ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017 დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017 დაასრულა. იტალიასთან ეფექტურ მატჩში ბოლო წამებზე 69:71 დამარცხდა და ისრაელის იმედად რჩებოდა - ტურის ბოლო შეხვედრაში მასპინძლებს უკრაინისთვის რომ მოეგოთ, მერვედფინალში საქართველო გავიდოდა, მაგრამ უკრაინას მეტი მოტივაცია აღმოაჩნდა და, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი.

- კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიას ემოციური პოსტი

- ილიას ზუროსი: მადლობა ბიჭებს, მადლობა ქართველ გულშემატკივარს...

- მაიკლ დიქსონი: იტალიამ არ გვაპატია

- ეტორე მესინა: მაიკლ დიქსონი ძლიერი კალათბურთელია

ასე რომ, ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზე ლიტვა გავიდა, მეორეზე - გერმანია, მესამეზე იტალია, მეოთხეზე - უკრაინა, ისრაელი შინ დარჩა, ხოლო საქართველო სამშობლოში გაემგზავრა.

ბოლო მატჩამდე გაურკვევლობა და მოლოდინი საქართველოს ნაკრებს დაბედებული აქვს, თუმცა აქამდე ორივე შემთხვევაში ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდა: 2011 წელს, ევრობასკეტზე პირველად რომ გავედით, მესამე ადგილის დასაკავებლად ჯგუფის უკანასკნელი ტურის მესამე მატჩის დასრულებამდე მოგვიწია მოცდა - ვქომაგობდით უკრაინას, რომელმაც ბელგია დაამარცხა და საქართველო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ბელგიის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს ადგილს ბულგარეთი დაიკავებდა.

2015 წელს ჰოლანდიასთან დაუგეგმავმა წაგებამ კვლავ ჯგუფური ეტაპის ბოლომდე გაურკვევლობაში გვამყოფა: მერვედფინალის საგზურს იმ შემთხვევაში ვინაღდებდით, თუ საბერძნეთი ჰოლანდიას დაამარცხებდა. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო და პლეი-ოფში ლიტვას შევხვდით...

რატომ?

რატომ მივიყვანეთ საქმე ბოლო წუთებამდე, მაშინ, როდესაც პირველ ტურში ჯგუფის ფავორიტ ლიტვას ვძლიეთ? საქმე მარტივადაა: ჩვენს გუნდს ჰყავს მაღალი კლასის შვიდი კალათბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ თუნდაც ლიტვის დამარცხება, თუმცა, თუ ენერგიის აღდგენას ვერ მოასწრებენ, შესაძლოა უკრაინასთანაც წააგონ, რადგან არ გვყავს ევროპაში გამოცდილი სათადარიგოთა სკამი.

არადა, ქართული გუნდები ევროტურნირებზე რეგულარულად რომ თამაშობდნენ, გვეყოლებოდა.

ევროპის ჩემპიონატზე არც ერთი მწვრთნელი არ მიმართავს შეცვლის ისეთ სისტემას, როგორსაც ილიას ზუროსი: გუნდის ლიდერებს სათითაოდ ასვენებს. ასეთ დროს, გინდა თუ არა, კალათბურთელებს 32-36 წუთი უწევთ თამაში. თუმცა, როდესაც დგება კრიტიკული დრო, ქართველებს შეუძლიათ ენერგიის ბოლომდე მოკრება, საკუთარ თავს ზემოთაც და ძლიერ მეტოქეზე გადახტომაც.

გუშინ, იტალიასთან მეოთხე პერიოდში, 16 ქულის სხვაობით აგებდნენ. ასეთ დროს იტალიის წინააღმდეგ შესაძლოა, ბევრს ჩაეთვალა, რომ მატჩი დასრულებულია, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩებში მიგვაჩვია ბოლო წუთებზე თამაშის შემოტრიალებას. ასე იყო ამჯერადაც: უპირველესად დაცვაში დამაჯერებელი თამაშით იტალიას ზედიზედ სამი შეცდომა დააშვებინა, ფარქვეშიდან ტყორცნებს სამიანები მიაშველა და ბოლო წუთზე მაიკლ დიქსონის სამქულიანით გადაასწრო კიდეც.

ძალიან საინტერესო გამოდგა უკანასკნელი ორწუთნახევრის ქრონოლოგია:

2:13 დიქსონი - 3 ქ. (63:65)

1:48 ფილოი - 2 ქ. (63:67)

1:30 შენგელია - 2ქ (65:67)

0:59 დიქსონი - 3ქ (68:67)

0:43 ჰაკეტი - 2ქ (68:69)

0:14 არადორი - 1ქ (68:70)

0:06 არადორი - 1ქ (68:71)

0:03 დიქსონი - 1ქ (69:71)

0:03 ფაჩულია - მოხსნა

0:01 შერმადინი - ორი ქულა (არაზუსტი)

აი, ასე დასანანი მარცხი ვიწვნიეთ იტალიასთან, რამაც საბოლოოდ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ბედი უარყოფითად გადაწყვიტა. ებრაელი ჟურნალისტები გვამშვიდებდნენ, თქვენი გუნდი მერვედფინალში თამაშს უკრაინაზე მეტად იმსახურებდაო.

ჩვენ კი ასე ვთქვათ: ლიტვასთან, ისრაელთან და იტალიასთან ნაჩვენები თამაშით ნამდვილად იმსახურებდა, უკრაინასთან და გერმანიასთან ნაჩვენებით - არა. უკრაინას სწორედ ჩვენ მივეცით შანსი და მშვენივრად გამოიყენა. ამიტომაა საინტერესო კალათბურთი: ერთმა ფეხის დაცდენამ შესაძლოა ყოველგვარ იმედს წყალი გადაასხას, ერთმა აცილებულმა ბურთმა - მერვედფინალს მიღმა დაგტოვოს. არადა, იტალიასთან რომ მოგვეგო, რასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით, მერვედფინალში ფინეთს ვხვდებოდით...

ევრობასკეტი 2017. B ჯგუფი

6 სექტემბერი, თელ-ავივი, 1746 მაყურებელი

საქართველო-იტალია 69:71

10:27, 20:11, 17:20, 22:13

გერმანია-ლიტვა 72:89

19:23, 24:24, 17:25, 12:17

გერმანია: შრიოდერი (26), ბენცინგი (11), ფოიგტმანი (9), ბარტელი (6), ტადა (0+8 მოხსნა+6 პასი) - სასტარტო; ჰარტენშტაინი (10), ტიმანი (4), აკპინარი (3), ლო (3).

ლიტვა: ვალანჩუნასი (27+15 მოხსნა), მოტეიუნასი (15), კალნიეტისი (10+9 პასი), კუზმინსკასი (7), გრიგონისი (6) - სასტარტო; ულანოვასი (11), იუშკიავიჩუსი (9), მაჩიულისი (2), გუდაიტისი (2).

ისრაელი-უკრაინა 64:88

16:19, 12:27, 11:25, 25:17

ისრაელი: ელიაჰუ (12+6 პასი), კადირი (10), ტიმორი (7), მეკელი (3), კასპი (3) - სასტარტო; ოჰაიონი (11), პნინი (8), დოუსონი (5), ბლეიზერი (3), ზალმასონი (2).

უკრაინა: კრავცოვი (17+7 მოხსნა), კოლჩენკო (9), ლუკაშოვი (5+7 პასი), კორნიენკო (4), პუსტოზვონოვი (2) - სასტარტო; ოტვერჩენკო (13), ლიპოვი (10), ბობროვი (9), პუსტოვოი (8+7 მოხსნა), კონევი (7), ზაიცევი (4).

A ჯგუფი

სლოვენია-საფრანგეთი 95:78

28:22, 24:13, 25:16, 18:27

სლოვენია: დრაგიჩი (22+8 პასი), დონჩიჩი (15+9 მოხსნა), ვიდმარი (13), ბლაჟიჩი (7), მურიჩი (2) - სასტარტო; პრეპელიჩი (14), რენდოლფი (9), დიმეცი (6), ნიკოლიჩი (5), ჩანჩარი (2).

საფრანგეთი: დე კოლო (16), დიაო (13), ფურნიე (11), ლოვერნი (7), ერტელი (4) - სასტარტო; სერაფინი (12), ვესტერმანი (6), ლაბერი (6), პუარიე (2), ტუპანი (1).

საბერძნეთი-პოლონეთი 95:77

23:29, 26:14, 21:24, 25:10

საბერძნეთი: სლუკასი (26), კალატესი (24+10 პასი), პრინტეზისი (14), პაპანიკოლაუ (8), აგრავანისი (0) - სასტარტო; ბურუსისი (10), პაპაიანისი (8+8 მოხსნა), პაპასი (3), მანცარისი (2).

პოლონეთი: კულიგი (26+7 მოხსნა), ვაჩინსკი (17+6 პასი), კოშარეკი (12+9 პასი), პონიტკა (8), სელი (0) - სასტარტო; კარნოვსკი (7), ზამოისკი (5), სოკოლოვსკი (2).

ფინეთი-ისლანდია 83:79

24:18, 18:22, 10:19, 31:20

ფინეთი: სალინი (17+7 მოხსნა), კოპონენი (10+6 პასი), ლი (9+8 მოხსნა), ჰაფი (5+7 მოხსნა), კოტი (4) - სასტარტო; მარკანენი (23), ნუუტინენი (7), რანიკო (6), ლინდბომი (2).

ისლანდია: სტეფანსონი (13), ჰერმანსონი (12), ბაირინგსონი (12), პაულსონი (11), ვილჰიაულმსონი (9) - სასტარტო; აკოქსი (10), ერმოლინსკი (4), ფრიდრიკსონი (3), ბიერნსონი (3), ჰლინასონი (2).

1/8-ფინალში ხვდებიან

9 სექტემბერი

გერმანია-საფრანგეთი

სლოვენია-უკრაინა

ლიტვა-საბერძნეთი

ფინეთი-იტალია.

ევრობასკეტის C და D ჯგუფებში ბოლო ტურის შეხვედრები დღეს, 7 სექტემბერს გაიმართება.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• rezo

ვამაყობ ჩვენი ბიჭებით

• შოთა გუგეშაშვილი

კვირიკასვილო გააორმაგე სუპერლიგის დაფინანსება ტუ სეიზლება მოაკელიტ ფეხბურტელებს

• ზვიადი

დიდი მადლობა ბიჭებს!!! თქვენთან ერთად ვწუხვართ! მადლობა ბიჭებს!

• დუდუ

მადლობა ბიჭებს ყველაფფრისთვის. ძალიან ადვილია კლავიატურასთან ჯდომა და კრიტიკა. დარწმუნებული არც ერთ სხვა ნაკრებს ევრობასკეთზე ამდენი სირთულე არ ჰქონია როგორც ჩვენსას. ძნელია 7 კაცით ჩახვიდე ევროპის პირველობაზე და დაგეგმო – ამას აუცილებლად მოვუგებ იმასთან კი ბრძოლა შეიძლებაო. არ მინდა ისე გამიგოთ თითქოს სათადარიგოებს ვაკრიტიკებდე იმის გამო რომ ლიდერებს სათანადოდ კი არა საერთოდ ვერ ცვლიდნენ. უბრალოდ ეს ის რეალობაა რომელსაც წესით უნდა შევგუებულიყავით და რეალურად შეგვეფასებინა ნაკრების შესაძლებლობები. ზოგიერთმა დაწერა რომ თურმე როცა ნაკრებს და ქვეყანას წარმოადგენ დაღლაზე კი არ უნდა იწუწუნო , უნდა დაფრინავდეო. კი ბატონო შეიძლება ფიზიკურად ისე მოემზადო რომ გიჟივით ირბინო და მაინც არ დაიღალო მაგრამ ვერსად გაექცევი გონივრულ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, სტრესს არიქა უაზრო ჯარიმა არ მივიღო არ დავიტვირთო ფოლებით თორემ რომ გამაგდონ ვერავინ შემცვლის–თქო მომავალი კი ძალიან გაურკვეველია. დღეს კაპიტანი წავიდა ხვალ ან ზეგ მას მანუ და ვიკა შეიძლება მიჰყვნენ მათი მიახლოებული შემცვლელი კი ამდენი წლის განმავლობაში არა და არ ჩანს. ამდენი წელი ამ ბიჭებმა ასეთი რთული გზა გაიარეს აქმდე მოვედით და ძალიან არ მინდა მათი წასვლის შემდეგ ერთი ხელის მოსმით ისევ იქ აღმოვჩნდეთ საიდანაც ასე წვალებით ამოვყვინთეთ. ძალიან არ მინდა რამდენიმე წელიწადში ტკბილ მოგონებად დაგვრჩეს ეს " ჩაგდებული ევრობასკეტი" არ მინდა რომ სინანულით აღმოგცვდეს – "ეჰჰჰ ეს ეხლაა გუნდი არ გვყავს თორემ იყო დრო როდესაც ლიტვას, იტალიას, ხორვატიას, რუსეთს, სერბეთს და ა.შ. ტოლ–სწორად ვეთამაშებოდით ამისათვის კი აუცილებელია ქართულმა გუნდებმა რეგულარულად ითამაშონ ევროთასებზე აიმაღლონ კლასი ევროჩელენდზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროლიგაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შემცირდება "გულშემატკივართა" რიცხვი ჩვენი ნაკრების სათადარიგოთა სკამზე.

• მსქროლავი ტროლი

ეგ არაფერი, ამაზე გადაევლოს, თუკი საიდანმე კიდევ დავრჩით გასავარდნები... სამაგიეროდ, საზოგადოებრივზე ამ წუთშიც გადის რეკლამა, რომელიც მოგვიწოდებს გულმხურვალედ ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე... მე მგონი, უნდა დავუჯეროთ - კანონმორჩილების ამბავია...

• რეზო - ს

ვინც გვყავს მათგან მაქსიმუმი უნდა გამოადნო რომ შედეგი გქონდეს და წყალში არ ჩაიყაროს ძირითადების თამაში. ამ გუნდით აპირებდა მწვრთნელი გასვლას, მაგრამ მგონი თვითონაც ვერ აფასებდა რეალობას სწორად. თუ აზრი არ აქვს და არ აპირებ გამოყენებას, მაშინ ვეტერანები კი არა ახალგაზრდები უნდა წაიყვანო რომ რაღაც ნაბიჯი გადადგან მომავლისთვის. ეს თობაც პირდაპირ მაღალი დონის კალათბურთელებად არ დაბადებულან და ნაკრებთან ერთად იზრდებოდნენ, მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, აბა ჩვენი ჩემპიონატის დონე და არჩევანის სიმწირე ვიცით ყველამ.

• daTuna

დვალიშვილი ნაკრებში უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდებს მეტი დრო უნდა მიცემოდა. ცინცაძემ დაგვაღალატა და მაგას შემცვლელი უნდა. ზუროსი და დიქსონი გვჭირდება, სანიკიძეც მაგრა დაგვაკლდა

• ილია - ???-ს

გეთანხმებით სრულად, სამწუხაროდ ეგაა რეალობა, ღრმა ანალიზი, სწორი შეფასება და სწორი დაგეგმარება, ჩვენ ქართველებს, უმეტესწილად გვაკლია...შეცვლებს რაც შეეხება: ამხანაგურების დროს კიდე უფრო აკეთებდა ზუროსი რაღაცეებს მაგრამ რეალურ თამაშებში სულ ცაიტნოტში ვიყავით და გამორიცხული იყო "მკვდარი სულების" მოედანზე გაშვება თყნდაც 30 წამით, ის კია არა, ორი ძირითადის მოთამაშე გაგვინულდა ეფექტყრობის კუთხით. ერთი რაც ვერ გამიგია ის არის, ძირითადი ხუთეული რატომ ვერ იწყებდა თამაშს მობილიზებული? აი ეს მართლაც ვერ ამომიხსნია! დავიჯერო ამ დონის ფსიქოლოგიური პრობლემა არსებიბს ნაკრებში? იქნებ ვინმემ კვალიფიციურად ახსნას ეს საკითხი, მადლობა. და კიდევ ერთი, რატომ არ წაიყვანეს ცქიტიშვილი და ფაცაცია?

• tamtas

გორელო ჯემალავ ჭკვა რატომ გეკეტება მდედრობითი სქესის ნიკებით დაპოსტვაზე?

• tamta

პუტინოიდი რა შუაშია?)))))))))))))

• პუტინზე გათხოვილო კალადბურთელო

ჭკუიდან აცდენილო, სად ერეკლე და სად შენი პასუხი?

• რეზო

ვინმე გვყავს კიდე კალათბურთელები? ან სად თამშობენ? რა დონეზე?

• S.K.

საოცარი "კანონზომიერებები" ახასიათებს ზოგადად ისტორიას და კერძოდ სპორტს. 2011 წლის ჩემპიონატზე სწორედ ის უკრაინა, რომელმაც დღეს თამაშგარე დაგვტოვა, დაგვეხმარა ჯგუფიდან გასვლაში, ბოლო ტურში მოიგო რა მატჩი, რომელიც მისთვის არაფრის მომტანი იყო.

• luka

გეთანხმები 100%-ით პუტინმა გაუკეთა ჯადო ფაჩულიას. თურმე ჩვენი კალადბურთისთვის უყურებია და მთელი ტრანსლიაციის დროს ესე იძახოდა შავი კატა შავი კატაო!

• სოსო

მოსამზადებელ თამაშებში ფაჩულიას მონაწილეობა არ მიუღია.ჯერ ისვენებდა,შემდეგ კი ტრავმა ჰქონდა,ცინცაძემ უშუალოდ აქ იღრძო ფეხი და რომ გამოდიოდა მოედანზე, ეგ იყო სწორედ საკვირველი.კარგი იყო ჩაენაცვლებინათ,მაგრამ რეზერვი სამწუხაროდ ძალიან უკან არის დარჩენილი ტექნიკურადაც,ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.

სამწუხაროდ გამარჯვებების მერე უკვე აღარ გვახსოვს ხოლმე ის პრობლემები რაც მთელი თამაში სახეზეა. ლიტვასთან გამარჯვება დავაკომენტარე, რომ თუ არ გამოასწორებდნენ შეცდომებს, კონცენტრაციის დაკარგვას, ზაზა თუ არ მოუმატებდა ბიჭებს ენერგია არ ეყოფოდათ და დასანანი იქნებოდა თუ ეს ემოციური თამაში შედეგს არ მოიტანდა. სამწუხაროდ ასეც მოხდა. ბიჭებმა მაგარ მუხტში გვამყოფეს და მაგრად გვანერვიულეს მთელი ტურნირი და ეს მათი თამაშის სტილის დამსახურებაა - მოდუნება და მერე ამოქაჩვა, რასაც რათქმაუნდა ყოველთვის ვერ მიიყვანდნენ გამარჯვებამდე. ეს ამოქაჩვები რომ არ ყოფილიყო და თანაბრად წაგვეყვანა თამაშები თავიდანვე და იგივე შედეგით დაგვესრულებინა, ძალიან უსახური შეხვედრები იქნებოდა. მოკლედ ღრმად რომ არ წავიდეთ მე პირადად გუნდის თამაში ვერ დავინახე, ვერ ვნახე დამუშავებული კომბინაცია, ვერ ვნახე სწორი შეცვლები (თუნდაც ამ პატარა სკამით) უფრო ინდივიდუალიზმის დამსახურება იყო ის აფეთქებები რასაც პერიოდულად ახერხებდა გუნდი. გუნდში სათამაშო დისციპლინის პრობლემაც იყო, ამდენი ტექნიკური ჯარიმა მოთამაშეებს და მწვრთნელს ??? ან რატომ უნდა წაიყვანო კალათბურთელები რომლებსაც მოედანს არ თუ ვერ გააკარებ და თითოელს თუნდაც 2-3 წუთი ვერ შეუშვებ მოედანზე ძირითადების გვერდით. მოკლედ აღარ გავაგეძელებ და რბილად რომ ვთქვათ მწრთნელის ხელი მე ვერ დავინახე.

• koko

სახელმწიფომ და ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ზუროსის და დიქსონის შესანარჩუნებლათ. შერმადინი შენგელია და მარკოიშვილი დიდი ძალაა.

• zura

წუწუნით საქმეს არ ეშველება! საგუნდო კალათბურთი უნდა გავიდეს ევროპულ ასპარეზე სანამ ეგ არ მოხდება არაფერი გვეშველება !!! 3-4 კაცით ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ ესეც მაქსიმუმია ევრობასკეტზე მონაწილეობა!! მაღლების გვყავს ახალგაზდებიც მაგრამ გამოცდილება აკლიათ მაღალი კლასის გუნდებთან თამაშის! ნაკრების სათადარიგო სკამს ვგულისხმობ და ადგილობრივ ქართულ საკალათბურთო გუნდებს!!!!

• ფუჩულიას გამო ტირიხაარ?

ბაბუ, სხვა მეტი სატირელი არ მოგვცეს ქართველებს გამჩენმა. აბდლობას და სიცეტეს სანამ არ შევეშვებით, მანამ ასეთი შედეგი გვექნება.

• არაა პრორუსული და რატომ აშვებთ რომ აქაურობა პუტინოიდებით ყარს?

წუხელ რა იყო ეს? ერთმა პუტინოიდმა ტროლმა და აქაური საღამოს ცვლის პუტინოიდი ადმინის დახმარებით, შეურაწყოფა მიაყენეს და გააბანძეს საქართველოს ნაკრები და ზაზა ფაჩულია, უშვებდა მარტო პუტინოიდი ტროლის ანტიქართულ კომენტარებს სხვა და სხვა ნიკებით, დანარჩენებს კი უმოწყალოდ ბლოკავდა, რაც არც პირველია და როგორც ჩანს არც უკანასკნელი შემოქმედებაა ამ ორი პუტინოიდური დუეტისგან ამ საიტებზე!

• ხოო

ჩვენ ჩვენს თავს დავაბრალოთ ვერ გასვლა, უნდა გავსულიყავით, მაგრამ ებრაული კალათბყრთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა უკრაუნასთან თამაში! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ უკრაინელი ებრაელობა მაგარი სტასავოია:) დაგენაცვლეთ სირცხვილ-ნამუს საერთოდ ჩკა?:)))

• zurab

მაინც ვერ გავიგე, რატომ თვლიან უკრაინის გუნდს სუსტად? არც სიმაღლე აკლია, ძალიან სწრაფები, საუკეთესო სნაიპერები, გადაფრენები კალათისაკენ... ნუთუ მეჩვენება?

• იტალიასაც არ გამოუვიდა თამაში, მაგალითად ფილოის. გასული იყვნენ და რაზე მაოკლავდნენ თავს.

კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ასეთი დატვირთვა არ შეიძლება, იგივე დიქსონის, შენგელიას, მარკოიშვილის. დაქანცული კაცის ნასროლი, რა თქმა უნდა მიზანს ვერ მიაღწევს. რაღაც წუთებით ბითაძე და სხვებიც უნდა შემოეყვანა მწვრთნელს და მიეცა დასვენების საშუალება ლიდერებისთვის. ლიტვას რომ მოვუგეთ მაინც კარგია, ისტორიაში შევა, ვინაიდან ლიტვა ერთერთი ფავორიტია, სლოვენია და ესპანეთთან ერთად.

• givi

რა არის საინტერესო იცით, პირველი სასტარტო მეოთხედი ყველასტან წავაგეთ, თან დიდი ანგარიშით, ეს ვერ ამიხსნია ფსიქოლოგიურად გუნდი ვერ იყო თუ რა ხდებოდა, ამის შემდეგ გუნდი უმატებდა და ორმაგი ძალისხმევა და ენერგია მიქონდა თამაშის შემოტრიალებას, ასე მოხდა იტალიასთანაც რომელიც ვერ შევძელით, დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის, ეს უნდა გაითვალისწინონ კალათბურთის მმართველებმა მომავალში. დაიწყო თაობათა ცვლა რომელიც ღირსეულად უნდა გადავლახოთ და ეს სიამოვნება რომელიც ამ ბიჭებმა აჩუქეს კალათბურტის მოყვარულებს და პირველ რიგში ქვეყანას უნდა შენარჩუნდეს. დიდი მადლობა ბიჭებს.

• besariona

წავაგეთ ღირსეულად იტალიასთნ,მაგრამ ეს ჩვენი "ებრაელი ძმები" რა ვაჟკაცურად მოიქცნენ,თავისი გულშემატკივრის მაინც არ შერცხვათ.

• გიხაროდეს, კალათბურთი დაგვიბრუნდა საქართველოს. კარგი კალათბურთი.

ნუ ტირიხარ ბაბუ, ჩვენ მიტომ გვქვია "გულშემატკივარი", რომ გვტკიოდეს გული კარგი თამაშისგან.

• იტალიასაც არ გამოუვიდა თამაში, მაგალითად ფილოის. გასული იყვნენ და რაზე მაოკლავდნენ თავს.

კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ასეთი დატვირთვა არ შეიძლება, იგივე დიქსონის, შენგელიას, მარკოიშვილის. დაქანცული კაცის ნასროლი, რა თქმა უნდა მიზანს ვერ მიაღწევს. რაღაც წუთებით ბითაძე და სხვებიც უნდა შემოეყვანა მწვრთნელს და მიეცა დასვენების საშუალება ლიდერებისთვის. ლიტვას რომ მოვუგეთ მაინც კარგია, ისტორიაში შევა, ვინაიდან ლიტვა ერთერთი ფავორიტია, სლოვენია და ესპანეთთან ერთად.

• ILIA

ფაჩულია არ გააკრიტიკოთ. ეწყინება.

• aburjga

მეტირება და ვტირი ამ ხნის კაცი! ასეთი მაგარი ბჭები, ასეთი მაგარი ქართველი ვაჟკაცები, ბრწყინვალე კალათბურთელები, თავდადებულები, თავგანწირულები! მადლობა თქვენ? თქვენს გამზრდელ მშობლებს!

• MMM

ჩვენი შეცდომა ის არის, რომ მოკლე სათადარიგო სკამით ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა მივიღეთ. შემართებით დავიწყეთ წინასამუნდიალო სამზადისი, დავამარცხეთ ის გუნდები, რომლებიც ამ წუთას ფავორიტებად ითვლებიან, მაგრამ ორი გადამწყვეტი შეხვედრა ჩავაგდეთ და ამიტომაც ვბრუნდებით სახლში. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ძალიან გული გვწყდება ყველას, მაგრამ ალბათ ეს იყო მაქსიმუმი

Modit vagiarot rom ar vikavit girsebi gasvlis radgan roca shegidzlia shen daamtavro kvelaperi da amas ver aketeb sxvis imedat darchenas azri agar ak dzalian bevrs velodi zazasgan sanadzesgan berishvilisgan, paktia ukraina gavida da ekutvnodat kidevac gasvla chven nakrebs ki madlobas gadavuxdi

საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია

თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით

ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა

ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა

"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება

სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი

ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]

ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

მამუკელაშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან ხუთი ქულით მარცხდება

საქართველოს ნაკრები სტუმრად იტალიასთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]

აშშ-მა იტალია გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა

ზუროსი: ასეთი თამაშით ევრობასკეტზე ბევრს მივაღწევთ

იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

ისლანდიაში გამარჯვებით დამუხტული საქართველოს ნაკრები იტალიის დამარცხებით შანსების გაზრდას გეგმავს

მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს