დღეს მუნდიალის შესარჩევის მორიგი მატჩებია
G ჯგუფი

მადრიდული მატჩის შემდეგ ყველაფერი "დალაგდა" - ესპანეთი და იტალია თავიანთ დარჩენილ შეხვედრებში სტაბილურად თუ ითამაშებენ, "ფურია როხა" მუნდიალის საგზურს მიიღებს, ხოლო "სკუადრა აძურა" - პლეი ოფის. ძნელია, ელოდო, რომ ხულიენ ლოპეტეგის გუნდს ფეხი დაუცდება უსუსტეს ლიხტენშტაინთან.

ვეტერან დავიდ ვილიასთვის სამწუხაროდ, იგი ლიხტენშტაინთან მატჩში ვერ ითამაშებს, ვარჯიშზე ფეხი იტკინა და უკვე გაემგზავრა ამერიკაში. არადა, "ელ გუახე" სამ-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიასთან მატჩში დაბრუნდა ეროვნულ ნაკრებში. მას 100 მატჩამდე ორი კეპი რჩება. შეგახსენებთ, რომ 59 გოლით იგი ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია.

იტალიასთან გამარჯვების შემდეგ სამშობლოში "როხა" ქებით ცამდე აიყვანეს. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ისკოს თამაში, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო. მისგან დაჩაგრულმა მარკო ვერატიმ ისიც თქვა, ასე ლეო მესიც კი ვერ თამაშობს ფეხბურთსო.

რა შეიძლება ითქვას, ლოპეტეგის მოღვაწეობაზე, მას საკმაოდ რთულ პერიოდში უწევს მუშაობა - ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესია. რაც ყველაზე მთავარია, მწვრთნელმა სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდში ფეხბურთელთა პატივისცემა მოიპოვა და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.

"ჩვენ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, ყოველი დარჩენილი თამაში მოსაგებია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ასე ნიჭიერი ფეხბურთელები, ძალიან უფრთხილდებიან გუნდურ ეთიკას", - განაცხადა მან.

სამაგიეროდ, განგაშის ზარები შემოჰკრეს იტალიაში, "სკუადრა" დღეს რეჯო ემილიაში ისრაელს მასპინძლობს. უკვე ღიად ითხოვენ ჯამპიერო ვენტურას გადაყენებას. ამ საკითხზე კომენტარი იტალიური ფეხბურთის ბოს კარლო ტავეკიოსაც სთხოვეს:

"ჩვენი შრომა მნიშვნელოვანია. მადრიდის მატჩამდე ყველა ბედნიერი იყო. მე ვადასტურებ, რომ კვლავ ვენდობი ვენტურას. მუნდიალზე ვერ მოხვედრა აპოკალიპსი იქნება, მაგრამ ჩვენ იქ აუცილებლად ვითამაშებთ", - განაცხადა ტავეკიომ.

"მარკასთან" ინტერვიუში ჯიჯი ბუფონმა თქვა, რომ არ ელოდა, რომ ამხელა უპირატესობა ექნებოდა ესპანეთის ნაკრებს. სხვათა შორის, თავად ჯიჯისაც აკრიტიკებენ - ასაღები გოლი გაუშვაო...

ლეონარდო სპინაცოლას ნაცვლად, რომელმაც ტრავმა მიიღო, ისრაელთან მატჩისთვის ნაკრებში 25 წლის დავიდე ძაპაკოსტა მიიწვიეს. ძაპაკოსტამ სატრანსფერო დედლაინის დღეს "ტორინო" "ჩელსიზე" გაცვალა.

G ჯგუფი:

მაკედონია-ალბანეთი 22:45

იტალია-ისრაელი 22:45

ლიხტენშტაინი-ესპანეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 7 6 1 0 24-3 19

2. იტალია 7 5 1 1 18-7 16

3. ალბანეთი 7 4 0 3 9-8 12

4. ისრაელი 7 3 0 4 9-13 9

5. მაკედონია 7 2 0 5 9-13 6

6. ლიხტენშტაინი 7 0 0 7 1-26 0

I ჯგუფი

ჯგუფის ლიდერი ხორვატია თურქეთს სტუმრობს და დიდი ბრძოლა ელის, რადგან ეს მასპინძელი გუნდისთვის გაბრძოლების ბოლო შანსია. დიდი მნიშვნელობა აქვს მატჩს რეიკიავიკშიც.

ხორვატიის ნაკრებს დიდი დანაკლისი აქვს - ივან რაკიტიჩი ვერ ითამაშებს. მას მუხლის მყესი ვერ აქვს წესრიგში და ექიმმა თამაშის უფლება არ მისცა. ამ ორი გუნდის პირველი მატჩი ზაგრებში 1:1 დასრულდა.

ხორვატია კვლავ რჩება თურქეთისთვის უხერხულ მეტოქედ - 8 შეხვედრიდან გუნდმა 5 ფრედ ითამაშა და 3 დათმო, მოგებით კი ჯერ არ მოუგია. დანაკლისია მასპინძელთა შორისაც - გიოქჰან გიონულმა ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს.

რეიკიავიკში ისლანდიის ნაკრები, რომელმაც მოულოდნელად დაკარგა სამი ქულა ფინეთში, უკრაინას მასპინძლობს, ვინც მას ქულით უსწრებს. კიევში ამ გუნდების შეხვედრა 1:1 დასრულდა. ისლანდიას არასოდეს მოუგია უკრაინისთვის - წინა სამი მატჩიდან 1 დათმო და 2 ფრედ დაასრულა.

I ჯგუფი

ისლანდია-უკრაინა 22:45

თურქეთი-ხორვატია 22:45

კოსოვო-ფინეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 7 5 1 1 12-2 16

2. უკრაინა 7 4 2 1 11-5 14

3. ისლანდია 7 4 1 2 9-7 13

4. თურქეთი 7 3 2 2 11-8 11

5. ფინეთი 7 1 1 5 5-10 4

6. კოსოვო 7 0 1 6 3-19 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gg
ბუფონმა აუცილებლად უნდა დატოვოს ნაკრები და ადგილი დაუთმოს დონარუმას, თორე ისევ ისე შერცხველი წავა ფეხბურთიდან როგორც თავის დროზე სუბისარეტა, იაშინი, შლტონი და სხვა, ნაკრები სხვა დონეა და ვეღარ ქაჩავს უკვე, ასაკი თავისას შვება, ის რეაქცია არარ აქვს რაც ადრე ქონდა და აღარ უნდა ამდენი რეკორდები, ლიგის ფინალშიც გამოჩნდა ეს, განსაკუთრებით მეორე გოლზე, კი იყო რეკოშეტი მარა იმდენი ხანი მიდიოდა ბურთი კარში ახალგაზრადა რო ყოფილიყო აიღებდა, ასე რომ სახელს გაუფრთხილდეს ჯობია...
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა