ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. IV ტური: განადგურებული "წითლები" და სათავეში მყოფი მანჩესტერელები [VIDEO]

პრემიერლიგა. IV ტური: განადგურებული "წითლები" და სათავეში მყოფი მანჩესტერელები [VIDEO]

მორიგი ტურის მიმოხილვა
მანჩესტერ სიტი-ლივერპული

"მანჩესტერ სიტიმ" მქუხარე მესიჯი გაუგზავნა კონკურენტებს - "ლივერპულის" დამარცხებით, პეპ გვარდიოლამ ყველას მიანიშნა, რომ ამ სეზონში პრემიერლიგის მთავარი ტიტულის რეალური პრეტენდენტია. ეს იყო "წითლებზე" ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება 1937 წლის შემდეგ...

გარდა წმინდა სათამაშო პლუსებისა, "სიტის" სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი - კერძოდ, სადიო მანეს გაძევებამ. ერთ-ერთი შეტევისას სენეგალელმა ფორვარდმა სახეში ფეხი ჩასცხო მეკარე ედერსონს, რომელიც სასწაულით დაუძვრა მძიმე ხვედრს. ის დასისხლიანებული გაიყვანეს მოედნიდან, თუმცა თამაშის ბოლოს ტრიბუნაზე გამოჩნდა, რაც იმს ნიშანი იყო, რომ მოტეხილობებს გადაურჩა...

აღსანიშნავია გაბრიელ ჟეზუშისა და მისი შემცვლელის, ლეროი სანეს ორ-ორი გოლი. ასევე ისიც, რომ სერხიო აგუეროს ძირითადში დაბრუნება გვარდიოლასგან ერთგვარად შეცდომის აღიარება იყო. სწორედ აგუერომ გახსნა ანგარიში (171-ე გოლი "სიტის" მაისურით, რაც შვიდით ნაკლებია ერიკ ბრუკის უძველეს საკლუბო რეკორდზე) და მერე ჟეზუშსაც გაატანინა...

საუკეთესო მოთამაშე

...მაგრამ BBC-ის ექსპერტებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კევინ დე ბრუინი დაასახელეს. ბელგიელმა, ფაქტობრივად, "გააკეთა" თამაში მოედნის სიღრმიდან, ხოლო აგუეროსა და ჟეზუშს პირველ ტაიმში სულაც საგოლე პასები "დაუხატა".

კომენტარები

იურგენ კლოპი (ლივერპული): "ძალიან გაბრაზებული ვარ პირველი ტაიმის გამო - არა იმდენად წითელის ბარათის ან ორი გაშვებული გოლის გამო, არამედ უფრო იმიტომ, რომ მანეს გაძევებამდე, უბრალოდ, არ ვიცოდით, რა უნდა გვეკეთებინა მოედანზე. თუმცა წითელმა ბარათმაც დიდწილად შეცვალა თამაშის სცენარი. მიუხედავად ამისა, მაინც არ მჯეროდა, რომ 0:2-ისა და რიცხობრივი უმცირესობის პირობებშიც კი შანსი არ გვექნებოდა... მინდა დავუბრუნდე მანეს გაძევებას. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო 100-პროცენტიანი წითელი ბარათი (თამაშის შემდეგ ექსპერტებმა ფიფას წესების შესაბამისად ახსნეს, რომ არბიტრი ჯონ მოსი აბსოლუტურად მართალი იყო - ავტ.), რადგან ვნახე თამაშის ბოლოს ედერსონი, რომელიც ტრიბუნებზე იჯდა. გამოდის, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა".

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი): "სანამ მოედანზე რიცხობრივი ბალანსი იყო, მატჩი თანაბრად მიდიოდა, გაძევების შემდეგ კი თამაშის სადავეებს ჩვენ ვაკონტროლებდით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეორე გოლი, რომელიც შესვენებამდე გავიტანეთ... საბედნიეროდ, ედერსონს მოტეხილობები არ აღმოაჩნდა, თუმცა იყო ძალიან დიდი საფრთხე გაცილებით მძიმე ტრავმის. იმედი მაქვს, ის მალე დაგვიბრუნდება. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მანემ ეს შეგნებულად გააკეთა, ის ბურთზე თამაშობდა, მაგრამ შეჯახება ძალიან სერიოზული იყო".

ფაქტები

"ლივერპულის" მწვრთნელად ყოფნის პერიოდში ეს იყო იურგენ კლოპის ყველაზე მძიმე მარცხი.

ეს იყო ასევე იურგენ კლოპის პირველი საგარეო მარცხი გასული სეზონის პირველი შვიდეულის გუნდების წინააღმდეგ (10 მატჩი, 5 მოგება, 4 ფრე, 1 მარცხი).

"მანჩესტერ სიტიში" დებიუტის შემდეგ კევინ დე ბრუინმა ერთ მატჩში 2 და მეტი საგოლე პასი 7 სხვადასხვა დაპირისპირებაში მიითვალა. ამ პერიოდში მის ანგარიშზე სულ 29 საგოლე პასია.

სერხიო აგუერომ "ლივერპულს" "ეტიჰადზე" ყველა (6) მატჩში გაუტანა თითო გოლი.

"მანჩესტერ სიტიში" ყოფნის პერიოდში, გაბრიელ ჟეზუშმა, პრემიერლიგის 12 მატჩში, რომელშიც ის ძირითად შემადგენლობაში იყო, 14 გოლში დაიდო წილი - 10 თავად გაიტანა, ოთხიც სხვას გაატანინა.

სტოკი-მანჩესტერ იუნაიტედი

"მანჩესტერ იუნაიტედს" ორ ქულად დაუჯდა დაცვაში დაშვებული შეცდომები და აღარ აქვს ასპროცენტიანი შედეგი, თუმცა ჟოზე მოურინიოს ბიჭები პირველ ადგილზე რჩებიან ბურთების უკეთესი სხვაობის გამო და ლიდერობას უყოფენ თანაქალაქელ "სიტის".

მატჩის კულმინაცია იყო დამატებული წუთები, როცა "სტოკის" მეკარე ჯეკ ბატლენდმა სასწაული რეაქცია გამოავლინა თანაგუნდელის დარტყმულზე და თავისიანები, ერთი მხრივ, ავტოგოლისგან, ხოლო მეორე მხრივ, რაც მთავარია, მარცხისგან იხსნა.

საუკეთესო მოთამაშე

ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი "სტოკში" ამ ზაფხულს "შალკედან" გადავიდა. 28 წლის კამერუნელი გახდა პირველი ფეხბურთელი 2008 წლის შემდეგ, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერლიგის საგოლე ანგარიში დუბლით გახსნა. ამ მატჩში მან მხოლოდ ორჯერ დაარტყა კარში და ორივემ მიზანს უწია.

კომენტარი

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერ იუნაიტედი): "ქულით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არის შედეგი, რომელიც უნდა მივიღოთ. ერთი გუნდი ცდილობდა გამარჯვებას, მეორე - ქულის მოპოვებას... "სტოკი" კარგად იცავდა თავს, კარგი კონტრშეტევებიც ჰქონდა, "სტანდარტულების" დროსაც გვანერვიულეს... მახსენდება დავიდ დე ხეას დიდებული "სეივი"... მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით კუთხურის დროს დაცვის ორგანიზება და დავისაჯეთ".

ფაქტები

"სტოკის" ფორვარდ ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგის მიერ გატანილმა პირველმა გოლმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 535-წუთიანი "მშრალი" სერია დაასრულა.

ალექს ფერგიუსონის შემდეგ (2013) "მანჩესტერ იუნაიტედს" "სტოკთან" საგარეო მატჩი (სულ 5) არ მოუგია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია პრემიერლიგის პირველ ოთხ მატჩში იმაზე მეტი (4) გოლი, ვიდრე რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. ანალოგიური შედეგი აქვთ ლუის საას, რობინ ვან პერსისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

მარკ ჰიუზი მეორე მწვრთნელია, ვისაც ჟოზე მოურინიოსთან უშუალო დაპირისპირებებში ზედიზედ 4 მატჩი არ წაუგია. პირველი შედეგი რონალდ კუმანს აქვს - 5 მატჩი.

არსენალი-ბორნმუთი

დენი უელბეკმა პრემიერლიგის 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 16 მატჩში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი.

2014 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ დენი უელბეკმა ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

"არსენალმა" "ბორნმუთს" შინ ყველა 4 მატჩში (სხვადასხვა ტურნირის ჩათვლით) მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოუგო.

ევერტონი-ტოტენჰემი

2014 წლის შემდეგ "ტოტენჰემმა" პრემიერლიგაში პირველად მოიგო ზედიზედ 4 საგარეო მატჩი.

ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" მაისურით მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა.

"ევერტონს" "ტოტენჰემისთვის" პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩში არ მოუგია (5 წაგება, 5 ფრე).

დანიელ ფეხბურთელებს შორის კრისტიან ერიქსენი ყველაზე შედეგიანია (32 გოლი) პრემიერლიგის ისტორიაში, ნიკლას ბენდტნერთან ერთად.

უეინ რუნი მე-2 ფეხბურთელია პრემიერლიგის ისტორიაში, ვისაც 100 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული. პირველია გარეთ ბერი - 119.

ლესტერი-ჩელსი

"ლესტერმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, "ჩელსისთან" 14 მატჩიდან 12 წააგო.

ჯეიმი ვარდმა პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, აქედან 3 - 2017/18 წლების სეზონში.

2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, პრემიერლიგაში ყველაზე მეტი (11) პენალტი ჯეიმი ვარდმა გაიტანა.

2016 წლის აგვისტოს შემდეგ ევროპის წამყვან ლიგებში ყველაზე მეტი (10) თავური ანდრეა ბელოტიმ ("ტორინო") გაიტანა. მეორე შედეგი (9 თავური) "ჩელსის" ფორვარდ ალვარო მორატას აქვს.

მანჩესტერ სიტი-ლივერპული 5:0

გოლები: 1:0 აგუერო (24), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (45+6), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (53), 4:0 სანე (77), 5:0 სანე (90+1)

სიტი (3-1-4-2): ედერსონი (45+1. ბრავო) - დანილო, სტოუნზი, ოტამენდი (71. მანგალა) - ფერნანდინიო - უოლკერი, დე ბრუინი, დავიდ სილვა, მენდი - გაბრიელ ჟეზუში (57. სანე), აგუერო.

ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, კლავანი, მორენო - ჩანი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი (58. მილნერი) - სალაჰი (46. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), მანე, ფირმინო (67. სოლანკე).

გაძევება: მანე (37. ლივერპული)

არსენალი-ბორნმუთი 3:0

გოლები: 1:0 უელბეკი (6), 2:0 ლაკაზეტი (28), 3:0 უელბეკი (50)

არსენალი (3-4-3): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი (68. კოკელენი), ჯაკა, კოლაშინაცი - იოზილი, უელბეკი (75. ალექსის სანჩესი), ლაკაზეტი (75. ჟირუ).

ბრაიტონი-ვესტ ბრომვიჩი 3:1

გოლები: 1:0 გროსი (45), 2:0 გროსი (48), 3:0 ჰემედი (63), 3:1 მორისონი (77)

ევერტონი-ტოტენჰემი 0:3

გოლები: 0:1 კეინი (29), 0:2 ერიქსენი (42), 0:3 კეინი (46)

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დავინსონ სანჩესი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - ტრიპიერი, სისოკო (78. უინქსი), დაიერი, ბ. დევისი - ერიქსენი (71. დემბელე), ალი - კეინი (85. სონი).

ლესტერი-ჩელსი 1:2

გოლები: 0:1 მორატა (41), 0:2 კანტე (50), 1:2 ვარდი (62-პენ)

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, რიუდიგერი - მოზესი (74. ძაპაკოსტა), ბაკაიოკო, ფაბრეგასი (78. აზარი), კანტე, ალონსო - პედრო (63. ვილიანი) - მორატა.

საუთჰემპტონი-უოტფორდი 0:2

გოლები: 0:1 დუკური (38), 0:2 იანმაატი (66)

სტოკი-მანჩესტერ იუნ 2:2

გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (43), 1:1 რაშფორდი (45+1), 1:2 ლუკაკუ (57), 2:2 ჩუპო-მოტინგი (63)

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, ჯოუნსი, დარმიანი - ერერა (72. მარსიალი), მატიჩი, პოგბა - მხითარიანი (84. ლინგარდი), რაშფორდი (72. მატა), ლუკაკუ.

ბარნლი-კრ. პალასი 1:0

გოლი: 1:0 ვუდი (5)

სუონსი-ნიუკასლი 0:1

გოლი: 0:1 ლასელსი (76)

ორშაბათი. 11 სექტემბერი

ვესტ ჰემი-ჰადერსფილდი 23:00

ბომბარდირები: 4 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 3 - სადიო მანე (ლივერპული), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი), ჯეიმი ვარდი (ჩელსი), დენი უელბეკი (არსენალი).

მომდევნო ტური

15 სექტემბერი:

ბორნმუთი-ბრაიტონი

16 სექტემბერი:

კრ. პალასი-საუთჰემპტონი, ჰადერსფილდი-ლესტერი, ლივერპული-ბარნლი, ნიუკასლი-სტოკი, უოტფორდი-მანჩესტერ სიტი, ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი, ტოტენჰემი-სუონსი

17 სექტემბერი:

ჩელსი-არსენალი, მანჩესტერ იუნ-ევერტონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა

პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე

[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა

"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა

"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე

"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?

სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი

მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

არადა, შარშან 4 გოლი გაიტანა - "ტოტენჰემი" სავინიოს 95 მილიონ ევროდ შეიძენს

უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად

"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"

"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა

"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს

სენსაცია. პრემიერლიგაში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს

ხვიჩა ტრავმას გადაურჩა - ქართველის პრეასისტი და პსჟ-ს ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს