საქართველოს ჩემპიონმა “იბერია სტარმა” ქართული ფუტზალის ისტორიაში პირველი სამწვრთნელო სემინარი ჩაატარა
ადრე გვეწერა, ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა “იბერია სტარმა” თავისი მთავარი მწვრთნელი ოლეგ სოლოდოვნიკი ბრაზილიაში სამწვრთნელო სემინარზე რომ მიავლინა. “იბერიას” უკრაინელი დამრიგებელი სემინარის 73 მონაწილეს შორის ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ერთადერთი იყო.

ამას საინტერესო გაგრძელება მოჰყვა: სოლოდოვნიკის დაბრუნების შემდეგ “იბერიას” პრეზიდენტ ვახტანგ წერეთელს გაუჩნდა იდეა, მსგავსი სემინარი საქართველოშიც ჩაეტარებინა. ასეც მოხდა და ქართული ფუტსალის 20-წლიან ისტორიაში პირველი სამწვრთნელო სემინარი 17 მარტს “იბერია სტარის” სპონსორის, კომპანია “სამგორი 94”-ის ოფისში გუშინ დასრულდა. მას ოცამდე ქართველი მწვრთნელი ესწრებოდა. სასიამოვნოა, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ქართული გუნდების წინსვლაზეც ფიქრობს და საამისოდ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრის, გიორგი დარჯანიას თქმით, სემინარს სამოყვარულო გუნდების (ბიზნესის და ვეტერანთა ლიგების) მწვრთნელებიც ესწრებიან, ზოგი მათგანი უკვე მომდევნო სეზონიდან ფუტსალის ლიგაში ფიქრობს თამაშს და სემინარი მათ ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევსო.

ოლეგ სოლოდოვნიკი: “სემინარის ჩატარების იდეა ჩვენი კლუბის პრეზიდენტს, ვახტანგ წერეთელს ეკუთვნის და მისი იდეა მეც სიამოვნებით გავიზიარე. შევადგინეთ სამუშაო გეგმა - ფიზმომზადება, შეტევის და დაცვის სქემები, სტანდარტული მდგომარეობები, ვარჯიშები მეკარეებისთვის, გუნდის ფსიქოლოგიური მომზადება... ამასთანავე მინდოდა, რომ ამ სემინარს აზრთა გაზიარების სახეც ჰქონოდა. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ქართველი მწვრთნელების ვარჯიშების გაცნობა.”

აღსანიშნავია, რომ სემინარზე ვიდეომასალებსაც იყენებენ და თითოეულ მწვრთნელს საშუალება აქვს, საუკეთესო ბრაზილიური კლუბების ვარჯიშებს გაეცნოს.

ლაშა ცნობილაძე, სტუ-ს მწვრთნელი:“დიდი მადლობა ვახტანგ წერეთელს და ოლეგ სოლოდოვნიკს ამ სემინარის ჩატარებისთვის. თავის დროზე “იბერიაში” თამაშმა დიდი გამოცდილება შემძინა და ახლა ამ სემინარით, სამწვრთნელო გამოცდილების მიღებაშიც მეხმარება.”

როცა შენა ხარ გიგაბაიტი

მოყვარულებმა პროფესიონალები დაამარცხეს

ფუტსალში საქართველოს თასის პირველი ეტაპის მატჩები საინტერესო და სენსაციური შედეგებითაც დასრულდა: მეოთხედფინალში გასული 8 გუნდიდან, 5 ბიზნესის (სამოყვარულო) ლიგის წარმომადგენელია.

გიგაბაიტი 6:4 თსუ

იმპერიალ ტობაკო 8:9 ქუთაისი

შავნაბადა 3:5 დაცვის პოლიცია

სტუ 5:0 თელავი

ლიბერთი ბანკი 2:8 სოკარი

საქართველოს უნივერსიტეტი 10:5 ბათუმი

“იბერია სტარი” და “ალგო” თასის პირველი ეტაპიდან თავისუფლები იყვნენ, სუპერლიგის დანარჩენი გუნდებიდან კი მხოლოდ ქუთაისელებმა მოახერხეს მეოთხედფინალში გასვლა და ისიც ძალიან გაუჭირდათ. ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 8:8 იყო, “იმპერიალ ტობაკომ” 10-მეტრიანი პენალტი ვერ გამოიყენა და იმერლებმა ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე მოახერხეს გამარჯვების ბურთის გატანა.

პირველი წრის მთავარი სენსაცია კი თსუ-ს მარცხი იყო ბიზნესის ლიგის შარშანდელ გამარჯვებულ “გიგაბაიტთან”.

მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

იბერია სტარი - დაცვის პოლიცია

სოკარი - ალგო

ქუთაისი - სტუ

გიგაბაიტი - საქართველოს უნივერსიტეტი

პირველი მატჩები 9-10 აპრილს გაიმართება, საპასუხოები - 16-17 აპრილს.

გუშინ კი ფუტსალის ჩემპიონატის ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც თსუ-მ ბათუმელებს 8:2 მოუგო.

იბერია 11 11 0 0 108:24 33

ალგო 14 11 0 3 83:28 33

თსუ 13 9 0 4 65:36 27

ქუთაისი 14 5 0 9 76:102 15

ბათუმი 14 3 0 11 54:128 9

თელავი 12 0 0 12 14:82 0

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის