ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშების პირველი ტური დასრულდა

ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშების პირველი ტური დასრულდა. დღეს, ევროპის 8 ქალაქში გამართული შეხვედრებიდან სამში მასპინძლებმა იმარჯვეს, ორში სტუმრებმა, ხოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

იოლად მოიგეს მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ", რომლებიც თავიანთი ჯგუფების ფავორიტებად აქამდეც მიიჩნეოდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა ლივერპულში, სადაც ადგილობრივი გუნდი "სევილიას" დაუზავდა - 2:2.

საკუთარ კედლებში ითამაშა კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა, "ტოტენჰემმა", რომელმაც "დორტმუნდი" 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მსაჯებმა სულ 2 წითელი ბარათი აჩვენეს და ორივე ინგლისური გუნდის ფეხბურთელებს. "ლივერპულს" გომესი გაუძევეს, ხოლო "ტოტეჰემს" - ვერტონგენი.

საკუთარ მოედანზე ქულა აიღო გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა, ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა, "ლაიპციგმა", რომელიც საფრანგეთის ჩემპიონ "მონაკოს" დაუზავდა.

სამშაბათს "ბენფიკას" მიერ ნაჩვენები შედეგი მეორე პორტუგალიურმა კლუბმა, "პორტუმ" გაიმეორა, რომელიც ასევე საკუთარ მოედანზე დამარცხდა - "ბეშიქთაშთან" 1:3.

G ჯგუფი

პორტუ-ბეშიქთაში 1:3

გოლები: 0:1 ტალისკა 13, 1:1 ტოშიჩი 21 (ს.კ.), 1:2 ტოსუმი 28, 1:3 ბაბელი 86

ლაიპციგი-მონაკო 1:1

გოლები: 1:0 ფორსბერგი 33, 1:1 ტილემანსი 34

H ჯგუფი

ტოტენჰემი-დორტმუნდი 3:1

გოლები: 1:0 სონი 4, 1:1 იარმოლენკო 11, 2:1 კეინი 15, 3:1 კეინი 60

რეალი-აპოელ 3:0

გოლები: 1:0 რონალდუ 12, 2:0 რონალდუ 51 (პენ), 3:0 რამოსი 61

E ჯგუფი

ლივერპული-სევილია 2:2

გოლები: 0:1 ბენ იედერი 5, 1:1 ფირმინო 21, 2:1 სალაჰი 37, 2:2 კორეა 72

მარიბორი-სპარტაკი 1:1

გოლები: 0:1 სამედოვი 59, 1:1 ბოჰარი 85

F ჯგუფი

შახტარი-ნაპოლი 2:1

გოლები: 1:0 ტაისონი 15, 2:0 ფერეირა 58, 2:1 მილიკი 72 (პენ)

ფეიენოორდი-მანჩესტერ სიტი 0:4

გოლები: 0:1 სთოუნზი 2, 0:2 აგუერო 10, 0:3 გაბრიელ ჟეზუსი 25, 0:4 სთოუნზი 63

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა