მორატი: ნაპოლი არ დაგავიწყდეთ...

მილანურ დერბიმდე ჯერ ორი კვირა დარჩა, იქამდე იტალიის ნაკრებს უწევს ორი შეხვედრის გამართვა, მაგრამ აპენინურ სპორტულ პრესაში უკვე ძალიან აქტიურად იწერება მომავალი "მადონინას" შესახებ. ასეთი დიდი ინტერესი იმით არის გამოწვეული, რომ გარდა ისტორიულ მეტოქეთა ტრადიციული დაპირისპირებისა, თამაში სატურნირო თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია. "მილანი" ლიდერობს ჩემპიონატს, მაგრამ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს მთავარ მდევარ "ინტერს". ამასთან, "ნაპოლიც" იბრძვის სკუდეტოსთვის, "ნერაძურის" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, "როსონერის" კი სამით. მოკლედ, ისეთი ვითარებაა სატურნირო ცხრილში, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ეს ყველაფერი კი "მილანის" დამსახურებაა, რომელმაც ხუთი ქულა დაკარგა ბოლო ორ პაექრობაში და უკიდურესად დაძაბა სასკუდეტო მარათონი. ჯენარო გატუზოს თქმით, დერბიში ბევრი რამე გაირკვევა, მაგრამ არა ყველაფერი:

"შეცდომები დავუშვით და ქულებიც ბლომად დავკარგეთ, რამაც სანერვიულო მოგვიმატა. დასამალი არაფერია, ვღელავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონცენტრაცია დავკარგეთ და მორალურად გავტყდით. პირიქით, სრული საბრძოლო განწყობაა გუნდში და დიდი მატჩისთვის ვემზადებით. დერბი ყველაფერს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი რამის შეცვლა ძალუძს. იქნება თუ არა ფრე მისაღები შედეგი? - მხოლოდ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ფრე უფრო ჩვენთვის იქნება მისაღები, ვიდრე "ინტერისთვის" - ეს ნამდვილად ფაქტია".

გატუზომ "პალერმოსთან" მარცხი გაიხსენა, მიზეზებზე ისაუბრა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დანაკლისზე გაამახვილა ყურადღება: "სიცილიაში ცუდად არ გვითამაშია, მთელი შეხვედრის განმავლობაში ვფლობდით უპირატესობას, მაგრამ აქეთ გავუშვით გოლი და დავმარცხდით. ბოლო დროს, აშკარად არ გვიმართლებს - "ტოტენჰემთანაც" უპირატესობით წარვმართეთ პაექრობა, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ბურთმა არ ინება მეტოქის კარის ხაზის გადაკვეთა. რას ვიზამთ, უნდა მივიღოთ არსებული რეალობა და ბრძოლა გავაგრძელოთ. ზლატან იბრაჰიმოვიჩი დიდი ძალაა გუნდისთვის და მის დანაკლისს სიცილიაშიც ვგრძნობდით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზემოთნათქვამი უნდა გავიმეორო: უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი და არსებული რესურსით გავიდეთ ფონს. ანტონიო კასანო, რობინიო და ალეშანდრე პატო ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მათ ნებისმიერი თამაშის საჩვენოდ გადაწყვეტა შეუძლიათ".

პრესასთან გასაუბრება "ინტერის" პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმაც გადაწყვიტა და შემდეგი განაცხადა: "მილანური დერბის ირგვლივ რომ დიდი აჟიოტაჟია, ეს სრულიად ბუნებრივად მეჩვენება და არ მიკვირს, მაგრამ იმას კი ნამდვილად ვერ დავიჩემებ, რომ სკუდეტოს ბედი ამ თამაშში წყდება. ვერც იმ მოსაზრებას დავეთანხმები, რომ ჩემპიონობისთვის მხოლოდ ორი გუნდი: "მილანი" და "ინტერი" იბრძვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ნაპოლია" ძალიან ახლოს ჩვენთან და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. ჩემი აზრით, სამხრეთელები ბოლომდე იბრძოლებენ სკუდეტოსთვის. სულ ცოტა ხნის წინ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "მილანი" წინ გაიჭრა, "ნაპოლი" კი ჩამოშორდა სასკუდეტო მარათონს, თუმცა მალევე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ამიტომ, დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა და უმჯობესია, უბრალოდ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მთლიანობაში, ძალიან კარგი ჩემპიონატი გამოდის, გაცილებით უფრო საინტერესო, ვიდრე წინა წლებში".

"მილანის" გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ალეშანდრე პატოს ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებთ, რომელმაც "პალერმოსთან" პაექრობაში კოჭი დაიზიანა და არის საფრთხე, დერბის გამოტოვებამ მოუწიოს. თუმცა, თავად ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი: "სიცილიაში თამაშისას ტკივილი ვიგრძენი ფეხში და შესაცვლელი გავხდი - სიმართლე გითხრათ, ძალიან შემეშინდა, რადგან ვიფიქრე, რომ ძველმა ტრავმამ შემახსენა თავი, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. კოჭი მაქვს დაზიანებული და წესით, მალე უნდა ჩავდგე მწყობრში. ექიმები მაიმედებენ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მილანურ დერბიში აუცილებლად ვითამაშებ".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა