გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა
ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი საოპერო მომღერალი და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ სოტკილავა.

ზურაბ სოტკილავამ საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში სოხუმის "დინამოში" დაიწყო. 1955 წელს თბილისის "დინამოში" გადავიდა. მისი დებიუტი დონეცკის "შახტიორთან" მატჩში შედგა. ერთი წლის შემდეგ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახდა.

1958 წელს იუგოსლავიაში და 1959 წელს ჩეხოსლოვაკიაში ზურაბ სოტკილავამ მძიმე ტრავმები მიიღო და იძულებული გახდა, ფეხბურთის თამაშისთვის თავი დაენებებინა.

ზურაბ სოტკილავა ყველაზე მეტად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტნობით ამაყობდა, რომელიც სსრკ-ის ჩემპიონი გახდა.

სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მომღერლის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზურაბ სოტკილავას მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

მეხსიერება.
1988 წელს ზურაბ სოტკილავას მიმართ, რომელიც მილანის „ლა სკალას“ სცენაზე ცნობილი არიების შესრულებისთვის ფეხზე წამომდგარ მსმენელებისგან აპლოდისმენტებს იღებდა, რამდენიმეკაციან ჯგუფს სტვენით პროტესტი გამოუხატავს, თან გაჰკიოდნენ თურმე:„გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო! ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს!“ ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრებს იტალიის ვარსკვლავური ნაკრები 2:0 დაუმარცხებია და საბჭოეთის მოძულე იტალიელი ფეხბურთის ფანები ზურაბზე ტეხდნენ ჯოხს. ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა… ეტყობა კი არა, დანამდვილებით არ ეცოდინებოდა მსროლელს, რომ სოტკილავა სანამ სიმღერას დაიწყებდა, ფეხბურთს ისე თამაშობდა, რომ თბილისის „დინამოშიც“ კი იყო მიწვეული. უბრალოდ, მისმა უნიკალურმა ხმამ შემდეგ ის სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. 51 წლის ზურაბმა ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში. მოკლედ, მარადონა ჩაატარა. ახლა, წარმოიდგინეთ ამის შემყურე მსმენელთა გაოცებული სიფათები, რომლებიც ყველაფერს მოელოდნენ, ასეთი ვირტუოზობის გარდა. როცა გონს მოეგნენ, ისეთი ოვაციები მოუწყვიათ, რომ „ლა სკალა“ ლამის ჭერის გარეშე დარჩა. ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯებით, დინჯად დატოვა სცენა. მეორე დღეს კი ყველა იტალიური გამოცემა წერდა: „საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი – „ლა სკალასო“. მასალა აღებულია ღია წყაროდან „დიდი ქართველები“
გაიოზ გოშაძე
მე ვთვლი, რომ მეგრული ენა საქართველოსთვის ისევე მშობლიური და საამაყოა, როგორც ქართული და სვანური. ეს ჩვენი ყველას საერთო სიმდიდრეა. ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო დიდ მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთლიანად საქართველოს.
ბაჩო გ
ვისაც არ მოსწონს კომენტარები მეგრულად ქეცბას დავესესხები და ცივი წუალი დალიოს
ბაჩო გ
დიდი მაესტრო ზურაბ სოტკილა.ღორონთქ ოჩხონუას დო სინთელე თიშ სასაფლას... არ გამოაქვეყნოთ თქვე არაფრით.2 დღეა მეგრულად ვაკეთებ კომენტარს და არ აქვეყნებთ.რატოომ?!!!
zurab
დიდი მაესტრო. მახსოვს ზაურ ბოლქვაძე (ბათუ მელია) წერდა: "ის დამცველი იყო ერთ დროს/ თბილისისა "დინამოსი", / კართან არვის არ უშვებდა, / ფრენდა როგორც იკაროსი."
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა