თბილისის "დინამოს" დამარცხების შემდეგ "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელთან მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ
23 ივლისს ქუთაისის "ტორპედოსთან" წაგების (1:2) შემდეგ, 7 თამაშში 4 მოგება და 3 ფრე, 18 გატანილი და 2 გაშვებული გოლი - ასეთია "საბურთალოს" მონაგარი. ბოლოდროინდელი მოგებები განსაკუთრებით შთამბეჭდავია: "ლოკომოტივთან" 6:0, ბათუმის "დინამოსთან" - 5:0 და გასვლაზე თბილისის "დინამოსთან" - 4:1. ყველა ეს მოგება დასაფასებელია, მაგრამ "დინამო არენაზე" ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ბეჭებზე დადება მაინც გამორჩეული მოვლენა გახდა...

- დინამო(თბ)-საბურთალო 1:4 - როგორც ქარიშხალი [VIDEO]

"ლელომ" საბურთალოელთა მთავარ მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...

- "დინამოს" აქამდე არათუ ვერ უგებდით, გოლიც ვერ გაგქონდათ. კვირას კი მოულოდნელად დამაჯერებლად მოიგეთ და მეტოქის კარი ერთბაშად 4-ჯერ აიღეთ...

- "დინამო არენაზე" თამაში ყველასთვის ძალიან რთულია და გამონაკლისი არც "საბურთალო" იყო, მაგრამ ჩვენ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თუმცა, ობიექტურად უნდა ვილაპარაკო - თბილისის "დინამოს" საკადრო პრობლემები ჰქონდა - ტრანსფერების გარდა, რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებული ჰყავდა. ასეთები ჩვენთანაც იყვნენ, მაგრამ სულ ვამბობდი - როცა ეს ბიჭები დაგვიბრუნდებოდნენ და რამდენიმე ტრანსფერს განვახორციელებდით, სხვანაირი გუნდი გვეყოლებოდა.

ახლა პირველად შემიძლია ვთქვა, რომ "საბურთალომ" სტაბილურობა შეიძინა, ბოლო დროს ხშირად იგებს... არ აგებს. და ეს ძალიან მახარებს.

- შესაძლოა, მაღალი პრესინგით თამაში ბევრს სურს, მაგრამ ამას კარგი ფიზიკური მომზადება სჭირდება და ყველა ვერ ახერხებს. "საბურთალო" კი მეტოქეებს სწორედ ამის ხარჯზე ამარცხებს. "დინამოსთანაც" ასე მოხდა...

- ჩვენი ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და პროგრესირებენ. საერთოდ, "საბურთალოს" სურს, თამაში სულ სხვა ხარისხსა და დონეზე გადაიყვანოს. ძალიან მეამაყება ამ ახალგაზრდებთან მუშაობა, რომლებიც უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით თამაშობენ.

"დინამოსთან" მინიმალური ანგარიშით მოგებაც სასიხარულოა, აღარაფერს ვამბობ 4:1-ზე. მაგრამ უფრო მეტად იმან გამახარა, რომ ეპიზოდებში კარგი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენეთ. "საბურთალოსა" და მის გულშემატკივრებს მნიშვნელოვან და ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ!

- ამ ფეხბურთით სამეულში მოხვედრა წარმოუდგენელი არ იქნებოდა, რომ არა ლიდერებთან დიდი ჩამორჩენა...

- დავინახე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, რომლებსაც გამოვასწორებთ. ბოლო 7 მატჩია წაუგებლად ვთამაშობთ და მაღალი ადგილების დასაკავებლად ბრძოლას ბოლომდე ვაგრძელებთ. სანამ არის იმედი, არ უნდა დანებდე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა