დღეს ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბიჭები ჩაებმებიან, სხვებთან ერთად კი 5 ქართველი მოზარდიც იასპარეზებს
ათენში გრძელდება ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც გუშინ ჩვენი გოგონების დუეტმა იასპარეზა, თუმცა - უშედეგოდ. სამწუხაროდ, ორივემ პირველივე შეხვედრა დათმო და მერე არც სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალება მიეცა.

ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი მარიამ კარელიძე (40) პირველივე შეხვედრაში წმინდად დამარცხდა აზერბაიჯანელ აიშან იუსუფოვასთან, თუმცა ფინალში ვერც ის გავიდა და ჩვენებურიც დაემშვიდობა შეჯიბრებას.

თამარ ხოჯაშვილი (52) რუს ანასტასია სიდელნიკოვასთან დამარცხდა ასევე წმინდად, თუმცა საბოლოოდ სანუგეშოში რუსი გადავიდა...

დღეს ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბიჭები ჩაებმებიან, სხვებთან ერთად კი 5 ქართველი მოზარდიც იასპარეზებს.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, ქუთაისელი გიორგი ჭოლაძე (42) საკვალიფიკაციო ეტაპზე რუს რამაზან ბაგავუდინოვს ხვდება.

გია კვინიკაძის კიდევ ერთი ქუთაისელი მოსწავლე - დიმიტრი სალდაძე (50) პირველივე შეხვედრას იმ თურქ დოგან კარასთან გამართავს, ვისთანაც ევროპის პირველობაზე ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

პირველ შეხვედრას ქობულეთელი ევროპის მესამეპრიზიორი თორნიკე ქათამაძეც (58) თურქთან გამართავს, ოღონდ არა ტოლგა აქუიზთან, ვისაც ევროპის პირველობაზე აჯობა, არამედ - სავიტ აკართან.

კიდევ ერთი ქუთაისელი - ბაგრატ გაგნიძე (69) ამ გუნდში ახალი კადრია, ევროპირველობაზე არ უჭიდავია. მისი პირველი მეტოქე სომეხი დავიდ გევორგიანია.

დაბოლოს, ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი, თბილისელი დავით ქოჩქიანი (85), საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება შეჯიბრებაში ბელორუს ალეჰ მატორნისთან.

შეგახსენებთ, რომ ხვალ დანარჩენ წონებში ჩვენგან ევროპის კიდევ ერთი წლევანდელი ჩემპიონი, გორელი გიორგი გეგელაშვილი (46), ევროპის ამბროლაურელი ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ გამყრელიძე (54), გორელი გიორგი ელბაქიძე (63), ქარელელი ლაშა ბაირამოვი (76) და თეთრიწყაროელი სოლომონ მანაშვილი (100) იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქართველმა ჭაბუკმა "თავისუფლებმა" სკოპიეში ჯამში 7 მედალი დაისაკუთრეს
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ვუქომაგოთ გოგონებს
ვლადიმერ გამყრელიძე ოლიმპიურ თამაშებზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ბაგრატ გაგნიძის ოქროს და გიორგი გეგელაშვილის ბრინჯაოს შანსი
ახლოს ისტორიის შექმნასთან - მარიამ კარელიძის მედლის შანსი
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბაგრატ გაგნიძე კადეტებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!
ჭიდაობა. კარელიძემ ისტორიული მედალი აიღო, შოთაძე ოქროსთვის იჭიდავებს
გამყრელიძე ფინალში გავიდა, ფარტენაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ქართველების ორი ბრინჯაო
თავისუფალი ჭიდაობა: გიორგი ჭოლაძე ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი გახდა
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: უჩემპიონოდ
ვლადიმერ გამყრელიძემ სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
17 მედალი! - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეების წარმატება რუმინეთში
"ბევრჯერ მითხრეს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, მეტი საქმე არ გაქვს, ამ ბავშვებს რომ დასდევო..."
ახალგაზრდული ოლიმპიადა: გიორგი გეგელაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა
მაჭარაშვილი ფინალში გავიდა - კიდევ ოთხ ქართველს ბრინჯაოს შანსი აქვს
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
ქართველმა "თავისუფალმა" ჭაბუკებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს
"მასთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი..."
ჭიდაობა. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი: ქართველების ჩინებული სტარტი
ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარიამ კარელიძის ისტორიული მედალი
ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ქუთაისი გაჭაბუკდა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სომხეთში 11 მედალი მოიგო