დონეცკის "შახტარის" ქართველ მცველს დღეს შესაძლოა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუხდეს მოედანზე გასვლა
დონეცკის "შახტარში" ამ ზაფხულს გადასულმა დავით ხოჭოლავამ კლუბის ოფიციალურ საიტს დღეს, თავის ყოფილ გუნდთან გასამართ დაპირისპირებაზე ელაპარაკა.

17 სექტემბერს, უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში, "შახტარი" სტუმრად ოდესაში "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა "შახტარში" გადასვლამდე სწორედ "ჩერნომორეცის" ღირსებას იცავდა.

"ნაპოლისთან" მატჩის შემდგომი დადებითი ემოციები უკვე გაგვინელდა. დავისვენეთ, გამოვიძინეთ და კარგი განწყობით ვემზადებით "ჩერნომორეცთან" შეხვედრისთვის. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შევეცდებით, პირველ ნომრად ვითამაშოთ.

ოდესელების თამაშს ვიცნობ და მგონია, რომ მოედნის ცენტრის დაკეტვას, საკუთარ ნახევარზე გამაგრებასა და კონტრშეტევებზე თამაშს შეეცდებიან.

"ჩერნომორეცში" კარგი ლეგიონერები მოვიდნენ. გუნდმა მეკარეც კარგი დაიმატა, მაგრამ ერთ კვირაში თამაშის სტრუქტურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლებოდა. რაც შეეხება ოდესური გუნდის მდგომარეობას სატურნირო ცხრილში, ეს უფრო იმითაა გამოწვეული, რომ ფეხბურთელებს დრო და შეთამაშება სჭირდებათ. გუნდში ალბათ არც ფსიქოლოგიური მდგომაროებაა საუკეთესო...

"ჩერნომორეცის" წინააღმდეგ თამაში? რა თქმა უნდა, მინდა! სასიამოვნო იქნება ოდესის სტადიონის მინდორზე კიდევ ერთხელ გასვლა, შეხვედრა გულშემატკივრებთან, რომლებსაც ძალიან ვაფასებ. ასევე, კლუბის თანამშრომლების, ფეხბურთელების მოკითხვა. იმედია, კვირას ტრიბუნებზე ბრწყინვალე ატმოსფერო იქნება" - აცხადებს ხოჭოლავა.

დონეცკის "შახტარი" უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 21 ქულით ლიდერობს, "ჩერნომორეცი" კი 4 ქულით ბოლო, მე-12 ადგილის იკავებს.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს