მორიგი ტურის მიმოხილვა
იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურს წვიმამ გვარიანი საფრთხე შეუქმნა. სწორედ ამ მიზეზით გადაიდო "სამპდორიასა" და "რომას" შეხვედრა. უამინდობამ კინაღამ ჩაშალა ტურის ცენტრალური მატჩი "ლაციოსა" და "მილანს" შორის. შეხვედრა საბოლოოდ მაინც ჩატარდა, მაგრამ "მილანისთვის" ალბათ უკეთესი იქნებოდა, ამინდის ჭირვეულობის გამო ფეხბურთელებს მინდორზე გასვლა ვერ მოეხერხებინათ და ეგებ სხვა დღე ყოფილიყო "როსონერისთვის" იღბლიანი...

ახალი "მილანი", სეზონის დაწყების წინ 11 ფეხბურთელით რომ გაძლიერდა, ძალიან უმწეო იყო. ვიცით,"ლაციო" ხასიათის გუნდია და თუ თამაში მისდის, მისი შეჩერება ძალიან რთულია.

ასე მოხდა ამჯერადაც. რომაელთა უპირატესობა აშკარა იყო. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ ჩირო იმობილეს გარჯა. იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა დიდებულად ითამაშა და ჰეთ-თრიკი მიითვალა. ამ შეხვედრამ ნათლად გვიჩვენა, რომ "მილანს" კიდევ ბევრი უკლია სუპერკლუბის სტატუსის დაბრუნებამდე და ერთხელაც დაგვარწმუნა იმაში, რომ შენებისთვის ნებისმიერ გუნდს დრო სჭირდება.

იმობილეზე ცალკე. რა თქმა უნდა, 3 გოლით ის მატჩისა და ტურის მთავარი გმირი გახდა, მაგრამ ის არც ამაზე გაჩერებულა - მთელ რიგ სხვა ეპიზოდებშიც ძალიან აქტიური იყო და საგოლე პასიც მიითვალა. ჩირომ, როგორც ჩანს, "დორტმუნდში" გატარებული უიღბლო პერიოდი საბოლოოდ დაივიწყა. პრინციპში, ამის ნიშნები უკვე გასულ სეზონშიც ჩანდა...

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ჩავარდა სტუმართა დაცვა და მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა. "ლაციომ" თუ ასე გააგრძელა, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს იტალიის ჩემპიონატში, ოღონდ სიმონე ინძაგიმ ბოლო წლების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს და სტაბილურობაზე იზრუნოს.

"მფრინავმა ვირებმა" ტურინში ვერ იფრინეს. "იუვენტუსმა", "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის კარსმომდგარ ჯახზე რომ ფიქრობდა, "კიევოსგან" ქვა ქვაზე არ დატოვა. შეაგდო ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, პაულო დიბალამაც. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კლასის ხარჯზე მოიგო და ამაში მეტოქეც შეეშველა ავტოგოლით.

დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა "ინტერმა". ბევრი ელოდა გოლების წვიმას სპალ-თან, მაგრამ მილანელებმა მხოლოდ ორი ბურთი იკმარეს. აქაც გაიტანა ბომბარდირმა, საგოლე იშტაზე მოსულმა მაურო იკარდიმ. შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, გუნდის მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი ლუჩანო სპალეტი ჯერ საჩემპიონო დაპირებებს მაინც ვერ იძლევა.

ახალმა "ფიორენტინამ" ცოტა უცნაური, მაგრამ ძალიან საინტერესო შემადგენლობით, როგორც იქნა, გამოიღვიძა. აღსანიშნავია დიეგო სიმეონეს ვაჟის, ჯოვანი სიმეონეს გოლი. ის უაღრესად საინტერესო ფორვარდად მოჩანს...

პოტენციურად ძლიერმა "ტორინომ", რომელმაც სეზონი ყოჩაღად დაიწყო, ადემ ლიაიჩის დიდებულ პასს მოყოლებული იაგო ფალკეს გოლით ბოლო წუთზეღა გატეხა შინ ბოლომდე მებრძოლი "ბენევენტო".

ტურის ბოლო მატჩში "ნაპოლიმ" "ბოლონია" მეორე ტაიმში გატეხა. მაურიციო სარის გუნდი, "იუვენტუსსა" და "ინტერთან" ერთად, უდანაკარგოდ მიიწევს წინ. 100-პროცენტიანი შედეგი აქვს "სამპდორიასაც", თუმცა ცნობილი მიზეზის გამო მესამე ტურმა გენუელთა გარეშე ჩაიარა...

ფაქტები

"ვერონას" აქამდე არასოდეს წაეგო შინ 4 და მეტი ბურთის სხვაობით.

"ფიორენტინამ" "ვერონას" პირველ ტაიმში 8-ჯერ დაურტყა კარში, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია სერია A-ში 2005/06 წლების სეზონის შემდეგ.

"ვერონას" განადგურებამდე, "ფიორენტინას" სერია A-ს ზედიზედ ოთხ მატჩში არ ჰქონდა გამარჯვება.

"ინტერის" მიერ მიმდინარე სეზონში გატანილ ყველა 8 გოლში წვლილი მიუძღვით ან მაურო იკარდის, ან ივან პერიშიჩს (გოლით ან საგოლე პასით).

"იუვენტუსმა" პირველ 3 ტურში 10 და მეტი გოლი ბოლოს 1981 წელს გაიტანა.

გონსალო იგუაინმა "იუვენტუსის" მაისურით გატანილი ყველა 26 გოლი სათამაშო სიტუაციებიდან შეაგდო.

"კიევოსთან" მატჩის პირველ ტაიმში "იუვენტუსის" 7 ფეხბურთელს თითოჯერ მაინც ჰქონდა დარტყმული კარში.

2010 წლის აპრილის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "იუვენტუსს" მოედანზე არ ჰყავდა ბუფონის, ბარძალის, ბონუჩისა და კიელინის კვარტეტიდან - არც ერთი.

უკანასკნელად, "ლაციომ" "მილანს" 4 გოლი 1999/00 წლები სეზონში გაუტანა (4:4) და იმ წელს სკუდეტოც მოიგო.

"მილანმა" ზედიზედ მე-19 მატჩში შეძლო გოლის გატანა.

"ბენევენტომ" სერია A-ს პირველი სამი მატჩიდან თითოეულში, მინიმუმ, 15-ჯერ დაარტყა კარში, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

ლორენცო ინსინიე ბოლო 7 მატჩში "ნაპოლის" 9 გოლში მონაწილეობდა - 4 თავად გაიტანა, 5 შემთხვევაში თანაგუნდელებს დაეხმარა.

იუვენტუსი-კიევო 3:0

გოლები: 1:0 ჰეტემაი (17-საკ. კარში), 2:0 იგუაინი (58), 3:0 დიბალა (83)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - ლიხტშტაინერი, ბენატია, რუგანი, ასამოა - სტურარო (76. ბერნარდესკი), პიანიჩი, მატუიდი - დუგლას კოშტა (54. დიბალა), იგუაინი, მანჯუკიჩი (83. ბეტანკური).

ინტერი-სპალ 2:0

გოლები: 1:0 იკარდი (27-პენ), 2:0 პერიშიჩი (87)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, სკრინიარი, მირანდა, დალბერტი - გალიარდინი, ბორხა ვალერო (78. ვესინო) - კანდრევა (88. მარტინსი), ჟოაო მარიო (66. ბროზოვიჩი), პერიშიჩი - იკარდი.

ატალანტა-სასუოლო 2:1

გოლები: 0:1 სენსი (27), 1:1 კორნელიუსი (35), 2:1 პატანია (77)

კალიარი-კროტონე 1:0

გოლი: 1:0 საუ (33)

ლაციო-მილანი 4:1

გოლები: 1:0 იმობილე (38-პენ), 2:0 იმობილე (43), 3:0 იმობილე (48), 4:0 ლუის ალბერტო (49), 4:1 მონტოლივო (56)

ლაციო (3-4-2-1): სტრაკოშა - უოლასი (15. ბასტოსი), ლუიზ ფელიპე (80. რადუ), დე ვრეი - ბასტა, პაროლო, ლუკას ლეივა, ლულიჩი - ლუის ალბერტო, მილინკოვიჩ-სავიჩი - იმობილე.

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, მუზაკიო, როდრიგესი - კესი, ბილია, მონტოლივო - სუსო (54. ბონავენტურა), კუტრონე (56. ჩალჰანოღლუ), ბორინი (56. კალინიჩი).

გაძევება: პაროლო (90. ლაციო)

უდინეზე-ჯენოა 1:0

გოლი:1:0 იანკტო (15)

გაძევება: ბერტოლაჩი (37. ჯენოა), პეცელა (79. უდინეზე)

ვერონა-ფიორენტინა 0:5

გოლები: 0:1 სიმეონე (2), 0:2 ტერო (10-პენ), 0:3 ასტორი (24), 0:4 ვერეტო (62), 0:5 ჟილი (89)

ბენევენტო-ტორინო 0:1

გოლი: 0:1 ფალკე (90)

ბოლონია-ნაპოლი 0:3

გოლები: 0:1 კალიეხონი (67), 0:2 მერტენსი (83), 0:3 ზელინსკი (88)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, კირიკეში (43. ალბიოლი), კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო (77. დიავარა), ჰამშიკი (62. ზელინსკი) - კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე.

სამპდორია-რომა გადაიდო

ბომბარდირები: 5 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 4 - ჩირო იმობილე (ლაციო); 3 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), სირილ ტერო (ფიორენტინა)

მომდევნო ტური

16 სექტემბერი:

კროტონე-ინტერი, ფიორენტინა-ბოლონია, რომა-ვერონა

17 სექტემბერი:

სასუოლო-იუვენტუსი, მილანი-უდინეზე, ნაპოლი-ბენევენტო, სპალ-კალიარი, ტორინო-სამპდორია, კიევო-ატალანტა, ჯენოა-ლაციო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო