26 მარტს ჯანო ანანიძის თამაში გამორიცხულია, კახა კალაძის - ჯერ კიდევ საეჭვო
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ, საღამოს გუნდმა ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა. მოთელვის, კვადრატებისა და კომბინაციების დამუშავების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გუნდი ორად გაყო და ორკარა ათამაშა.

მასში არ მონაწილეობდა კახა კალაძე, რომელიც იტალიიდან 21 მარტს ჩამოვიდა. მისი თამაში ჯერ კიდევ საეჭვოა. კახას კლუბი “ჯენოა” საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას მის დასვენებას სთხოვს, კუნთი აქვს დაჭიმულიო, მაგრამ კახამ გუშინ მსუბუქად მაინც ივარჯიშა და გასახდელს მალევე მიაშურა. როგორც გვითხრეს, ეროვნული ნაკრების კაპიტნის მდგომარეობა უიმედო არ არის, მაგრამ ექიმები ჯერ გადაჭრით ვერ ამბობენ, შეძლებს თუ არა ხორვატიასთან თამაშს. იმედს მატჩამდე დარჩენილი სამი დღე გვიტოვებს.

ნაკრებს შეუერთდა ბერძნული “პანიონიოსის” მცველი დავით კვირკველიაც. გუშინ ნაკრებში არ უვარჯიშიათ მხოლოდ რუსეთის პრემიერლიგაში დასაქმებულ მოთამაშეებს - საღამოს ჩამოფრინდნენ ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” სამეული: ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა და ოთარ მარცვალაძე. ასევე მახაჩყალის “ანჟის” მეკარე ნუკრი რევიშვილიც. მათ დილით ელოდნენ, მაგრამ რეისი საღამოსთვის გადაიდო და ეროვნულზე ვარჯიში ვეღარ მოასწრეს.

სასიხარულოა, რომ ნუკრი რევიშვილი რუსეთის პრემიერლიგის “ანჟის” ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად თამაშობს. ქართველმა მეკარემ ბოლო ტურში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” ორი გოლი კი გაუშვა, მაგრამ რობერტო კარლოსის და დიეგო ტარდელის გუნდში საუკეთესო შეფასება სწორედ მან დაიმსახურა. ნუკრი საკონტროლო შეხვედრებშიც მთავარი მწვრთნელის, გაჯი გაჯიევის ფავორიტი იყო და, ცხადია, ეს ძალიან გვაიმედებს, რადგან რუსეთის პრემიერლიგა საკმაოდ პრესტიჟული გახდა, ასეთ დონეზე კი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ქართველ მეკარეს კარგა ხანია, არ უთამაშია. თბილისის “დინამოს” და “ზესტაფონის” მეკარეებიც, გიორგი ლორია და როინ კვასხვაძე მშვენიერ ფორმაში არიან და იმედი ვიქონიოთ, რომ ქეცბაიას ამ პოზიციაზე არჩევანი აქვს.

“ანჟისა” და “ვოლგას” ფეხბურთელებთან ერთად ჩამოფრინდა ჯანო ანანიძეც. თბილისში გაირკვევა, ბოლოს და ბოლოს რა სჭირს მოსკოვის “სპარტაკის” შემტევ ნახევარმცველს, სერიოზულია თუ არა მისი ტრავმა და რამდენად შესაძლებელია ხორვატებთან მისი მოედანზე გასვლა. თუმცა გუშინ გვითხრეს, ჯანოს მართლა კოჭის მყესი აქვს გაწყვეტილი და მისი თამაში გამორიცხულიაო. თუმცა ვნახოთ, იქნებ, ასე მძიმედ არ იყოს საქმე.

დაბოლოს: მართალია, თავდაპირველად თემურ ქეცბაია გუნდის წვრთნას ტექნიკურ ცენტ “ბასაში” აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ გეგმა შეიცვალა და გადაწყდა, რომ ნაკრები დღესაც ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს.

დათო
მივმართავ ქართული სპორტის ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს. რა ეღირება ერთ ბანერზე რო დემეს სურათი გაკეთდეს და ხორვატიასთან სტადიონზე გამოიფინოს? იკისრებთ ქომაგები? ბარემ ორგანიზებული ჯგუფი ხო გაქვთ შექმნილი და თქვენთვის ადვილი იქნება ამის გაკეთება. გამოაცხადეთ შეხვედრის დრო და ადგილი. არ დაიმსახურა დემემ, რო რამენაირად მაინც დავუდგეთ გვერდში? დაიწყეთ და ძალიან ბევრი ხალხი შემოგიერთდებით(ფულსაც შევაგროვებთ), თორე სირცხვილია, რაც ხდება და ეგ კაცი როცა იქნება, გამოვა ციხიდან და მერე ვიცი, რამდენი "გულშემატკივარი" გამოუჩნდება. აი, ეგ იქნება კიდე უფრო დიდი სირცხვილი. ეხლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა და მოდით, ნამუსიანად მოვიქცეთ. სამუდამო სირცხვილი არ ავაკეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიას. დემემ ბევრი სიხარული მოგვიტანა და მოვიქცეთ კაცურად. გაუმარჯოს სიმართლეს, ქართულ ფეხბურთს და ყველა კაი კაცს!
bb king
მაგას ფედერაცია კი არა ვერცერთი საფეხბურთო ქვეყანა ვერ შველის. თვითონ გულშემატკივრებმა უნდა ვაჯობოთ სპეკულიანტებს და დროზეე ვიყიდოთ ბილეთები. ბოლო დღეს რო კაცი მივა ბილეთებზე ის ღირსიცაა (თუ მანამდეც შეეძლო მისვლა რათქმაუნდა) რო ორმაგ ფასში მიყიდონ. ძვირი ფასები ნაღდად არაა, წინა ფედერაცია ბევრად ძვირად ყიდიდა. 10ლარი იყო ყველაზე ცუდ ადგილებში.
guga
მესმის, რომ ის ფასებიც საკმაოდ ძვირია, მაგრამ ჩემი აზრით ფასებზე საწუწუნო არაფერი გვაქვს- მაქსიმალურად შეღავათიან ფასებშია (5-7-10-20; საფრანგეთთან ბილეთები 80 ლარიც კი ღირდა). არა მგონია სტადიონის გავსება პრობლემა გახდეს. მთავარი პრობლემა სპეკულანტებია, რომლებიც შემდგომში ბილეთებს უფრო ძვირად ყიდიან. კარგი იქნებოდა ამის აღსაკვეთად ფედერაციას რაიმე მექანიზმი შეექმნა
guga
მესმის, რომ ის ფასებიც საკმაოდ ძვირია, მაგრამ ჩემი აზრით ფასებზე საწუწუნო არაფერი გვაქვს- მაქსიმალურად შეღავათიან ფასებშია (5-7-10-20; საფრანგეთთან ბილეთები 80 ლარიც კი ღირდა). არა მგონია სტადიონის გავსება პრობლემა გახდეს. მთავარი პრობლემა სპეკულანტებია, რომლებიც შემდგომში ბილეთებს უფრო ძვირად ყიდიან. კარგი იქნებოდა ამის აღსაკვეთად ფედერაციას რაიმე მექანიზმი შეექმნა
ბაადური
ამ ღორებმა ბილეთებს ისეთი ფასი დაადეს,რომ ისევ ნახევარი სტადიონი ცარიელი იქნება.ამ ... ის ვერ გაიგეს,რომ ბილეთები ისეთ ღარიბ ქვეყანაში როგორიც საქართველოა 1 ან 3ლარი უნდა ღირდეს:((((((
hy!
http://www.rdv.ba/portal/sports/news/?id=689
grigoli
რა ფრეზეა ლაპარაკი ტანაც მივაგცევტ მივაკცევტ კიარაა გავარგვევტ სჰუაზე ხორვატებს
grigoli
რა ფრეზეა ლაპარაკი ტანაც მივაგცევტ მივაკცევტ კიარაა გავარგვევტ სჰუაზე ხორვატებს
დათო
ფრესაც თუ მივაღწევთ მაგარი იქნება, გთხოვთ დადეთ ინფორმაცია, რას წერს ამ მატჩის შესახებ ხორვატული პრესა, მათი მედია, კომენტარები, საინტერესოა, მადლობთ
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს