ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"გერმანიამ იპოვა გასაღები, როგორ შეიძლებოდა საქართველოს ნაკრების დამარცხება"

"გერმანიამ იპოვა გასაღები, როგორ შეიძლებოდა საქართველოს ნაკრების დამარცხება"

მანუჩარ მარკოიშვილმა ევრობასკეტზე საქართველოს ნარკების მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებმა თამასა ძალიან მაღლა ასწია, გაუთანაბრდა ევროპის გრანდებს, მოსამზადებელ ეტაპზე სერბეთის, ლიტვის, საბერძნეთისა და ლატვიის ძლევის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი აქამდე მიღწეულის ერთი-ორად გაუმჯობესებისა. აქამდე კი ევრობასკეტზე საუკეთესო შედეგი მერვედფინალი იყო. ჩვენს გუნდს რეალურად შეეძლო პლეი ოფში თამაში, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე მოვლენები ისე განვითარდა, პირველი ეტაპის ბარიერი ვერ გადალახა.

გული ყველას დაგვწყდა, თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოთხი ძალიან საინტერესო მატჩი აჩუქა ევრობასკეტსა და მის მაყურებელს, საიდანაც ორი მოიგო - მასპინძელ ისრაელთან და ფავორიტ ლიტვასთან...

მანუჩარ მარკოიშვილს ინტერვიუს დასაწყისში ევრობასკეტის შემდგომ ემოციაზე ვკითხეთ.

- რთულია, ემოციაზე ლაპარაკი. ჯგუფიდან ვერგასვლამ ყველას გული დაგვწყვიტა. ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, მაგრამ რამდენიმე ნიუანსის ერთობლიობამ მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიშალა. გამოჩნდა, რომ ძალიან გვაკლდნენ ვიქტორ სანიკიძე და ბექა ბურჯანაძე.

დღეს იოლია თქმა - ეს ასე რომ გაგვეკეთებინა, შედეგს მივაღწევდითო, მაგრამ კონკრეტულ მომენტში, უშუალოდ ევრობასკეტზე ყველაფერი ისე არ ჩანს, როგორც შეჯიბრების დასრულების შემდგომ. ყველა ჯანმრთელად რომ ყოფილიყო და ჩვენი საუკეთესო კალათბურთი გვეთამაშა, მაღალი შედეგების ჩვენება შეიძლებოდა, მაგრამ ყოველგვარი მიზნებისა თუ შედეგების გათვალისწინებით მთავარია - საქართველოს ნაკრები ბოლომდე დაიხარჯა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. თავი არც ერთ მატჩში, არც ერთ მომენტში არ დაგვიზოგავს.

- იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეტორე მესინამ გვითხრა, გერმანიასთან მატჩმა საქართველოსთვის ბევრი რამ შეცვალაო.

- შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მესინა გულისხმობდა ჩვენს ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად გადაღლას. მე კი ვფიქრობ, რომ მესინა ტაქტიკას გულისხმობდა. გერმანიამ იპოვა გასაღები, როგორ შეიძლებოდა ჩვენი დამარცხება. სწორედ ამ მატჩის შემდეგ მიმართა იგივე ტაქტიკას ჩვენმა მომდევნო სამმა ოპონენტმა, პირველ შეტევაში ძალიან სწრაფად გარბოდნენ, ჩვენს ტანმაღალ კალათბურთელებზე ერთდროულად ორი მოწინააღმდეგე გადადიოდა, თავისუფალ ზონებს არ ტოვებდნენ...

ჩვენ წინააღმდეგ ასეთი ტაქტიკით თამაში ყველაზე უკეთ მაინც გერმანიას გამოუვიდა, რადგან კარგი ტანმაღალი კალათბურთელები ჰყავდა. იტალიას ამდენი ტანმაღალი არა, მაგრამ სამაგიეროდ მსროლელები ჰყავდა მაღალი კლასისანი...

- ევრობასკეტის გახსნა მართლაც ეფექტური გამოგვივიდა...

- დღეს შესაძლოა ვთქვათ - პირველი მატჩი უკრაინასთან რომ ჩაგვეტარებინა, შეიძლება, ჯგუფიდანაც გავსულიყავით, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი უაზრობაა. ლიტვა კარგი გუნდი იყო, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა საქართველომ ის დამსახურებულად დაამარცხა.

კარგი მოსამზადებელი ეტაპი გამოგვივიდა, ძლიერ მეტოქეებთან საკონტროლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ მშვენივრად დაბალანსებული, დაღვინებული ნაკრები გვყავდა. ისიც ვიცოდით, ამხანაგურ მატჩებში კარგი თამაში ევრობასკეტზე, როგორ გადაგვეტანა. გადავიტანეთ კიდეც, ლიტვას ყველა თავისი უპირატესობა ბოლომდე შევუზღუდეთ. სწორი დაცვა ვითამაშეთ და გამარჯვებაც ლოგიკური იყო. სამწუხაროა, რომ ეს მოგება ჯგუფიდან გასვლაში ვერ დაგვეხმარა.

- ლიტვასთან ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო მაციულისის სამქულიანი ტყორცნა ბოლო წამზე. მას იმ მომენტში ისე აუხტი, ძნელი წარმოსადგენია, როგორ გადარჩი ჯარიმის გარეშე. რაც მთავარია, მაციულისს ხელი საკმარისად შეუშალე, რომ არ ჩაეგდო.

- საინტერესო ეპიზოდი იყო. მას ჰქონდა რამდენიმე წამი, თუმცა წინასწარ ვერ გათვლი, რაწამს სტყორცნის. ამიტომ პირველივე აწევისას ავუხტი და დაშვებისას იმდენი მოვახერხე, რომ წესების დაურღვევლად, ვაიძულე, ბურთი დაეგდო, გვერდზე გადამხტარიყო და სათანადო მომზადების გარეშე ესროლა. ძალიან არ მინდოდა, მისთვის კიდევ ერთხელ მიმეცა საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი.

- უცხოელი ჟურნალისტებიც გაკვირვებულები იყვნენ - საქართველოს ნაკრები 15-17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ როგორ ახერხებს თამაშის შემოტრიალებასო...

- ეს უმთავრესად ქართული გენის, ხასიათის, მანტალიტეტის ბრალი იყო. რაოდენ დიდი სხვაობითაც უნდა ვაგებდეთ, არასოდეს ვნებდებით, გვჯერა, რომ შეგვიძლია და ეს ძალების ერთი-ორად კონცენტრირებაში გვეხმარება. სწორედ ამის წყალობით გავიმარჯვეთ ლიტვასთან და ისრაელთან, დავძლიეთ 17-ქულიანი ჩამორჩენა იტალიასთან...

თუმცა ხასიათთან ერთად ტაქტიკაზეც უნდა ითქვას - მეტოქე დიდი სხვაობით რომ გაგვასწრებდა, კარგად ვიაზრებდით, რის ხარჯზე ახერხებდა ამას, რა შეცდომებს ვუშვებდით და შეცდომების გამოსწორება ჩამორჩენის აღმოფხვრაში გვეხმარებოდა. თუმცა რაოდენ კარგადაც უნდა გამოასწორო შეცდომები და რაოდენ მედგრადაც დაუდგე, როდესაც საკმაო სხვაობა გაქვს "დასაქაჩი", დიდი ენერგია გჭირდება. იმაზე მეტი, ვიდრე, მეტოქეს მიღწეულის შესანარჩუნებლად.

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ყველა მოწინააღმდეგეს მებრძოლ გუნდად წარმოუდგა, რაც ძალიან საამაყოა. ყოველთვის მეამაყებოდა, რომ საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი და ვარ.

- ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა რომ დაასრულა, იმავე სახის შეკითხვები სხვა კალათბურთელების მისამართითაც გაჩნდა. ტელევიზიითაც გკითხეს...

- ვუპასუხე, გადაწყვეტილება არ მიმიღია-მეთქი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ ვითამაშებ. მერწმუნეთ, სანამ შემეძლება და სანამ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის სიამოვნებით ვითამაშებ. ასე ადვილი არ არის ნაკრებიდან წასვლა. წლების განმავლობაში რომ გიშრომია, გარკვეული სიმაღლისთვის მიგიღწევია, გინდა შენი წასვლის შემდეგ გუნდი ასეთივე წარმატებული დარჩეს. ჩემი აზრით, ახალგაზრდა მოთამაშემ ხუთეულში ჩემი ადგილი ბრძოლით, შრომით უნდა მოიპოვოს. სწორედ ასეთ შემთხვევაში გვეყოლება ძლიერი ნაკრები.

- საკლუბო თემაზე გადავერთოთ. აგვისტოში კონტრაქტი გააფორმე იტალიის სერია A-ს წარმომადგენელ "რეჯო ემილიასთან". რა მიზნებით მიემგზავრები აპენინებზე?

- ამ ეტაპზე გეგმის დასახვა რთულია, რადგან სეზონი ჯერ არც დაწყებულა. მივდივარ გუნდში, სადაც კალათბურთელთა უმეტესობას არ ვიცნობ. ის კი ვიცი, რომ ახალგაზრდული, ენერგიით სავსე გუნდია. ვეცდები ვიპოვო ჩემი ადგილი და დავეხმარო გუნდს.

გასული სეზონი ტრავმის გამო სრულად გამიცდა და ძალიან მინდა, ეს დანაკლისი ახლა ავინაზღაურო, გავიდე და ვითამაშო. მთავარია მოგება. ინდივიდუალური მონაცემები არავის აინტერესებს, თუ გუნდი წარმატებული არ იქნება. ვიმედოვნებ, "რეჯო ემილიას" კარგი სეზონი გამოუვა და სეზონის ბოლოს კმაყოფილებით ვილაპარაკებთ განვლილ წელზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• aba ra vote magas

გაისად ვფიქრობ გულშემატკივრები NBA-ს ვარსკვლავთა შეხვედრისთვის ხმას მიცემენ თავიანთ ეროვნულ გმირს

• kako

ვიკას ამბავი რომ გავიგე ცოტა დავმშვიდდი, ტრამვა არ აძლევს საშუალებას, მაგრამ მანუ და გიორგი ნამდვილი მებრძოლები ხართ, ასე ადვილი არ არის ნაკრებიდან წასვლა თქვენ უნდა აღზარდოთ და მისცეთ მაგალითი ახალგაზრდებს, რომლებიც დაიკავებენ თქვენს ადგილს მომავალში. ვნახე სლოვენიელთა ფინალში გამარჯვება, მათი ერთსულოვნება, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული რომელიც ასე ღრმად იყო მათ სულებში და მიაღწიეს კიდეც დიდ გამარჯვებას.

• სოსო

გაიხარე მანუ,რა თქმა უნდა მართალი ხარ და სწორედ არ უნდა წავიდნენ დანარჩენი ბიჭებიც,ამას განსაკუთრებით გიორგიზე ვამბობასე წასვლა არ შეიძლება და შენც თუ დაარწმუნებ,ძალიან კარგი იქნება.ვიკას სიტუაცია გასაგებია,ზაზაც მაინც ვერ ითამაშებს შესარჩევზე და მსოფლიოზე ვფიქრობ გული არ მოუთმენს და დაგეხმარებათთუ გიორგი დარჩა,ესე იგი გუნდიც შეინარჩუნებს თავის სახეს და თქვენთან ერთად ის პატარა ბიჭებიც გაცილებით სწრაფად გაიზრდებიან,ასე ძალიან რომ მოგვაწონეს თავი ახალგაზრდულში.

• გელა

ჯიგარი ხარ, მანუ. აი, ეს არის დიდი სპორტსმენისა და ნამდვილი პატრიოტის განწყობა! და არა...

• ზურაბ ნიპარიშვილი

მადლონა მანუ: იმისათვის რომ სასიამოვნო მოულოდნელობად მოგვევლინენე ევრობასკეტზე. არ გვეგონა ამდენი გაცდენის შემდეგ თუ ასე კარგ ფორმაში ჩადგებოდი და ასეთი აგრესიული დაცვით დაგვამახსოვრებდი თავს. ხელიც არ გაგცუდებია და ზუსტი სროლებიც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. და ხუთეულში კი შენს ადგილზე ჯერ ახალგაზრდებს ადგილი არ დაუმსახურებიათ. ასე რომ გელოდებით ნაკრებში ნოემბრის და ასევე შემდგომ თამაშებში.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა

"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი

ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]

გადაწყდა: მანუჩარ მარკოიშვილი სერია A-ს რეჯო ემილიაში ითამაშებს

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

მანუჩარ მარკოიშვილის 16 ქულა და "გრისინის თასი" "რეჯო ემილიაში"

თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა

ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა

მანუჩარ მარკოიშვილმა "რეჯო ემილიაში" ანგარიში გახსნა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]

მანუჩარ მარკოიშვილი: ეს გუნდი ჩემთვის იდეალურია

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის

[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

მანუჩარ მარკოიშვილის 6-ქულიანი სტარტი იტალიის სერია A-ში

მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა

[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა