საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4-ფინალი

თბილისის "დინამო" ეროვნული ლიგის სათავეშია და ცხადია, მეოთხედფინალში ქვედა ლიგის ლიდერ "რუსთავთან" ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ვარლამ კილასონიას გაწვრთნილებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ღირსეულად ითამაშეს - გასაკვირიც იყო, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში ასეთი კარგი გუნდი ასპარეზობს...

მასპინძლები დიდი ენთუზიაზმით თამაშობდნენ, ხოლო თბილისელებს ეტყობოდათ, რომ ძალების დაზოგვით სურდათ დაბალლიგელთან გამარჯვება, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.

თავიდან, რუსთაველებმა რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტი შექმნეს: ჯერ თორნიკე კირკიტაძემ მწვავედ შეასრულა ჯარიმა, 21-ე წუთზე კი სტუმრებმა საჯარიმოში ზაზა ციცქიშვილი დატოვეს უმეთვალყურეოდ, რომლის სახიფათო დარტყმაც ნუკრი რევიშვილმა მოიგერია.

მერე თბილისელებიც გამოფხიზლდნენ. ლაშა ქოჩლაძის ჯარიმა მეკარე მიხეილ ალავიძემ კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმიც ორმხრივ იერიშებში წარიმართა. "რუსთავმა" ძალიან კარგად დაიწყო და კვლავ მწვავედ შეუტია: ორჯერ სახიფათოდ "გაისროლა" ირაკლი გოგინაშვილმა, მაგრამ პირველ ეპიზოდში საიმედო იყო რევიშვილი, ხოლო მერე რუსთაველმა მიზანს ააცილა.

ასევე სახიფათო გამოდგა გიორგი გაფრინდაშვილის შეტევა 74-ე წუთზე, როცა ის მცველებში ეფექტურად გაძვრა და მახვილი კუთხიდან "ცხრიანს" დაუმიზნა, მაგრამ რევიშვილი შეუდარებელი იყო - გამოცდილმა მეკარემ სტუმრები ამჯერად გოლისგან იხსნა.

თბილისელები 87-ე წუთზეც ანერვიულდნენ, როცა მათ საჯარიმოსთან დანიშნული "სტანდარტის" შესასრულებლად ბურთთან დათა სიჭინავა მივიდა. ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი ასეთ ჯარიმებს პენალტივით ასრულებს, მაგრამ... ამჯერად მიზანმა უმტყუნა.

ცხადია, დინამოელები არ გაჩერებულან და ანგარიშის გახსნის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. ბექა მიქელთაძის შეტევისას ბურთი ალავიძემ მოიგერია. 58-ე წუთზე კი ნიკა ნინუამ სახიფათო პოზიციაზე გაიყვანა ენვერ ლილუაშვილი, რომელმაც მცველებს დაასწრო და კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ ვერ იხეირა. ძირითადი დროის მიწურულს კი ლევან გეგეჭკორის გადაცემას ახლოდან გიორგი კუცია აგვირგვინებდა - დინამოელს სიზუსტე დააკლდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

თამაშის ამ ნაწილში მომენტები იშვიათად იქმნებოდა, რადგან წაგების შიშით ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა. მხოლოდ მიქელთაძისა და გაფრინდაშვილის მომენტების აღნიშვნა იკმარებს. დინამოელს ისევ დააკლდა სიზუსტე, ხოლო რუსთაველთა მცველის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარიდან მცველმა გამოიტანა.

საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც რევიშვილმა საოცრება ჩაიდინა: მან ზედიზედ 3(!) 11-მეტრიანი მოიგერია, თბილისელებმა კი პირველი 3 დარტყმა ზუსტად შეასრულეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი

13.09. რუსთავი. "ფოლადი"

რუსთავი-დინამო (თბ) 0:0 (პენ. 0:3)

პენალტების სერია: თოთაძე 0:1, კილაძე 0:1 (მეკარე), გეგეჭკორი 0:2, ციცქიშვილი 0:2 (მეკარე), შულაია 0:3, ცაცკრიალაშვილი 0:3 (მეკარე)

რუსთავი: ალავიძე, აფაქიძე (100. კილაძე), გუჯაბიძე, ბრაჭული, გაფრინდაშვილი, ვასაძე, ციცქიშვილი, კირკიტაძე (82. ცაცკრიალაშვილი), სამხარაძე, გოგინაშვილი (68. სიჭინავა), მეტრეველი.

სათადარიგოები: მერლანი, მინდორაშვილი, გ. კილასონია, ქათამაძე

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, ნინუა, ქარდავა, შულაია, ქოჩლაძე (56. კუცია), მიქელთაძე, კოვტალიუკი (46. ლილუაშვილი).

სათადარიგოები: ბულისკერია, მიშჩენკო, ერგემლიძე, ხარაბაძე, ბ. ქავთარაძე

გაფრთხილებები: ვასაძე (54), აფაქიძე (99), სიჭინავა (112)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
კილასონია მერამდენეტ უნდა დაუშვა შეცდომა? თასის ფინალი გახსოვს ალბათ,იგივანაირად რომ წააგეთ? პენლების დარტყმა,რომ არ იცოდნენ ბიჭებმა,ავარჯიშე პენლებზე ფეხბურთელები რაააა!!! და არავინ თქვას რევიშვილმა მოახდინა საოცრება და სამი პენალი აიღო,სამივე პენალი პატარა ბავშვის დარტყმულს გავდაააა!!!
Jango
რა პერსპექტივებს ვხედავდი და რა დატოვეს,ამ გუნდით გინდათ ჩემპიონობა?საბურთალოს რა ვუთხარ თუკი 7-0 არ მოგიგოთ თქვენ. რევიშვილის მიერ ხართ ყურით მითრეული ნახევარფინალამდის.
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა