საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მალტაში მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე დივიზიონის ნახევარფინალში გერმანია 19:13 დაამარცხა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა!

მსოფლიო თასი 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება და მასში 8 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: მასპინძელი ავსტრალია, საქართველო, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, მონტენეგრო, ესპანეთი და უნგრეთი.

საქართველოს ნაკრები

ბესარიონ ახვლედიანი (4 გოლი), სტეფან პიეშივაცი (3), ხვიჩა ჯახაია (3), საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ნიკა შუშიაშვილი (2), ვატო დადვანი (1), ანდრია ბითაძე (1), დუშან ვასიჩი (1), იოვან სარიჩი (1), გიორგი მესხი (1), ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, ანდრია ვლაჰოვიჩი, ლუკა ჩიქოვანი, საბა მაჭავარიანი.

მეგრელი
საქართველოს გაუმარჯოს
ბელა
გაიხარეთ ვაჟკაცებო, მადლობა ამ სიხარულისთვის.
მარი
სულ წარმატებით გევლოთ ბიჭებო. გაიხარეთ საქართველოს სასახელო შვილებო.
სახელობითი ბრუნვა : ალექს-ი
დიახ, ალექს -ი ! ქართულად სახელი, დასახელება და ე.წ. ნიკიც სახელობით ბრუნვაში იწერება. ქართულად, ასეა ! :)
ირაკლი
ბრავოოო! ისეთი მაღალი თამასა დადეთ, აწი ევროოპის ჩემპიონატზე მარტო გასვლა აღარ დაგავკამყოფილებს, აწი იქ რამდენიმე თამაშიც უნდა მოვიგოთ! ჩომახიძე კარგი მოთამაშე კი იყო, მაგრამ მწვრთნელი ეტყობა უკეთესი დადგა! მადლობა სამწვრთნელო შტაბს! წარმატებები!
ნიკოლოზი
გეთაყვანეთ ბიჭებო, გილოცავთ თქვენც და ყველას ვისაც გულს იხარებს ამ ქვეყნის წარმომადგენლის ,თუნდაც იორის ოდენი გამარჯვება და სახელი, მით უფრო ასეთი აღმატებული. დამსახურებული გამარჯვებებით გევლოთ მრავალჟამიერ.
გიორგი
შემოგევლეთ მკლავში, მუხლში, ჯილაგში, ჯიშში, გენში, გულში, ჩემო ლამაზო, ტკბილო, თბილო, ბარაქიანო, ბრილიანტო ქართველებო, იხარეთ,გაძლიერდით,წარმატებები და წარმატებები ბრილიანტებო
ალექს
ის რომ "ქართველი" ადამიანი თანაბრად აღტყინებულია "საკუთარი სამშობლოს" ამ გასაოცარი წარმატებით და რომელიღაც ქვეყნის არჩევნების შედეგებით მოწმობს იმას თუ რა დონეზე შეიძლება დეგრადირდეს ადამიანური პიროვნება და მისი აზროვნება.
fani
ბრავო, გილოცავთ! მიდით ბიჭებო, ოქროები ხართ. ამ ბოლო ღამეს 2 მაგარი ამბავი გავიგე: სპორტული ეს არის და სხვა დანარჩენი... ორბანის დამარცხება უნგრეთის არჩევნებში :)
რევ მართალი
ძალიან გამეხარდა. გილოცავთ.
ალექს
დაუჯერებელი ამბავია, ფაქტიურად მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალს ვთამაშობთ!გილოცავთ და აწი თამამად შეგვიძლია ვთქვათ ხოლმე: წყალბურთი ჩვენი თამაშია!
S.K.K.
ავსტრალიაში ალბათ ჩვენი ერთადერთი "საკბილო" ნაკრები მასპინძლები იქნებიან. მაგრამ რაც გაკეთდა ესეც უკვე დიდი საქმეა. გილოცავთ
ჯუჯი
წარმატებები ავსტრალიაში.
გილოცავთ. მადლობა ბიჭებო
მსოფლიოს 8 უძლიერრსში უკვე ვართ და ბიჭებს დიდი მადლობა. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ.
Mamuka
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო ნამდვილად საამაყოები ხართ და გვეამაყებით კიდეც სულ გამარჯვებით გევლოთ ერის და ყვეყნის საამაყოდ და სადიდებლად ღმერთმა დაგლოცოთ
555
გილოცავთ!ძალიან გაგვახარეთ.მადლობთ.
"მაი კაია" !
მაი მართლა კაია და მაგარია ! გუნდურ სახეობაში 8 გუნდში !!! აუუჰ, რა გა- მა/გვა-ხარეთ ! მადლობა ამ დიდი წარმატების ყველა მონაწილეს და შემოქმედს ! პ.ს. ერთი თხოვნა (არასაწყენად და მცირე იუმორით ): ავსტრალიაში, ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტრადიციულად ძალიან ძლიერი ისეთი დონის ნაკრებები არიან /იქნებიან , რომ ... ერთ თამაშს მაინც, თუნდაც მხოლოდ ერთს, რომ არ წააგებდეთ ეგეც კი ძალიან კარგი იქნება. :) გაიხარეთ !

ყოჩაღ და გილოცავთ!მსოფლიოს შესარჩევი თამაშებია და რა მოხდებოდა,ჩვენი ნაკრების რეპორტაჟები,თუნდაც ვიდეოჩანაწერები დაედოთ!ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ,საქართველოს ნაკრებში,ძირითადად ლეგიონერები თამაშობდნენ,რომლების კისერზეც გადადიოდა,ძირითადი დატვირთვა და გოლების აბსოლიტური უმრავლესობა.ჩვენი ახალგაზრდები,მათ გვერდით ვაჟკაცდებოდნენ და იძენდნენ გამოცდილებას.დღეს კი,აგერ 19 გოლიდან მხოლოდ 4 გოლია ლეგიონერების ანგარიშზე და მხოლოდ 4 ლეგიონერმა ითამაშა.ყოველწლიურად კიდევ რამდენიმე მოთამაშე ემატება ჩვენ ნაკრებს,ახალგაზრდული შემადგენლობიდან და მატჩების ძირითად სიმძიმეს,ლეგიონერებთან ერთად,უკვე ჩვენი ბიჭებიც თანაბრად კისრულობენ.უკვე შეგვიძლია ვთქვათ,რომ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალაა და დაიბრუნა ის პოზიციები,ათეული წლების წინ რომ ჰქონდა.თბილისის დინამო ხომ საერთაშორისო ტურნირებზე,თანაბრად ებრძოდა და ხშირად ამარცხებდა კიდეც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საკმაოდ ძლიერ ნაკრებებს.აღდგომაც მოგვილოცეს და სიხარულიც მოგვანიჭეს,ბიჭებმა!
გიორგი 50
გილოცააავ საქართველო! ასეთი წარმატება, რომ მსოფლიოზე 8 საუკეთესო ერ. ნაკრებებს შორის მოხვდე... უკვე უდიდესი წარმატებაა... დიდი მადლობა წყალბურთელებს...
ქორ-პარიკმახერი
ძალიან მაგარი ამბავია! ყოჩაღ! ყველას გილოცავთ! მადლობა გუნდს და ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში
ზურაბ
ქრისტე აღდგა! გაიხარეთ!
Dato
ტრი-ტრის ჭადრაკს უყურე მეგობარო ან ას უჯრედიან შაშს მაგარი კორექტული მსაჯობაა
ზვიადი
ყოჩაღ! გილოცავთ!
ირაკლი

g.g.
სერბეთი ვერ გავიდა და ჩვენ გავედით.
ზურა
გილოცავთ! გაიხარეთ ბიჭებო!❤️
Dato
გილოცავთ ეს ერთი და სხვა ათასი
ტრი-ტრი
მარტო ევროპაში თამაშობენ მაგ უაზრო სპორტის სახეობას? მაგაზე მიკერძოებული და არაობიექტური მსაჯობა არც ერთ სახეობაში არაა. ყოველთვის ძლიერის მხარეს არიან.
Დათო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
ტორესი პედრის პსჟ-ში გადასვლაზე დაჟინებით არწმუნებს
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
[VIDEO] იწუწუნეს, იწუწუნეს და უნგრეთს სძლიეს - უკრაინამ თბილისში ჩამოსვლამდე სამი ქულა მოიპოვა
სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?
ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელი: ხვიჩას სივრცე არ მივეცით - გამარჯვებას ვიმსახურებდით!
[VIDEO] სანიოლის გაუმართლებელი არჩევანი, კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხით დაიწყო
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
"სწორედ ეს არის ის, რაც სხვებისგან გამომარჩევს" - ლამინ იამალი
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა