საქართველოს ჩოგბურთელთა მოწინავე სამეულმა ბედი WTA-ს მორიგ ტურნირში სტამბოლის "ისტანბულ კაპზე" სცადა

საქართველოს ჩოგბურთელთა მოწინავე სამეულმა ბედი ვტა-ს მორიგ ტურნირში სტამბოლის "ისტანბულ კაპზე" სცადა, რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი ამერიკული დოლარია. საუკეთესო ქართველი რეიტინგით მსოფლიოს 147-ე ჩოგანია, ეს კი საკამარისი არაა, რომ ამ დონის ტურნირში ძირითად ბადეში მოხვდე. ამიტომაც ანა ტატიშვილი (147), ოქსანა კალაშნიკოვა (169) და მაკა ჩახნაშვილი (205) თურქეთში საკვალიფიკაციო ბატალიებში ჩაებნენ. ორგანიზატორებმა ჩვენი პირველი ჩოგანი მე-7 ნომრად განთესეს.

ანა ტატიშვილის მეტოქე ჩეხი კრისტინა პლიშკოვა იყო. მოულოდნელად, ჩვენებურმა ორ სეტში დათმო - 3:6, 4:6. არადა 20 წლის ტატიშვილს საკმაოდ იოლი ბადე შეახვედრა კენჭისყრამ, ჩეხს თუ მოუგებდა ფრანგ ირენა პავლოვიჩს ხვდებოდა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, გერმანელ იულია შრუფს.

ვერც ჩვენმა მეორე ჩოგანმა ივარგა - კალაშნიკოვამ პოლონელ მარტა დომაჩოვსკასთან წააგო - 5:7, 4:6. ქართული სამეულიდან სეტის მოგება მხოლოდ მაკა ჩახნაშვილმა შეძლო, რომელმაც სასტარტო მატჩი უკრაინელ იულიანა ფედაკთან დათმო - 6:2, 1:6, 1:6. ქართველ ჩოგბურთელთაგან "მთების გადადგმას" არ ველოდით, მაგრამ პირველი ეტაპის დაძლევა, წესით, სამივეს შეეძლო, მაგრამ...

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა