ექს-ლე-ბენში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის პირველმა ტურმა დაგვარწმუნა, რომ ფავორიტებს იოლი გასეირნების იმედი არ უნდა ჰქონდეთ
ექს-ლე-ბენში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის პირველმა ტურმა დაგვარწმუნა, რომ ფავორიტებს იოლი გასეირნების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. დასტურად ტერიე-ჯობავას, სვიდლერ-ზისკას, ნავარა-კოლინის, პოტაპოვ-ვიტიუგოვის, იაკოვენკო-სმირნოვის, ვოიტაჩეკ-როსეს პარტიებიც გამოდგება. იმის მიუხედავად, რომ 2700-იანთა კლუბის წევრები რეიტინგში თითქმის სამასი პუნქტით უსწრებდნენ მეტოქებს, ექვსიდან ხუთი ორთაბრძოლა ყაიმით დამთავრდა, იაკოვენკო კი სულაც დამარცხდა.

ელიტის წარმომადგენლები, ალბათ, პირველი ტურის შედეგებს გაითვლისწინებენ და მომდევნო შეხვედრებში უფრო აგრესიულად ითამაშებენ. რაც შეეხებათ ჩვენებურებს, პირველი ბარიერი მათ წარმატებით გადალახეს: 6 მოგება და 2 ყაიმი ურიგო შედეგი არ არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართველთა უმეტესობას პირველ ტურში სუსტი მეტოქეები ჰყავდა.

ცალკე უნდა გამოიყოს საქართველოს წლევანდელი ჩემპიონის, დავით ზარქუას (2397) შავი ფიგურებით კარგი თამაში ვლადიმირ აკოფიანის (2675) წინააღმდეგ. გამოცდილი სომეხი დიდოსტატი, მიუხედავად რეიტინგში დიდი სხვაობისა, ვერაფერს გახდა ქართველ ოსტატთან და ყაიმს დასჯერდა.

გუშინ მე-2 ტურის პარტიები გვიან ღამით დამთავრდა. გაუწყებთ ქართველთა შედეგებს:

მიხეილ ქობალია (რუსეთი, 2673)-თორნიკე სანიკიძე (2542) 1:0

დავით ლობჟანიძე (2489)-სერგეი ვოლკოვი (რუსეთი, 2621) 1:0

ლუკა პაიჭაძე (2487)-ბორის სავჩენკო (რუსეთი, 2616) 0:1

სალომე მელია (2462)-ემილიან პარლიგრასი (რუმინეთი, 2598) 0:1

ლევან ფანცულაია (2595)-რობინ ვანი (ჰოლანდია, 2456) 1:0

ლელა ჯავახიშვილი (2437)-ნიჯათ მამედოვი (აზერბაიჯანი, 2583) 1:0

ბაადურ ჯობავა (2707)-ალექსანდრ პოტაპოვი (რუსეით, 2425) 0,5:0,5

დავით ზარქუა (2397)-ტომი ნიბაკი (ფინეთი, 2656) 0:1.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა