2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ზუსტად ორი წელიწადი დარჩა
2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ზუსტად ორი წელიწადი დარჩა. იაპონიის რაგბის კავშირი ამასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ფესტივალს მართავს.

"ვებ ელისის" თასი ამჟამად ამომავალი მზის ქვეყანაშია და ის თითქმის მთელ იაპონიას მოივლის. მსოფლიოს თასის გათამაშებაც ასევე თითქმის მთლიანად დაფარავს იაპონიის ტერიტორიას. უკიდურესი ჩრდილოეთის ქალაქ საპოროდან უკიდურეს სამხრეთის კუმამოტომდე და ფუკუოკადან კამაიშიმდე. მსოფლიოს თასს ამ შთამბეჭდავი ფესტივალის განმავლობაში ჩაიტანენ იმ ქალაქებში, რომლებმაც მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის მონაწილეებს უნდა უმასპინძლონ. ესენია: ტოკიო, საიტამა, ოიტა, სიძუოკა, ივატე, კუმამოტო, ოსაკა, აიჩი, ჰიოგო, ფუკუოკა, საპორო და კანაგავა.

მსოფლიოს თასის ფინალი 2019 წლის 4 ნოემბერს გაიმართება იოკაჰამაში. იმ სტადიონზე, სადაც წლეულს იაპონიის ნაკრები ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ორი წელიწადი დარჩა. სასიხარულოა, რომ მასპინძლები ამ თარიღს შესანიშნავი სარაგბო ფესტივალით აღნიშნავენ, რაც ჩვენს თამაშს იაპონიაში კიდევ უფრო პოპულარულს გახდის და კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი მცხოვრები დაინტერესდება ოვალური ბურთით თამაშით.

ამასთან ერთად, ეს დრო ძალზე მნიშვნელოვანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიების ორგანიზებისთვის. მოგვიანებით, მიმდინარე წლის ბოლოს, ჩვენ ოფიცილურად გამოვაქვეყნებთ 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების პროგრამას", - თქვა "მსოფლიოს რაგბის" თავმჯდომარე ბილ ბომონტმა.

აღსანიშნავია, რომ იაპონელები მსოფლიოს თასის მიმდინარეობისას 400 ათასამდე უცხოელი რაგბის მოყვარულის სტუმრობას ელიან. მნიშვნელოვანია, რომ მატჩების განრიგი და ბილეთების გაყიდვის გრაფიკი მიმდინარე წლის ბოლოს გამოცხადდება. ეს საშუალებას მისცემს მასპინძლებს, კიდევ უფრო დეტალურად და ბევრად უკეთესად დაგეგმონ საორგანიზაციო საკითხები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
[VIDEO] პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა - "ლივერპული" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: დავითვალოთ ზარალი...
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მასპინძლები ქართული რაგბის ოჯახის წევრები გახდებიან
გადაწყდა: 2018 წელს "ბორჯღალოსნები" იტალიას ეთამაშებიან!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
რაგბი გლობალური ცვლილებების მოლოდინში - ბერნარ ლაპასემ საქართველოც ახსენა
"მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ირლანდიაში საქართველოს რწმუნებულს შეხვდა
გლობალური საკითხები პარიზში - ფრანგებს 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობა სურთ
მსოფლიოს თასი 2019: ვინ შეხვდება "ბორჯღალოსნებს" - კანადა თუ ურუგვაი?
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები 2019 წლის მსოფლიოს თასზე ერთ კვირაში გაირკვევა
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
ბილ ბომონტი კიდევ 4 წელი "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი იქნება
მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე ფიჯი ავსტრალიაში გაიწვრთნება
რაგბი. მსოფლიოს თასი 2023: საფრანგეთი ერთი ნაბიჯით წინაა
რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს!
ავსტრალიელები და უელსელები "ბორჯღალოსნებთან" მეტოქეობამ გაახარა
[ექსკლუზივი] მილტონ ჰეიგი: წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია, მაგრამ...