ძიუდოს აკადემიაში ღია ვარჯიში გამართა ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელმაც ამ უქმეებზე ანთალიაში, ევროპის თასზე წარმატებით იჭიდავა
ძიუდოს აკადემიის დარბაზში გუშინ ღია ვარჯიში გამართა ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელმაც ამ უქმეებზე ანთალიაში ჩატარებულ ევროპის თასზე დიდი წარმატებით იჭიდავა.

გიორგი ვაზაგაშვილის შეგირდებმა იქ 14 მედალი მოიპოვეს. აქედან 5-5 ოქრო-ბრინჯაოა, 4 - ვერცხლი. ტურნირის ჩემპიონები თამაზ კირაკოზაშვილი (60), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (81), შალვა ჩოჩელი (90) და გიორგი ლაზუაშვილი (+90) გახდნენ. აპოლონ ზურაბიანი (66), ბექა დონღვანი (73), ადამ ვარაზაშვილი (81) და გიორგი გელაშვილი (+90) მეორეზე გავიდნენ, გოდერძი ფეტვიაშვილი (55), დავით ჭიკაიძე (66), ჯაბა მუმლაძე (81), ჯაბა კაპანაძე (90) და ზაზა ხუბულური (+90) კი ბრინჯაოს დაეუფლნენ. აქვე დავამატებთ, რომ ანთალიაში მედლები ქართველმა გოგოებმაც მოიპოვეს - მარიამ ჯანაშვილი (57) ჩემპიონი გახდა, მარიამ ციხელაშვილი კი ამავე წონაში მესამე იყო.

ვაზაგაშვილმა ანთალიაში გაფართოებული შემადგენლობა წაიყვანა - რაკიღა მისთვის ეს პირველი უცხოური შეჯიბრება იყო, ხოლო შეგირდების შესამოწმებლად ბევრი შეჯიბრება არც საშინაო ასპარეზზე ჰქონია, გადაწყვიტა, თურქეთში ქვეყნის ყველა მედალოსანი გამოეცადა. იმ 32 კაცს 6 საკუთარი ხარჯითაც დაემატა, რომელთაგანაც ერთი ბრინჯაოს პრიზიორი ფეტვიაშვილია.

საინტერესოა, რომ მან საქართველოს ჩემპიონატზე 60-ში იჭიდავა და მეხუთეზე გავიდა, ანთალიაში კი ვაზაგაშვილმა ქვედა წონაში ასპარეზობა მოსთხოვა. მისმა მოთხოვნამ გაამართლა კიდეც.

მწვრთნელი ივნისის ბოლოს მალტურ კოტონერაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას არჩევს. ამ თვალსაზრისით, მისთვის უთუოდ ნიშანდობლივია კირაკოზაშვილის, ღვინიაშვილის, ჩოჩელისა და ლაზუაშვილის ოქროები - მათ საქართველოს ჩემპიონატიც მოიგეს. მას ფრიად გაუცრუეს იმედები 50-ის და 55-ის ფალავნებმა - საქართველოს ვერც ერთი მედალოსანი სამეულში ვერ მოხვდა, ხოლო ფეტვიაშვილი როგორ აღმოჩნდა 55-ში, უკვე გითხარით. 60-66-ის წარმომადგენლებმა მეტ-ნაკლებად დამაიმედებლად იჭიდავეს, თუმცა მწვრთნელს იმედები ყველაზე მეტად ზედა ოთხი წონის ფალავნებმა გაუმართლეს, სადაც კვარცხლბეკზე ჩვენებურები ჭარბობდნენ. ამათგან 90-ის გარდა, დანარჩენ სამში ქართული ფინალი გაიმართა, 73-ში კი ნახევარფინალში ოთხივე ქართველი ჭიდაობდა.

აქედან გამომდინარე, ვაზაგაშვილის კმაყოფილება გასაკვირიც არაა, თუმცა არც ის დაუმალავს, ამის გამო ეიფორიას არ უნდა მივეცეთ, რადგან ევროპის პირველობა სულ სხვა, ბევრად რთული შეჯიბრებააო. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ვაზაგაშვილს კომენტარი ვთხოვეთ.

„შედეგებით კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა მაქსიმუმი გამოავლინეს. ზოგიერთი უცხოეთში პირველად ჭიდაობდა, ამას კი ყოველთვის ახლავს თავისებური დაძაბულობა. ამ ასაკის მოზარდებს ხშირად თუ მიეცემათ ასეთი დონის ტურნირებში გამოსვლის შესაძლებლობა, შედეგი ნამდვილად იქნება. გაიმარჯვეს იმათ, ვისგანაც ველოდით კიდეც წარმატებას. ოთხი მათგანი, პარალელურად, საქართველოს ჩემპიონიცაა ანუ დაამტკიცეს, რომ ქვეყნის პირველობა შემთხვევით არ მოუგიათ, თუმცა ამჯერად ვინმეს გამოყოფისგან თავს შევიკავებ.

ანთალიაში 14 ნაკრები გამოდიოდა და რუსების გარდა, ყველა უძლიერესი შემადგენლობით ჭიდაობდა. თუმცა სამომავლო გეგმებს მთლად ამ შედეგზეც ნუ ავაგებთ - წინ კიევის ევროპის თასია, მერე - ადგილობრივი შეჯიბრებები გორსა და ბორჯომში. ვნახოთ, როგორ გამოვლენ ბიჭები. კიევში დაახლოებით 12-13 კაცით წავალთ. მათ შორის აუცილებლად იქნებიან ანთალიაში გაჩემპიონებული ბიჭები, მაგრამ საბოლოო შემადგენლობა ჯერ არაა ცნობილი. რადგან ნაკრების კანდიდატთა უმეტესობა მოსწავლეა, ჯერჯერობით მათი ერთად შეკრება არ ხერხდება, მაგრამ 25 აპრილიდან ბაკურიანში წავალთ საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე. საბედნიეროდ, ამ მხრივ გვეხმარებიან და ევროპის პირველობამდე კიდევ მოვაწყობთ შეკრებას“, - გვითხრა ვაზაგაშვილმა.

likuna
ძალიან მაგარი ხარ გიოო...დიიდ წარმატებებს გისურვეებ! შენ ნამდვილად იმსახურებ ამაას დაა მიაღწევ კიდეეც შენი შრომისმოყვარეობის,პროფესიონალიზმისა და რა თქმა უნდა შენი ფალავნების მონდომების წყალობიით.
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის