ყაზბეგის ეროვნულ პარკში Red Bull GergetIt 2017 გაიმართა
ყაზბეგის ეროვნულ პარკში Red Bull GergetIt 2017 გაიმართა. სამწლიანი პაუზის შემდეგ, ესტაფეტაში მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო, მათ შორის გუნდები იყვნენ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

წელს პირველად, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებულმა გუნდებმაც, რომლებმაც საკმაოდ რთულ დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი და რომელთა შესაძლებლობებმაც გააკვირვა როგორც შეჯიბრის ორგანიზატორები, ასევე გულშემატკივრები.

Red Bull GergetIt-მა წელს სპორტის ოთხი სახეობა გააერთიანა. მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები კაიაკში, მეკლდეურობაში, სამთო ველორბოლასა და სამთო სირბილში გამოცადეს.

გამარჯვებული გუნდი ოთხივე სახეობის შედეგების დაჯამების შემდეგ გამოვლინდა. პირველი ადგილი გუნდმა Bike House-მა დაიკავა, რომელსაც საპრიზო თანხა 3000 ლარი გადაეცა. მეორე ადგილზე გუნდი Vitamin Well Georgia გავიდა, რომელსაც საპრიზო თანხა 2000 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილი Mad Bull Sante-მა დაიკავა და პრიზად 1000 ლარი მიიღო.

ასევე, გამოვლინდნენ სხვადასხვა სპორტის სახეობაში მონაწილე საუკეთესო სპორტსმენები, რომლებიც 500-500 ლარით დაჯილდოვდნენ.

შეჯიბრი სოფელ უყანობში დაიწყო და გერგეთის სამების მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. Red Bull GergetIt საერთაშორისო პროექტის Red Bull Dolomitenmann-ის ქართული ანალოგია, იმ განსხვავებით, რომ ქართულ შეჯიბრში დამატებულია კლდეზე ცოცვა.

Red Bull Dolomitenmann ავსტრიის ალპებში ყოველწლიურად ტარდება და დასავლეთ ევროპაში ყველაზე რთული ესტაფეტის სახელითაა ცნობილი.

შეჯიბრის ორგანიზატორების განცხადებით, ამ გზით ხდება როგორც სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია და სპორტსმენების წახალისება, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ვინაიდან ესტაფეტამ დიდი დაინტერესება ჰპოვა, როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ტურისტებში.

Red Bull GergetIt, Red Bull-ის ორგანიზებით და ინიციატივით ჩატარდა. პროექტის თანაორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ და სასტუმრო Rooms Hotels იყვნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა