მეხუთე ტურის წინათქმა
იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში რამდენიმე ისეთი შეხვედრაა, გულშემატკივართა განსაკუთრებულ ყურადღებას რომ იმსახურებს. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად იტალიური საკლუბო ფეხბურთის გრანდების დაპირისპირებებია საინტერესო, იმ გუნდებისა, რომლებმაც სეზონი ყოჩაღად დაიწყეს...

სერია A-ს მაურიციო სარის გაწვრთნილი და ერთობ ამოდსაცქერი "ნაპოლი" ლიდერობს. ჩვენც სამხრეთელებით დავიწყოთ. მით უმეტეს, ნეაპოლელები ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ითამაშებენ "ლაციოს" წინააღმდეგ. ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და, წესით, დიდი ბრძოლაც უნდა ვნახოთ.

"ლაციოს" დააკლდებიან ანდერსონი, ნანი და უოლასი. საეჭვოა მარკეტის თამაში. სამაგიეროდ, დიდებულ ფორმაშია გუნდის ლიდერი ჩირო იმობილე - ერთმანეთის მიყოლებით გააქვს გოლები მოწინააღმდეგეთა კარში. რაც შეეხება "ნაპოლის", ეს გუნდი დანაკლისის გარეშე ითამაშებს.

კარგი თამაში უნდა ვნახოთ ტურინში, სადაც "იუვენტუსი" ბოლო დროს მოფერიანებულ "ფიორენტინას" დაუხვდება. ტურინელებს არ ეყოლებათ ხედირა და დე შილიო. ამ ფეხბურთელების გარეშეც "იუვენტუსი" დიდი ძალაა, პაულო დიბალაზე (8 გოლი 4 ტურში) კი ლაპარაკიც ზედმეტია...

ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილ "ინტერს" შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა და ამან გულშემატკივრებს იმედები ჩაუსახა, რომ "ნერაძური", ბოლოს და ბოლოს, თავს დააღწევს პრობლემებს. სპალეტის გუნდის ამბიციებს ისიც ამყარებს, რომ პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს მისთვის ძალიან სასურველი მეტოქის წინააღმდეგ. "ბოლონიამ" მილანურ გრანდს შინ ბოლოს 2002 წელს მოუგო.

იტალიის ჩემპიონატის მთავარ კონკიას, სპალ-ს, რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მართალია, ჯერ თვით ვინჩენცო მონტელამაც არ იცის ბოლომდე, რას უნდა ელოდოს ახალი ფორმაციის "მილანისგან", მაგრამ, დიდი ალბათობით, დებიუტანტს ფავორიტის შეჩერება ძალიან გაუჭირდება. მილანელებს მხოლოდ კონტი დააკლდებათ მუხლის ტრავმის გამო.

კიდევ ერთი ფავორიტი, "რომა", გამოკვეთილ აუტსაიდერს, საშინელი სტარტით გამწარებულ "ბენევენტოს" ეწვევა. რომაელებს არ ეყოლებათ პელეგრინი. საეჭვოა ემერსონის თამაში. "ჯალოროსი" ძველებურად ვეღარ მძლავრობს.

ჯერჯერობით, გუნდს არ ეტყობა ახალი მწვრთნელის, ეუსებიო დი ფრანჩესკოს (რომელმაც "სასუოლოში" წარმატებული მუშაობით გაითქვა სახელი) ხელი, მაგრამ ამ წყვილში მაინც ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.

ფაქტები

"ინტერს" ზედიზედ 10 მატჩია, ფრედ არ უთამაშია.

მიჯრით 24 მატჩია, "რომა" მინიმუმ ერთი გოლის გატანას ახერხებს მოწინააღმდეგეთა კარში. "იუვენტუსისთვის" ეს მაჩვენებელი 33 მატჩს უტოლდება.

"ბენევენტო" ზედიზედ ოთხ შეხვედრაში დამარცხდა.

"მილანი" და სპალ-ი იტალიის ჩემპიონატში ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

4 მატჩია, "ლაციომ" მარცხის სიმწარე არ იცის.

სამშაბათი, 19 სექტემბერი

ბოლონია-ინტერი 22:45

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი

ბენევენტო-რომა 20:00

მილანი-სპალ 22:45

ატალანტა-კროტონე 22:45

კალიარი-სასუოლო 22:45

ჯენოა-კიევო 22:45

იუვენტუსი-ფიორენტინა 22:45

ლაციო-ნაპოლი 22:45

უდინეზე-ტორინო 22:45

ვერონა-სამპდორია 22:45

ბომბარდირები: 8 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 6 - ჩირო იმობილე (ლაციო), 5 - მაურო იკარდი (ინტერი); 4 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი