან მონრეალის "მასტერსი" მოიგო, თან ფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა.

გერმანელს წელს ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის, ორი "მასტერსი". მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ზვერევი ჯერ ფსიქოლოგიურად არ არის მზად "დიდი სლემის" ტურნირებზე წარმატების მისაღწევად. წელს მას ამ სერიის ყველა ჩემპიონატი ჩააგდო და გამონაკლისი არც აშშ-ის ღია აღმოჩნდა.

ზვერევი სამი საათი და 26 წუთი ებრძოდა ხორვატ ბორნა ჩორიჩს და ოთხ სეტში წააგო - 6:3, 5:7, 6:7, 6:7. ამ ჩოგბურთელებს იუნიორთა დონეზე დიდი დაპირისპირება ჰქონდათ. მაგალითად, 2013 წელს, აშშ-ის ღიას იუნიორთა ტურნირის ნახევარფინალში ჩორიჩმა გაანადგურა გერმანელი და შემდეგ ფინალიც მოიგო. იმ წელს, ორივენი იყვნენ იუნიორთა რეიტინგის ლიდერები.

რაც შეეხება მათ გუშინდელ შეხვედრას, ზვერევმა ისე დაიწყო, რომ წესით, არ უნდა გაჭირვებოდა 1/16 ფინალში გასვლა: პირველ სეტში მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა, თავად კი ერთხელ აიღო ჩორიჩის მოწოდება. მაგრამ მომდევნო სამ სეტში ხორვატმა არც ერთი საკუთარი გეიმი აღარ დათმო და რაც მთავარია, მნიშვნელოვან ბურთებზე უშეცდომოდ თამაშობდა.

ასე იყო, მაგალითად, მეორე სეტის ბოლო გეიმში, როცა ბრეიკი შეასრულა, მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე ან ყველაზე რთულ მომენტში, როცა მეოთხე სეტის მე-12 გეიმში, 5:6-ზე ჩორიჩი 0:40-ს აგებდა და ზვერევს სამმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ სამივე გაანიავა და შემდეგ, ტაი-ბრეიკი და მასთან ერთად, მატჩიც წააგო.

ბოლო დროს, სერიოზულ პროგრესს განიცდის კანადელი თინეიჯერი დენის შაპოვალოვი. მონრეალის "მასტერსზე" 18 წლის ჩოგბურთელს სერიოზული გარღვევა ჰქონდა - ზედიზედ მოუგო ხუან მარტინ დელ პოტროსა და რაფაელ ნადალს და ნახევარფინალამდე მიაღწია.

როგორც ჩანს, კანადელი აშშ-ის ღიასთვის კარგად არის მომზადებული - შაპოვალოვმა, რომელიც მხოლოდ მეორედ თამაშობს "დიდი სლემის" ტურნირზე, სამ სეტში მოუგო მერვე ნომრად განთესილ ჟო-ვილფრიდ ცონგას - 6:4, 6:4, 7:6.

მამაკაცები

I წრე

ტიმი (ავსტრია, 6)-დე მინორი (ავსტრა) 6:4, 6:1, 6:1

დიმიტროვი (ბულ, 7)-შაფრანეკი (ჩეხ) 6:1, 6:4, 6:2

გოფენი (ბელ, 9)-ბენეტო (საფ) 6:4, 2:6, 6:4, 6:2

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 11)-სეპი (იტა) 6:2, 4:6, 6:2, 7:6(1)

მილმენი (ავსტრა)-კირგიოსი (ავსტრა, 14) 6:3, 1:6, 6:4, 6:1

ბერდიხი (ჩეხ, 15)-ჰარისონი (აშშ) 6:4 6:2, 7:6(4)

მონფილსი (საფ, 18)-შარდი (საფ) 7:6(6), 6:3, 6:4

ტრავალია (იტა)-ფონინი (იტა, 22) 6:4, 7:6(8), 3:6, 6:0

დელ პოტრო (არგ, 24)-ლააკსონენი (შვეიც) 6:4, 7:6(3), 7:6(5)

ლ. მაიერი (არგ)-გასკე (საფ, 26) 3:6, 6:2, 6:4, 6:2

ძუმჰური (ბოს)-კუევასი (ურუ, 27) 7:5, 7:6(3), 6:1

მანარინო (საფ, 30)-ბერანკისი (ლიტ) 6:2, 6:4, 6:2

ლოპესი (ესპ, 31)-კუზნეცოვი (რუს) 6:4, 7:6(4), 6:7(5), 6:2

კოლშრაიბერი (გერ, 33)-შმიჩეკი (აშშ) 6:1, 6:4, 6:4

დანიელი (იაპ)-პოლი (აშშ) 6:1, 4:6, 4:6, 6:2, 6:2

სუგიტა (იაპ)-ბლანკანო (საფ) 6:2, 6:2, 6:0

ტროიცკი (სერ)-გომბოში (სლოვაკ) 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3

დოლგოპოლოვი (უკრ)-შტრუფი (გერ) 3:6, 6:3, 6:2, 1:6, 6:3

პეია (არგ)-დარცისი (ბელ) 6:1, 6:2, 6:0

იანგი (აშშ)-მარტერერი (გერ) 6:3, 1:6, 6:1, 6:4

შტებე (გერ)-კიკერი (არგ) 5:7, 6:3, 6:1, 6:1

რუბლიოვი (რუს)-ბედენე (ბრიტ) 6:1, 6:4, 6:4

იუჟნი (რუს)-კავჩიჩი (სლოვენ) 6:3, 5:7, 6:4, 6:3

ვერდასკო (ესპ)-პოსპიშილი (კან) 6:2 უარი

ხირალდო (კოლ)-მილო (საფ) 6:1, 6:0, 4:6, 4:6, 6:4

ჟაზირი (ტუნ)-მონტეირო (ბრა) 7:6(5), 4:6, 6:3, 5:7, 6:4

ბრაუნი (გერ)-ბელუჩი (ბრა) 6:4, 6:3, 6:2

მენენდესი (ესპ)-კიპსონი (აშშ) 6:4, 7:6(9), 6:1

ფრატანჯელო (აშშ)-კარლოვიჩი (ხორ) 7:6(2), 6:4, 3:6, 7:6(4)

ფრიტცი (აშშ)-ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 6:4, 6:3

II წრე

ჩორიჩი (ხორ)-ა. ზვერევი (გერ, 4) 3:6, 7:5, 7:6(1), 7:6(4)

ჩილიჩი (ხორ, 5)-ფ. მაიერი (გერ) 6:3, 6:3, 6:3

შაპოვალოვი (კან)-ცონგა (საფ, 8) 6:4, 6:4, 7:6(3)

ისნერი (აშშ, 10)-ჩუნგი (კორ) 6:3, 6:4, 7:5

კარენო ბუსტა (ესპ, 12)-ნორი (ბრიტ) 6:2, 6:4, 6:3

პუიე (საფ, 16)-დონალდსონი (აშშ) 7:5, 6:4, 4:6, 3:6, 6:4

კუერი (აშშ, 17)-სელა (ისრ) 6:4, 6:1, 6:4

ლორენცი (იტა)-მიულერი (ლუქ, 19) 6:7(4), 6:3, 7:6(4), 6:3

მაუ (საფ)-რამოსი (ესპ, 20) 4:6, 6:4, 4:6, 6:3, 6:0

მ. ზვერევი (გერ, 23)-პერი (საფ) 6:3, 6:2, 3:6, 6:7(3), 7:5

ანდერსონი (ს. აფრ, 28)-გულბისი (ლატ) 6:3, 7:5, 6:4

შვარცმანი (არგ, 29)-ტიპსარევიჩი (სერ) 6:2, 6:4, 7:5

ალბოტი (მოლ)-ლუ (ტაივ) 6:2, 7:6(7), 5:7, 0:6, 7:6(2)

ფაბიანო (იტა)-ტომპსონი (ავსტრა) 2:6, 6:2, 3:6, 6:4, 6:2

ედმუნდი (ბრიტ)-ჯონსონი (აშშ) 7:5, 6:2, 7:6(4)

კუკუშკინი (ყაზ)-დონსკოი (რუს) 6:4, 6:4, 7:5

ქალები

I წრე

სვიტოლინა (უკრ, 4)-სინიაკოვა (ჩეხ) 6:0, 6:7(5), 6:3

კუზნეცოვა (რუს, 8)-ვონდროუშოვა (ჩეხ) 4:6, 6:4, 7:6(2)

ა. რადვანსკა (პოლ, 10)-მარტიჩი (ხორ) 6:4, 7:6(3)

ნიკულესკუ (რუმ)-მლადენოვიჩი (საფ, 14) 6:3, 6:2

ვესნინა (რუს, 17)- ბლინკოვა (რუს) 6:1, 6:3

მაკჰეილი (აშშ)-პავლიუჩენკოვა (რუს, 19) 3:6, 6:3, 6:2

ვანდევეგე (აშშ, 20)-რისკე (აშშ) 2:6, 6:3, 6:4

გავრილოვა (ავსტრა, 25)-კიკი (აშშ) 6:2, 6:1

საფაროვა (ჩეხ)-კონტავეიტი (ესტ, 26) 6:7(5), 6:1, 6:4

ჟანგი (ჩინ, 27)-ლისიცკი (გერ) 6:7(4), 6:3, 6:0

გიბზი (აშშ)-სეპედე რიოგი (პარ) 6:0, 1:6, 6:2

ოზაკი (იაპ)-ლაო (აშშ) 6:3, 6:7(5), 7:6(5)

ბრეიდი (აშშ)-პეტკოვიჩი (გერ) 6:4, 3:6, 6:1

ბოგდანი (რუმ)-თაუნსენდი (აშშ) 6:4, 4:6, 6:3

პუტინცევა (უკრ)-ჟუკი (რუს) 7:6(3), 6:3

ჟაბორი (ტუნ)-მინორი (აშშ) 6:1, 7:5

ჰიბინო (იაპ)-ბელისი (აშშ) 6:3, 4:6, 7:5

ნარა (იაპ)-სორიბესი (ესპ) 6:1, 6:2

როდინა (რუს)-ბუშარი (კან) 7:6(2), 6:1

როჯერსი (აშშ)-დეი (აშშ) 6:2, 4:6, 6:4

ფლიპკენსი (ბელ)-ბრენგლი (აშშ) 6:2, 6:3

მარია (გერ)-კრატცერი (აშშ) 6:1, 6:1

კასატკინა (რუს)-ვანგი (ჩინ) 6:7(7), 6:2, 6:3

კანეპი (ესტ)-სკიავონე (იტა) 0:6, 6:4, 6:2

ალერტოვა (ჩეხ)-პეტერსონი (შვედ) 6:2, 7:6(5)

II წრე

მუგურუსა (ესპ, 3)-დუანი (ჩინ) 6:4, 6:0

მაკაროვა (რუს)-ვოზნიაცკი (დან, 5) 6:2, 6:7(5), 6:1

ვ. უილიამსი (აშშ, 9)-დოდენი (საფ) 7:5, 6:4

სტივენსი (აშშ)-ციბულკოვა (სლოვაკ, 11) 6:2, 5:7, 6:3

კვიტოვა (ჩეხ, 13)-კორნე (საფ) 6:1, 6:2

სევასტოვა (ლატ, 16)-კოზლოვა (უკრ) 6:4, 6:4

გარსია (საფ, 18)-ალექსანდროვა (რუს) 4:6, 6:3, 6:0

ვეკიჩი (ხორ)-პენგი (ჩინ, 22) 6:0, 6:2

სუარეს ნავარო (ესპ)-ლუჩიჩი (ხორ, 29) 4:6, 7:6(4), 6:2

გორგესი (გერ, 30)-ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:1

რიბარიკოვა (სლოვაკ, 31)-კრ. პლიშკოვა (ჩეხ) 7:6(4), 7:6(3)

საკარი (საბ)-როდიონოვა (ავსტრა) 7:5, 6:3

კრუნიჩი (სერ)-ტომლიანოვიჩი (ხორ) 6:3, 6:2

ბარტი (ავსტრა)-სასნოვიჩი (ბლრ) 6:1, 7:6(7)

კენინი (აშშ)-ვიკერი (აშშ) 6:3, 4:6, 7:6(0)

შარაპოვა (რუს)-ბაბოში (უნგ) 6:7(4), 6:4, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ზვერევმა მძიმე ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა... დრამატული და ემოციური მატჩი საფრანგეთიდან [VIDEO]
ზედიზედ მეორედ - იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა
ზვერევი უიმბლდონს დააკლდება - გერმანელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
ასეთი რამ გინახავთ? - ზვერევისა და ალკარასის მატჩი უცნაური მიზეზით შეწყდა [VIDEO]
"მეგობრებო, შეგიძლიათ ჩემი მაგალითი გაითვალისწინოთ, მე ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი შემიძლია" - ალექსანდრ ზვერევი