საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი შეაფასა
ამას წინათ მალტაზე დამთავრდა ახალგაზრდა წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რიმელშიც 16 საუკეთესო ნაკრები მონაწილეობდა. ჩვენმა გუნდმა პირველობაზე ექვსი მატჩი ითამაშა: მასპინძლებსა (15:9) და თურქებს (14:7) მოუგო, ხოლო სერბებთან (2:13), უნგრეთსა (7:21) და ორჯერ საფრანგეთთან (9:10, 5:10) დამარცხდა და საბოლოოდ მეათე ადგილი დაიკავა.

- შეგირდების თამაშითა და შედეგით კმაყოფილი ვარ, - გვითხრა სამშობლოში დაბრუნებულმა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ. - ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებს გავუსწარით, როგორებიცაა რუმინეთი, გერმანია, თურქეთი, უკრაინა. ბიჭებს ძალა და ენერგია არ დაუზოგავთ არა მარტო მალტაზე, არამედ ბოლო ორი თვის განმავლობაში მოსამზადებელი ეტაპისას. მათთან მუშაობა სიამოვნება იყო.

უნდა გითხრათ, რომ ევროპაში წყალბურთის დონე ძალიან ამაღლდა. უწინ თუ 6-7 ქვეყანა დომინირებდა, ახლა როგორც უფროსებში, ისე ახალგაზრდებში ფინალის მონაწილე პირველ და მეორე რვა-რვა გუნდს შორის თამაშის კლასში სხვაობა ძალიან მცირეა. დასტურად თუნდაც მალტაზე გამართული პირველობაც კმარა. ფინალში ასპარეზობა ჩვენთვის გამოცდილების მისაღებად კარგი სკოლა იყო.

- წლეულს, გაზაფხულზე, შესარჩევი ტურნირისას ფრანგებს შინ 7:1 ვაჯობეთ, ევროფინალში კი ორჯერ დავმარცხდით...

- ფრანგებმა მალტაზე სრულიად განსხვავებული გუნდი ჩამოიყვანეს - მათ შემადგენლობაში ოთხი ახალგაზრდა წყალბურთელი თამაშობდა, რომლებიც ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების ღირსებას იცავენ.

ამის მიუხედავად, პირველ მატჩში მსაჯების შეცდომა რომ არა, შეხვედრას არ წავაგებდით. მეორე პაექრობისას კი სამი პერიოდის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა იყო. საფინალო გონგამდე სამი წუთით ადრე, როცა მეტოქე ორი ბურთით გვიგებდა, ბიჭებმა თავდასხმა გააძლიერეს, დაცვის ხაზი კი, სამწუხაროდ, მოიშალა და ფრანგებმაც ამ მოკლე დროში სამი გოლი გაგვიტანეს. ასე რომ, ანგარიში მატჩის რეალურ სურათს არ ასახავს.

თანაც, ფინალური ეტაპისთვის ფრანგები თუ გაძლიერდნენ, ჩვენ დავსუსტდით, რადგან ერთ-ერთი ლიდერი, გუნდის კაპიტანი გიორგი წულუკიანი ტრავმის გამო დაგვაკლდა. მეტოქეებისგან განსხვავებით, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ძირითადის მოთამაშე თანაბარძალოვანი წყალბურთელით შევცვალოთ. თუმცა ახლო მომავალში ამ პრობლემასაც მოევლება - ნიჭიერი თაობა მოდის.

- თქვენი გუნდის სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?

- ეს ბიჭები მალე ახალგაზრდულ ასაკს გადააბიჯებენ. ამიტომ გაისად 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებენ და აქედანვე თანატოლთა შორის ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის თასი მოიგო
რევაზ ჩომახიძე: საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო იყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი: ეს მოგება ჩვენთვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესი იყო
რევაზ ჩომახიძე: მთავარი იყო ნაკრების წყალბურთელთა შეთამაშება და ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა - ქართველი წყალბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის კომენტარი თურქეთის დამარცხების შემდეგ
ჩომახიძის დიპლომატიური კომენტარი რუსეთთან მიკერძოებულ მსაჯობაზე
წყალბურთელ ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები: ევროპის რეპეტიცია თბილისში