...მაგრამ მაინც დააჯარიმებენ!

კვირას, „ლევერკუზენმა“ „შალკე“ 2:0 რომ დაამარცხა, საფინალო სასტვენის შემდეგ, მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა მიხაელ ბალაკმა ხელში მეგაფონი ჩაიგდო და გახარებულ გულშემატკივრებს ესაუბრებოდა. ფანები მის გვარს სკანდირებდნენ და ამ ფაქტმა ბალაკი ისე „აანთო“, რომ გამოცდილმა და ერთ-ერთმა ყველაზე გაწონასწორებულმა გერმანელმა ფეხბურთელმა თავი ვეღარ გააკონტროლა და მეგაფონში „კიოლნის“ ლანძღვას მოჰყვა. რა შუაშია „კიოლნი“? საქმე იმაშია, რომ „კიოლნი“ და „ლევერკუზენი“ მოსისხლე მტრები არიან, რის გამოც „ლევერკუზენის“ ყველაზე მეტად სწორედ „კიოლნის“ ლანძღვა სიამოვნებთ. ბალაკი ყვიროდა: „შცჰეისს 1. Fჩ Kოლნ!“ - ამ სიტყვებს თარგმანი არ სჭირდება.

როგორც ჩანს, ბალაკი მოგვიანებით დაფიქრდა და მიხვდა, რომ ეს არ იყო კარგი საქციელი – მით უმეტეს, რომ იმ დღეს „ლევერკუზენს“ „კიოლნი“ არ დაუმარცხებია. ყოველ შემთხვევაში, გუშინ მიხაელმა „კიოლნს“ და კიოლნელებს ოფიციალურად მოუბოდიშა.

„ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. დამიჯერეთ, ეს მხოლოდ იმის გამო დამემართა, რომ ეიფორიაში ვიყავი. დიდი ხანია, მატჩი უმაღლეს დონეზე არ ჩამიტარებია, რადგან ტრავმებმა გამტანჯეს და კარგმა თამაშმა იმდენად გამახარა, რომ ასეთი რაღაცები წამომცდა. ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ. „კიოლნს“, ამ გუნდის ყველა ფეხბურთელს და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი,“ - უთხრა 34 წლის ბალაკმა გუშინ „კიკერს“.

კიოლნელებმა ბალაკის ბოდიში, შესაძლოა, მიიღონ, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, მიხაელს გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული სასამართლოსგან სასჯელი მაინც არ ასცდება. დაახლოებით ასეთივე შემთხვევის გამო, ამას წინათ, „ვერდერის“ მეკარე ტიმ ვიზეც დაისაჯა – მას 8 000 ევრო გადაახდევინეს. სავარაუდოდ, ბალაკსაც მინიმუმ ამდენის გადახდა მოუწევს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა