ევროპა ლიგაზე კაშია და ჯიღაური დამარცხდნენ, კვირკველიამ კი ფრეს მიაღწია
გუშინ ევროპა ლიგის პირველ ტურში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა იასპარეზა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

ამ ტურნირზე ახალი სეზონის გათამაშება ქართველი ლეგიონერებიდან თუ შეიძლება ასე ითქვას, მცველმა საბა კვირკველიამ გახსნა, რომლის მოსკოვის "ლოკომოტივი" სტუმრად "კოპენჰაგენს" შეხვდა.

უნდა გითხრათ, მეტად უშნო ბურთაობა იხილა მაყურებელმა და თამაში ლოგიკური ანგარიშით 0:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მატჩი 42-ათასიან "ტელია არენაზე" შეუცვლელად და უშეცდომოდ ჩაატარა.

24-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანს თქვენი მოწონებული პასი მისცა, მაგრამ ვეტერანმა პერუელმა თავდამსხმელმა გადაცემა ვერ შეირგო, 33-ე წუთზე მასპინძელთა კვიპროსელი ფორვარდის პიეროს სოტირიუს დარტყმულ ბურთს გადაეღობა და თავისი გუნდი გადაარჩინა, ხოლო 56-ეზე სოტირიუ კვირკველიასთან ბრძოლაში პენალტის მისაღებად "რკინიგზელთა" საჯარიმოში გაიშხლართა და მსაჯმა ყურადღებაც არ მიაქცია.

ეგ იყო და ეგ.

მეტად დაძაბული და საინტერესო მატჩი გაიმართა არნემში, სადაც "ვიტესი" რომის "ლაციოს" დაუხვდა და 2:3-ზე დამარცხდა. არადა, არ იმსახურებდნენ წაგებას. ისიც აღსანიშნავია, რომ რომაელები ამ სეზონში დიდებულად ასპარეზობენ და იტალიის სუპერთასზე "იუვენტუსს" სძლიეს, ხოლო ჩემპიონატზე "მილანი" გაანადგურეს.

ჰოლანდიური გუნდი ორჯერ დაწინაურდა და ამდენად, წაგება (2:3) უფრო ამიტომაა გულდასაწყვეტი. მისმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ურიგოდ როდი ითამაშა, არც ერთი გაშვებული გოლი მისი ბრალი არ ყოფილა, თუმცა სტუმართა სწრაფმა ეკვადორელმა ფორვარდმა ფელიპე კაისედომ პრობლემები შეუქმნა. ერთხელ ქართველ მცველს ტომას სტრაკოშას კარის აღებაც შეეეძლო, მაგრამ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

ჯაბა ჯიღაურის "ვარდარი" სახლში გაბითურდა პეტერბურგის "ზენიტთან" (0:5), ჯაბამ 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ვალერიან გვალია კი "ბატეს" განაცხადში არ ყოფილა და მისმა გუნდმა საპატიო ყაიმს, 1:1-ს მიაღწია ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასთან".

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ევროპა ლიგა: შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ საბა კვირკველიას აქვს
ევროპა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური: შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ საბა კვირკველიას აქვს [VIDEO]
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
"ლეგიას" ფანები მწვრთნელს აკრიტიკებენ: რატომ ზის გვილია სკამზე?
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
ევროპა ლიგა. ორივე ფრანგულმა გუნდმა გაიმარჯვა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროპა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური: სამივე ქართველის გუნდი დამარცხდა
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შვეიცარიელები ვაკო გვილიას გვიქებენ
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
ლობჟანიძე, ნინუა და კაჭარავა მილიონიანთა სიას შეუერთდნენ - ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები გაიზარდა
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს