მსოფლიოს მესამე ჩოგანმა კაროლინა პლისკოვამ მარიამ ბოლქვაძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე თავის ოპონენტზეც ისაუბრა.

"წინა შეხვედრისაგან განსხვავებით, ამ მატჩში თავს უკეთ ვგრძნობდი. ცენტრალურ კორტზე ვთამაშობდი, განსხვავებული მოწინააღმდეგე მყავდა, არც ჩემი ქვეყნიდან ყოფილა. ის ძალიან ნერვიულობდა და აქედან გამომდინარე, გარკვეული ასპექტები სხვანაირად იყო. მე კი, პირველი დღისაგან განსხვავებით, ნაკლებად ვნერვიულობდი და ვფიქრობ, უკეთესადაც ვთამაშობდი.

მინდა ვთქვა, რომ ბოლქვაძე საქმეში პირველად ვნახე. აქამდე არც მისი ვარჯიში, არც მისი შეხვედრა ნანახი არ მქონდა. მგონია, რომ მან მეორე სეტში საკმაოდ კარგად ითამაშა. მართალია, მოწოდება მთლად კარგი არ იყო, თუმცა ცაციაა და არაა ადვილი მის გადმოგდებულ ბურთზე საპასუხოდ დარტყმა. ის პირველ სეტში ნერვიულობდა და ამას თქვენც ხედავდით.

სწორედ ნერვიულობის გამო ძალიან ბევრჯერ ცდებოდა, თუმცა მეორე სეტში გაცილებით უკეთესი იყო. მე არ ვიცი, ზუსტად რამდენი წლისაა ის, თუმცა ვთვლი, რომ ბოლქვაძეს აქვს დრო პროგრესისთვის და ასეთ შეხვედრებში, ასეთ კორტზე თამაშში მიღებული გამოცდილება მას აუცილებლად გამოადგება", - განაცხადა ჩეხმა ჩოგბურთელმა.

მარიამი პლისკოვასთან ამერიკის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 4:6. იქამდე კი, 3 შეხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიგო, ხოლო ძირითადი ბადის პირველ წრეში მსოფლიოს 65-ე ჩოგანი დაამარცხა. განახლებულ რეიტინგში მარიამ ბოლქვაძე, სავარაუდოდ, მსოფლიოს 151-ე ჩოგანი იქნება.

გიორგი777
დიდი მადლობა იმისთვის რომ რეკლამა სახეზე აღარ გვეფარება...წლებია თქვენი გვერდით ვსარგებლობ და ამრეკლამის შემყურე აღარ შემეძლო უკვე,თქვენი საქმეა რათქმაუნდა ვის და რას გაუკეთებთ რეკლამას მაგრამ ხომშეილება ისე გაკეთოთ რომ ჩვენ მკითხველებს ხელი არშეგვეშალოს და ნერვები არდაგვაწყდეს?მადლობა კიდევ ერთხელ
მირიანი
ასეთ დროს ასეთი იაფფასიანი ირონია რომ მოგეძალება ადამიანს, მინიმუმ კომპლექსებზე უნდა გაესინჯო ...
zurab
ახლა რას ამბობს ბოლქვაძის დედა?
გიზოგ
წარმატებები მარიამს.
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
აშშ-ის ღია: ჩეხები და ამერიკელები უტევენ
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ეშლი ბარტის გზა - ჩოგბურთიდან კრიკეტში წასვლა, დაბრუნება და "მაიამის" ტურნირის მოგება
მაიამის მასტერსზე ქალთა ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ
აშშ-ის ღია: ზემოთ ნადალი, ფედერერი, დელ პოტრო, ქვემოთ ფავორიტი აღარ დარჩა
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
US OPEN: მარიამ ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა - ახლა მთავარია, პროგრესი არ შეწყვიტოს [VIDEO]