"მსოფლიოს რაგბის" შეჯიბრებების კომიტეტმა 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლების კანდიდატების მონაცემთა ანალიზი გააკეთა
"მსოფლიოს რაგბის" შეჯიბრებების კომიტეტმა 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლების კანდიდატების მონაცემთა ანალიზი გააკეთა. ამ ტურნირის გამართვისთვის ბრძოლა ბოლო ხანს მაქსიმალურად გამწვავდა. შეგახსენებთ, რომ კანდიდატი სამია: საფრანგეთი, ირლანდია და სამხრეთი აფრიკა.

როგორც ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" იტყობინება, ხუთი კრიტერიუმიდან სამში საფრანგეთი საუკეთესოა, ხოლო ორში მეორე ადგილზეა. ამის მიზეზი უფრო მყარი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა.

25 სექტემბერს საფრანგეთის, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის წარმომადგენლები ლონდონში შეიკრიბებიან და საშეჯიბრო კომიტეტში მოხსენებით წარდგებიან, ეცდებიან დაამტკიცონ, რატომ უნდა გაიმართოს მსოფლიოს თასის გათამაშება სწორედ მათ ქვეყანაში.

31 ოქტომბერს დუბლინში "მსოფლიო რაგბის" დირექტორთა საბჭო შეიკრიბება. ორი კვირის მერე კი ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, სად ჩატარდება 2023 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება.

როგორც ფრანგული გამოცემა ამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ყველაზე ბოლოს ჩაერთო მარათონში, ის სხვა კანდიდატებზე ერთი ნაბიჯით წინაა. ამაზე ციფრები თავისთავად მეტყველებს.

* 2,4 მილიარდი ევრო: სწორედ ამ ზომის მოგებას ელოდება ქვეყანა მსოფლიოს თასის ჩატარების შედეგად. საფრანგეთის რაგბის ფედერაციას კი იმედი აქვს, რომ 50-დან 80 მილიონამდე ევროს მოგებას ნახავს. 2015 წელს ინგლისში ეს მაჩვენებელი 30 მილიონი იყო.

* 500 მილიონი ევრო: ეს მსოფლიოს თასის ბიუჯეტია.

* 400 მილიონი ევრო: ეს მოგება უნდა ნახოს "მსოფლიოს რაგბიმ". 2015 წელს ეს თანხა 300 მილიონს შეადგენდა. სწორედ ესაა ის საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2019 წლამდე უნდა დაიხარჯოს.

* 236 მილიონი ევრო: ეს არის საგარანტიო თანხა, რომელსაც "სოსიეტე ჟენერალი" გამოვიდა. ის საჭიროა საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად. თუ საფრანგეთის რაგბის ფედერაცია ვერ შეძლებს ფინანსური ვალდებულებების შესრულებას, 236 მილიონი ანგარიშზე იდება და პირველი მოთხოვნისთანავე ყველა ვალდებულება გასტუმრებული იქნება.

ცხადია, საფრანგეთი ეკონომიკური თვალსაზრისით მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. თუმცა, არც სხვა კანდიდატებს აქვთ ნაკლებად მაცდური წინადადება.

საფრანგეთის უპირატესობა მარტო ეკონომიკა არ არის. მას სუპერთანამედროვე ინფრასტრუქტურა აქვს და რომ დაავალონ, ხვალვე ჩაატარებს მსოფლიოს თასს. მატჩები ზუსტად იმ სტადიონებზე ჩატარდება, რომლებზეც ახლახან, 2016 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართა.

საფრანგეთი და სამხრეთი აფრიკა უკვე იყვნენ მსოფლიოს თასის გათამაშების მასპინძლები, შესაბამისად, 2007 და 1995 წლებში. ირლანდიას მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმისთვის არასდროს უმასპინძლია. ახლახან ამ ქვეყანამ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა ქალთა შორის და, როგორც აღნიშნავენ, ამ ტურნირის ისტორიაში ყველა რეკორდი მოხსნა. ეს საკმაოდ დიდი პლუსია ირლანდიელებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
გადაწყდა: 2018 წელს "ბორჯღალოსნები" იტალიას ეთამაშებიან!
ვინ უმასპინძლებს რაგბის მსოფლიოს თასს 2023 წელს? იტალია რბოლას ჩამოშორდა
რაგბი გლობალური ცვლილებების მოლოდინში - ბერნარ ლაპასემ საქართველოც ახსენა
"მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ირლანდიაში საქართველოს რწმუნებულს შეხვდა
ორი წელიწადი იაპონიამდე - "ვებ ელისის" თასი ამომავალი მზის ქვეყანაში მოგზაურობს
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე