სუპერმძიმე წონაში მომავალი სატიტულო ბრძოლა ვლადიმერ კლიჩკოსა და დევი ჰეის შორის აქედანვე უდიდეს ინტერესს იწვევს

სუპერმძიმე წონაში მომავალი სატიტულო ბრძოლა ვლადიმერ კლიჩკოსა და დევი ჰეის შორის აქედანვე უდიდეს ინტერესს იწვევს და მას "წლის ჩხუბსაც" კი უწოდებენ. ამ შეხვედრის ორგანიზების სურვილს უკვე შვიდი ქვეყანა გამოთქვამს. შეგახსენებთ, ბრძოლაზე კონტრაქტი გაფორმებულია, უბრალოდ მასპინძელი ქალაქის არჩევაა დარჩენილი.

ამჟამად, ტიტულების გამაერთიანებელ ჩხუბზე პრეტენზიას აცხადებს სამი საფეხბურთო არენა გერმანიაში (დიუსელდორფი გელზენკირჰენი,

ფრანქფურტი), რუსეთი (მოსკოვი), მონტე კარლო, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, სამხრეთ აფრიკა, ამერიკა და შვეიცარია.

ბრიტანელი მოკრივის მენეჯერსა და მწვრთნელს ადამ ბუტს არ სურს, რომ მისმა შეგირდმა ბრძოლა საფეხბურთო სტადიონზე ჩაატაროს.

"საკმაო დრო გვაქვს იმისთვის, რომ ასეთი მრავალრიცხოვანი განაცხადები განვიხილოთ. იდეალური ვარიანტი იქნებოდა ევროპაში რომელიმე დარბაზში ჩხუბი. არ გვინდა ვინერვიულოთ მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამაც შეიძლება გარკვეული კორექტივები შეიტანოს ბრძოლის მიმდინარეობაში", - განაცხადა ბუტმა.

გარდა ამისა, იწყება მოლაპარაკებები ტელეტრანსლიაციის საკითხის მოსაგვარებლად. მოკრივეების მენეჯერები ნიუ იორკში გაემგზავრნენ

ტელარხებთან - HBO-სა და Showtime-თან მოსალაპარაკებლად. ბრძოლის სავარაუდო თარიღია 25 ივნისი ან 2 ივლისი.

ამასობაში, WBC-ის ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოს კუბელი ოდლანიერ სოლისის დამარცხების შემდეგ მორიგი მეტოქე გამოუჩნდა. უკრაინელის ბრძოლაში გამოწვევას აპირებს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, რუსი ოლეგ მასკაევი. ის ამბობს, რომ ვიტალისთან ბევრი რამ აქვს გასაკვევი. 42 წლის მოკრივე 2011 წლის ივნისში განაახლებს კარიერას.

მასკაევმა ბოლო ბრძოლა 2009 წლის 11 დეკემბერს ჩაატარა. რუსმა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ ნაჰი აგილერასთან წააგო. მასკაევს ეს ჩხუბი რომ მოეგო, შემდეგ ამერიკელ რეი ოსტინს შეხვდებოდა და ბოლოს კლიჩკოსთან ბრძოლაც მოუწევდა.

რუსი 2006-08 წლებში იყო WBC-ის ჩემპიონი. პროფესიულ რინგზე მან 36 გამარჯვება (27 - ნოკაუტით) მოიპოვა და შვიდჯერ დამარცხდა.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა