ბექა ღვინიაშვილი, რომლისგანაც ძიუდოს ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის მედლისთვის ბრძოლას ელიან, მსოფლიოს ჩემპიონატს მეორე ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა

ბექა ღვინიაშვილი, რომლისგანაც ძიუდოს ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის მედლისთვის ბრძოლას ელიან, მსოფლიოს ჩემპიონატს მეორე ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა.

ქართველმა ძიუდოისტმა, სლოვენიელ მიჰაელ ზგანკთან დაპირისპირების დროს, დისკვალიფიკაცია მიიღო.

როდესაც სლოვენიელი სპორტსმენი გდებას ასრულებდა, ბექამ თავი იმით დაიცვა, რომ ზურგის ნაცვლად, ტატამზე თავით დაეცა. მსაჯს ბევრი არ უფიქრია - ქართველ ძიუდოისტს ბრალი "ხიდის" გაკეთებაში დასდო, რაც ახალი წესებით დისკვალიფიკაციით ისჯება.

parfiumer
ამდენი მაღალი დონის ძველი ძიუდოისტი გვყავს, ერთს როგორ არ აქვს ძიუდოს მმართველ ორგანოებში ისეთი ურთიერთობა რომ ასეთი რამეები არ დაუშვან, გააპროტესტეთ მაინც თქვე კაი ხალხო, წავიდა ყველა სახლში და ბექა მარტო იდგა ტატამზე, არ შეგეცოდათ მაინც? ხო გვყავს უმაღლესი კატეგორიის არბიტრი მანდ? ხმას რატო არ იღებს? თუ მსაჯებს სამშობლო არ აქვთ? კითხვა დაისვა საერთოდ?ქვეხიშვილი მე რო მიტარებს ტელევიზორიდან ლექციებს, დაჯდეს დაილაპარაკოს ვისთანაც საჭიროა, თორე ეგრე გვიზავენ ოლიმპიადაძეც და დავრჩებიტ გაღიმებულები როგორც შარშან..
Temi
ფაქტია ხელები არ მიახმარა და სახით დაეცა.იქნებ კომპეტენტურმა,ობიექტურმა სპეციალისტმა აგვიხსნას ეს იტვლება ხიდად? თორემ სუბიექტური დიქტორები ოღონდ ჩვენი მოჭიდავეები გაამართლონ მზად არიან მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულონ.ასე გაამართლეს შავდათუაშვილი ევროპაზე როდესაც ბოლო წამებში ორჯერ აშკარად გაიქცა და ახლა როცა 2 შიდოს შემდეგ განაგრძო პასიური ჭიდაობა.
fraternity
რეალურად რომ ვთქვათ ეს შემთხვევა იყო 50-50, ის შემთხვევაა როცა მსაჯი წყვეტს და რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მაინც მართალი იქნება. სახით კი დაეცა, მაგრამ შემდეგ თავზე გადატრიალდა და ეს ხიდია სამწუხაროდ. პრობლემა სხვა რამეშია, ეს არის ორმაგი სტანდარტები და სხვადასხვა ქვეყანასთან სხვადასხვა მიდგომა. თუ ხიდია მაშინ ყველასთვის ხიდი უნდა იყოს. ბაულ ანმაც გააკეთა ხიდი მარგველასთან მაგრამ სამწუხაროდ განხილვითაც არავის განუხილავს და ჩვენს შემთხვევაში კი არც უჭოჭმანიათ. ზუსტად აქაც იგივე შემთხვევა იყო, ჟგანკს ჩავლება ქონდა აღებული და ქვემოთ ქაჩავდა და შესაბამისად, სხვაგან ვერც ბექა ვერ წავიდოდა. ეს არის ზუსტად გულის ამრევი, როცა როგორც უნდა ისე იყენებენ წესებს თორემ ბექას წაგება ტრაგედია არ არის, მას ყველაფერი წინ აქვს და კიდევ არაერთი შანსი ექნება.
სოსო
სახით დაეცა და მერეპირდაპირ მუხლებზე,გვერდიც კი არ დაუდია.ხიდი თუ ისჯება,დაისაჯოს,მაგრამ კაცი რამდენიც პირქვე დაეცემა,ამ ლოგიკით ყველა ხიდი ყოფილა და უნდა მოიხსნას.აბსურდია არა?ბოლო ოლიმპიადაზე კინაღამ კლასიკური და თავისუფალი ჭიდაობა პროგრამიდან ამოაგდეს,თუ ასე გააგრძელეს,ძიუდოსაც იგივე დაემუქრება,ამდენი უნამუსობა,უბრალოდ აზრს უკარგავს ასპარეზობას,ვაჟთა გუნდის პრაქტიკულად ყოველი წევრის დამარცხებაში მსაჯებმა წვლილი შეიტანეს,რიღასთვის უნდა ვიჭიდაოთ?დაირიგონ ოქროები და იყვნენ ბედნიერად.
ენლილ
ამ ...ახალი წესები კი შემოიღეს, მაგრამ თავადაც ვერ გარკვეულან-რა შემთხვევაში და როგორ გამოიყენება.... სწორედ მაგას შეეწირა ბექა. რა ხიდი, რის ხიდი. არანაირი ხიდი არ ყოფილა ამ შემთხვევაში. ბექასთან ვისაც მისცეს მოგება, ისიც ეგრე საეჭვოდ მოხსნეს ფინალში, ვითომდა, ფეხში შევიდაო... გახდა არაფრით გამორჩეული მაიდოვი მსოფლიო ჩემპიონი. ბექა, არა უშავს, შვილო.. გული არ გაიტეხო..კიდევ მოვა შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი და უჩვენებ სეირს მაგათ... დაკვირვებით იყავი, ხომ ხედავ-2 მოწინააღმდეგე გყავს: ერთი ნამდვილი და მეორე-მსაჯი.
თამაზი
ხიდი კი არა ალბატ ვიგაცის გამო გაცირეს მსაჯებმა
judo
კველაპერი ჯანდაბს, ბოდისჰიტ და გაიკეტონ კველა სინჯის მედალი ტატამზე მდგომმაც და მაგიდაზე მჯდომმაც მსაჯებმა.ერტი მინდა ბექას მამას ვენაცვალე ესტი სჰვილის გაცჰენისტვის,და ცარმოგიდგენიატ ცჰვენ რა დგესჰი ცჰაგვაგდე ამ უხხხ მსაჯებმა და ბექას მსჰობლები რა დგესჰი იქნებიან.გენაცვალეტ მე ტქვენ და ტვე ოჯახს,ამაზე მეტი სადარდებელი ნუ მოქცეტ უპალმა.ბექასი კველას და კველაპერს სჰეესჰიდატ და ამიტომაც გაუცჰალიცჰეს.
Lasha
ეს იყო მსაჯის შეცდომა, ფაქტია... სხვა კუთხიდან გადაღებული ვიდეოთი ნათლად ჩანს რომ ბექა ხიდზე არ გადავიდა... აღნიშნული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ youtube ზე

ერთი წელიწადი არ მივიღოთ ძიუდოს შეჯიბრებებში მონაწილეობა - მაინც არ გვახარებენ და ასე გამოვხატოთ პროტესტი.
რა გიკვირთ
ფული ჯოჯოხეთს ანათებს
grisha dedakimovi
ჩვენი ძიუდოისტების და საყურებლად სადაც ჯიბე მიმიწვდება ყველგან დავდივარ. განსაკუთრებით ბექას ვგულშემატკივრობ დაწყებული იუნიორთა პირველობიდან როცა კიევში ყველა იპონით დაამარცხა. შეცდომა დაუშვა და ეს ელემენტარული თავდაცვითი რეფლექსის ბრალია. ბევრი ამ სიტუაციაში იპონზე დაეცემოდა. ეს შეგნებულად არ გაუკეთებია, უბრალოდ თავი ასე დაიცვა. რათქმაუნდა ხდება, როცა უსამართლოდ იქცევიან მსაჯები და შესაძლოა ვინმე ბობოლა რომ ყოფილიყო თვალი დაეხუჭათ, მაგრამ წესები დაირღვა. ცოტა ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვისაც არ სჯერა ამის იქაა ნუცუბიძე და ჰკითხონ ჟურნალისტებმა(თუნდაც დაურეკონ, მასზე კარგად ვინ იცის ძიუდოს წესები) რამდენად კანონიერი იყო ბექას დისკვალიფიკაცია. ყოველთვის ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში.
კოლა
ხოდა სულ ასე თუ გვჩაგვრავენ ბოიოტი გამოვუცხადოთ სრულიად ძიუდოს სამყაროს!
gori 2
უშანგის და მთელ საქართველოს ვულოცავ!ასე თუ მიაღწევენ ჩვენი ბიჭები წარმატებებს, თორემ ნებისმიერ თანაბარ ორთაბრძოლაში განწირულები ვართ მსაჯებისგან.მანც ვერ გავიგე რა მაფია მუშაობს ჩვენნაირ პატარა ქვეყნების წინააღმდეგ.
aburjga
კი დადგა ხიდზე, ოღონ ბოლო ეპიზოდში კი არა, როცა წითელი აუნთეს, არამედ ბოლოს წინა ეპიზოდში, როცა სრბმა კინაღამ იპონზე დაახეთქა. ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა! სამართლიანად მოიხსნა. აი ჩვენი გოგონასთვის შეიძლებოდა ეპატიებინათ, რადგან თითონ მსაჯებს ტატამზე ჭიდაობის დაწყების წინ უნდა მიეცათ შენიშვნა არასტანდარტულ ფორმასთან (ყელსაბამი) დაკავშირებით. მსაჯები!
davit
მეგობრებო ამას ვერ გაბედავდნენ რუსებთან, აზერბაიჯანელებთან, ფრანგებთან, იაპონელებთან, კორეელებთან და ა.შ. მერამდენე შემთხვევაა? ამ ღვინიაშვილს ფიზიკის კანონის დარღვევა მოთხოვეს, ის თავი სად უნდა წაეღო 100 ჯერ ვუყურე, ასე ხო ვერ ვაჩაგვრინებთ ჩვენ ხალხს, თუ ძიუდოს შესაბამის ხალხს არ შეუძლია სამინისტრო ჩაერთოს სხვა ჩაერთოს, ამას აღარ ეშველება მარა ეს მსაჯები მაინც დაასჯევინონ სხვამ რომ ვეღარ გაბედოს, გვაჩვენონ რას აკეთებენ ამისათვის, გასაგებია ადგილზე დედის გინებით და ქვის სროლით რო არაფერი გამოვა, ხო არსებობს პროტეტსტის საშუალება, მთელი ხალხი ამათ ვუყურებთ ...
ენვერი
ტატამის გამოცდილ ნსაჯს არაფერი დაუფიქსირებია, გარედან უკარნახეს ნაბიჭვრებმა! ანალოგიურად უმუხთლეს შავდათუაშვილს! ბექა მაგარი მომზადებული იყო! მიკერძოება და უსამართლობა ყველგანაა, მათ შორის ევროპაში!
jt
ეს რა განუკითხაობაა?? მსაჯი უნამუსო უვიცია, მაგრამ მარტო ერთი მსაჯი წყვეტს ყველაფერს?? რატო არ გაუუქმეს, ეს თახსირი გადაწყვეტილება???
თემური
ძალიან სუსტი ნაკრებია, ძალიან დაბალი დონეა, ჩამოვრჩით...
mm
ამათი კორუმპირებული ...... ყველაზე დიდი კორუფცია ყველა სახეობის ჭიდაობაშია!!!მსაჯიანად თუ არ მოუგე,აშკარა გდებით,ისე არაფერი გამოდის თუ გადახდილი არ გაქვს!
გურამი
სპორტის სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება ან დატოვონ თანამდებობები!!!! ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიტანოს მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში საჩივარი ძიუდოში ქართველების დისკრედიტაციის შესახებ განსახილველათ!!!!
oto
არა ამ მსაჯებს უეჩველი მიცემენ დისკვალიპიკაციას,ტუმცა უნდა ვაღიაროთ,რომ ჩვენები კარგ ფორმაში არ არიან!
tngh
5 დღეა მთელს საქართველოს უმოწყალოდ ჩაგრავენ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე. სახალხო დამცველმა და პატივცემულმა "მეგრანტეებმა", იქნებ ამოიღონ ხმა ენა, რომ აქვთ წაგდებული ნებისმიერ საკითხზე...
gio
40-წელია ძიუდოს ვუყურებ და პირველათ გავიგე რომ მუცლის მხრიდან ხიდი კეთდება? ჰაერში მან შემოტრიალება შეძლო და სახით დაეშვა ტატამზე! ეს იყო სუფთა მიკერძოებული მსაჯობა!!
vaso
ძალიან სუსტად გამოვიდნენ ყველანი ილეთების გაკეთებას ვერ ახერხებენ ფიზიკურადაც სუსტები ჩანან ერთი იმედია ლიპო! მწვრთნელები არიან დამნაშავენი
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია