ინძაგი დერბისთვის ემზადება - დიდია შანსი, სერია A-ს მომდევნო ტურში გასამართ მილანურ დერბიში ფილიპო ინძაგიმ იასპარეზოს
შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა "კორიერე დელო სპორტმა", რომლის მიხედვითაც დიდია შანსი, სერია A-ს მომდევნო ტურში გასამართ მილანურ დერბიში ფილიპო ინძაგიმ იასპარეზოს. დიახ, ფეხბურთელი, რომელსაც სეზონის ბოლომდე უწინასწარმეტყველეს უქმობა, საოცარად სწრაფად გამოჯანმრთელდა და მსუბუქად ვარჯიშიც დაიწყო. მართალია, სრული დატვირთვით წვრთნებში ჩართვა მისთვის ჯერ კიდევ აკრძალულია, მაგრამ დერბიმდე წესით ყველაფერი უნდა მოგვარდეს. მეორე საკითხია, რამდენად მიეცემა პიპოს თამაშის საშუალება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დიდი ხანია, რაც საყვარელ საქმეს ჩამოშორებული გახლავთ, ოპტიმალური ფორმისგან შორსაა და შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი პაექროიბით ფეხბურთში დაბრუნება შესაძლოა არც იყოს მიზანშეწონილი. ამას მასიმილიანო ალეგრი გადაწყვეტს, ექიმები კი თავის სათქმელს ამბობენ: სულ მალე, ინძაგი სრულიად ჯანმრთელი იქნება.

სანაკრებო მატჩებით გამოწვეულმა პაუზამ "მილანს" ნამდვილად სულზე მოუსწრო - ამ შემთხვევაში უკვე "გაძეტა დელო სპორტი" ავრცელებს ინფორმაციას და გვაუწყებს, რომ გუნდის კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ადგას გამოჯანმრთელების გზას - საუბარია ანდრეა პირლოსა და კაპიტან მასიმო ამბროზინიზე. მათ გარეშე, "როსონერის" შუახაზი აშკარად შესუსტებული იყო, რამაც განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური პაექრობების შედეგებზე იქონია გავლენა. თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, მილანურ დერბიმდე პირლოც ჩადგება მწყობრში და ამბროზინიც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენზე ადრე მასიმილიანო ალეგრიმ გაიგო და პრესასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და ლაზარეთი ცარიელდება, რაც ძალიან მახარებს. სეზონის დასკვნით ეტაპზე ვართ, თითოეული თამაში ფინალის ტოლფასია და ნებისმიერი ფეხბურთელი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მით უმეტეს, როდესაც ისეთ გამოცდილ და საჭირო მოთამაშეებზეა საუბარი, როგორებიც ანდრეა პირლო და მასიმო ამბროზინი არიან. რაც შეეხება დერბისთვის მზადებას, საინტერესოს და განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით - ფეხბურთელთა ნაწილი სანაკრებო შეკრებებზე გავუშვით და შეთხელებული შემადგენლობით ვაგრძელებთ ვარჯიშებს. მთავარია, ჯანმრთელად დაგვიბრუნდნენ მოთამაშეები და სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს პაექრობას მინიმალური დანაკლისით შევხვდეთ."

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა