რვა მეოთხედფინალისტს შორის, ოთხი ამერიკელი და ორი ჩეხია
ქალთა რეიტინგის ლიდერი კაროლინა პლიშკოვა საწყის მატჩებში არც ისე დამაჯერებელი იყო. შეგახსენებთ, რომ მესამე წრეში ჩეხმა მატჩბოლი მოიგერია შუაი ჟანგთან მატჩში.

მაგრამ, ახალგაზრდა ამერიკელის ჯენიფერ ბრეიდის წინააღმდეგ, როგორც იქნა, იპოვნა თავისი თამაში და მეოთხედფინალის საგზური 46 წუთში მოიპოვა. ჩეხმა მეტოქე მძლავრი პირველი მოწოდებით გაანადგურა - პირველ ბურთზე მან მხოლოდ ორი ქულა წააგო. პლიშკოვას შემდეგი მეტოქე კოკო ვანდევეგე იქნება, რომელმაც ლუსი საფაროვა დაამარცხა - 6:4, 7:6(2).

ცხრა თვის წინ, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ კოშმარული ინციდენტი გადაიტანა - მას მძარცველმა დანით მარცხენა მაჯა დაუზიანა. ჩოგბურთელმა ოთხსაათიანი ოპერაცია გადაიტანა და ტურში გაზაფხულზე დაბრუნდა. და აი, მხოლოდ ახლა შეძლო პირველად რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრის დამარცხება.

თან გარბინ მუგურუსასი, რომელიც უიმბლდონიდან მოყოლებული ანადგურებდა მეტოქეებს. ამჯერად, ესპანელმა მხოლოდ შვიდი "ვინერსი" შეასრულა, პეტრას კი სამჯერ მეტი ჰქონდა ასეთი დარტყმა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩეხი კვლავაც ცუდად გრძნობთ ორ თითს, მაგრამ ეს მის თამაშზე არ მოქმედებს.

ნახევარფინალისთვის კვიტოვა ვინუს უილიამსს შეხვდება, რომელსაც პირად შეხვედრებში 5:1-ს ამარცხებს.

ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ელინა სვიტოლინა, რომელმაც ძალიან არათანაბარი მატჩი ჩაატარა ბევრი უნებლიე შეცდომით. პირველ სეტში უკრაინელმა დაცვითი ჩოგბურთი ითამაშა და წააგო, ხოლო, როცა ჩვეულ აგრესიულ ჩოგბურთზე გადავიდა, მეორე სეტი 6:1 მოიგო და მესამეში 4:2 დაწინაურდა.

რატომღაც, ამ მომენტში სვიტოლინა ისევ დაცვაზე გადავიდა, რითაც მეტოქეს ზედიზედ ოთხი გეიმისა და მასთან ერთად, მატჩის მოგების საშუალება მისცა.

მერვედფინალის გმირი აღმოჩნდა ანასტასია სევასტოვა, რომელიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს მარია შარაპოვას წინააღმდეგ. რუს ჩოგბურთელს მხოლოდ პირველ სეტში გამოუვიდა კარგი თამაში, რის შემდეგაც, მისი სათამაშო დონე თანდათან ეცემოდა.

სევასტოვამ უფრო აგრესიულად თამაში დაიწყო, დროულად გადადიოდა კონტრშეტევაზე და მეტოქეს შეცდომებს აიძულებდა. მესამე სეტში რუსმა ეშმაკობა იხმარა, ექიმი გამოიძახა, რის შემდეგაც, საპასუხო ბრეიკი შეასრულა. ლატვიელი ოდნავ ანერვიულდა, მაგრამ მარიამ იქვე საკუთარი მოწოდება დათმო და მატჩიც ზედ მიაყოლა - 7:5, 4:6, 2:6. სევასტოვას შემდეგი მეტოქე სლოუნ სტივენსი იქნება.

სლოუნ სტივენსი ორი თვის წინ დაუბრუნდა ჩოგბურთს ტრავმით გამოწვეული 10-თვიანი პაუზის შემდეგ. ამ ორი თვის განმავლობაში, ამერიკელმა კლასიფიკაციაში 900 საფეხური მოიგო და ამ ტურნირის შემდეგ, TOP50-ში შევა.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალის ოთხივე წყვილში ვხედავთ ამერიკელ ჩოგბურთელს.

1/8 ფინალი

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 1)-ბრეიდი (აშშ) 6:1, 6:0

ვანდევეგე (აშშ, 20)-საფაროვა (ჩეხ) 6:4, 7:6(2)

კისი (აშშ, 15)-სვიტოლინა (უკრ, 4) 7:6(2), 1:6, 6:4

კანეპი (ესტ)-კასატკინა (რუს) 6:4, 6:4

1/4 ფინალი

პლიშკოვა (ჩეხ, 1)-ვანდევეგე (აშშ, 20)

კისი (აშშ, 15)-კანეპი (ესტ)

ვ. უილიამსი (აშშ, 9)-კვიტოვა (ჩეხ, 13)

სტივენსი (აშშ)-სევასტოვა (ლატ, 16)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შავების პარადია "უს ოუფენზე".
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
რეიტინგი: ახალი ამერიკელი ელიტაში
ავსტრალიის ღია პირველობა: ოჯახური ნახევარფინალი არ იქნება
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
კაროლინა პლიშკოვა: ბოლქვაძე ძალიან ნერვიულობდა, თუმცა მეორე სეტში საკმაოდ კარგად ითამაშა
ეშლი ბარტის გზა - ჩოგბურთიდან კრიკეტში წასვლა, დაბრუნება და "მაიამის" ტურნირის მოგება
მაიამის მასტერსზე ქალთა ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ
აშშ-ის ღია: ზემოთ ნადალი, ფედერერი, დელ პოტრო, ქვემოთ ფავორიტი აღარ დარჩა
US OPEN 2016. I დღე: რვა დანაკლისი განთესილებში და ერთი რეკორდი
US OPEN: მარიამ ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა - ახლა მთავარია, პროგრესი არ შეწყვიტოს [VIDEO]