ქართველი სამბისტები მოსკოვში, შულცის მემორიალში დღეს ჩაებმებიან, 26-27 მარტს კი ხარლამპიევის სახელობის სუპერთასზე გამოვლენ
დღეს ქართველი სამბისტები მოსკოვში, შულცის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან. ისინი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მოსკოვში ორ შეჯიბრებაში გამოვლენ - შულცის მემორიალი ხვალ მთავრდება, 26-27 მარტს კი სამბოს დამაარსებელ ხარლამპიევის სახელობის მსოფლიოს სუპერთასი ტარდება.

ჩვენები ორივე ტურნირში ერთი და იმავე შემადგენლობით გამოვლენ: უშანგი კუზანაშვილი (57), ლევან ნახუცრიშვილი (68), ზურაბ ნოზაძე, კახა მამულაშვილი (74), ნიკოლოზ კუცია (82), მინდია ბოდაველი (90), მირიან პავლიაშვილი (100), ლევან მუქერია (+100).

ჩვენი ნაკრები მოსკოვში არასრული შემადგენლობით იასპარეზებს - 52 და 62-კილოგრამებში მონაწილე არ გვეყოლება. 52-ის ლიდერი აქამდე მსოფლიოს ჩემპიონი კუზანაშვილი იყო, მაგრამ წლეულს მან წონა შეიცვალა და 57-ში გადავიდა. 52-ში სადღეისოდ ლიდერად დიმიტრი მულაძე მოიაზრება, რომელსაც ამჯერად ნეკნი სტკივა და ამიტომ არ მიჰყავთ. ტაქტიკური მოსაზრებით ასვენებენ საევროპო კანდიდატებსაც 62-ში, სადაც ოლეგ იაძეს დიდი არჩევანი აქვს - სახელოვანი ძიუდოისტი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში და სამბოში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი, სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი ნესტორ ხერგიანი ან მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი დავით სვიმონიშვილი. მწვრთნელებმა ამ ეტაპზე მათი გამოცდა საჭიროდ არ მიიჩნიეს.

საერთოდ, ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია, მაგრამ მწვრთნელები მათ ვინაობას ჯერ არ ასახელებენ. შესაბამისად, წარმოდგენილ შემადგენლობაში მოსკოვური პაექრობები ზოგისთვის მხოლოდ სასტარტო იქნება საევროპოდ მზადების გზაზე, ზოგიერთ წონაში კი ამას საკონკურენციო დატვირთვაც დაემატება - სოფიაში წამსვლელი გუნდი საბოლოოდ იქ გაირკვევა. თუმცა ამჯერად მოსკოვში რამდენიმე ახალგაზრდასაც ცდიან, რომლებიც თანატოლთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. სამწუხაროდ, უფულობის გამო სოფიაში წასვლამდე ჩვენი სამბისტები სხვა ტურნირებში ვეღარ გამოვლენ.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა