თავისუფალი ჭიდაობის მსგავსად, წონითი კატეგორიები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც შეიცვალა
თავისუფალი ჭიდაობის მსგავსად, წონითი კატეგორიები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც შეიცვალა, თუმცა იქ არსებულ 8 წონას, უბრალოდ, ორი თუ დაემატა, აქ ყველაფერი თავდაყირა დადგა. პარალელურად, ცხადია, არაორდინარული გადაწყვეტილებებით ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებულმა ფედერაციამაც გაგვანებივრა.

მოკლედ, წონითი კატეგორიების რაოდენობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც 10-მდე გაიზარდა, თუმცა ოლიმპიური კატეგორია აქაც 6 იქნება, დანარჩენი კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვისაა განკუთვნილი. ამიერიდან ბერძნულ-რომაულში, მინიმუმ, ამ ოლიმპიურ ციკლში მაინც შემდეგი წონითი კატეგორიები იქნება: 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97 და 130, ამათგან კი ოლიმპიადის პროგრამაში შევა 55, 63, 72, 87, 97 და 130.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთისთვის რა გუნდიც გვყავს, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი ჩამონათვალია. დავიწყოთ იმით, რომ მინიმალური ზღვარი დასწიეს - მართალია, 55 კილოგრამი არც ჩვენთვის და არც - ჭიდაობისთვის უცხო არაა, მაგრამ ჭამა-სმის მოყვარულ ქართველებს ასეთ მჩატე წონებში ყოველთვის გვიჭირდა ხეირიანი ფალავნები. თუმცა, გასაგებია, მსოფლიო ჩვენს გემოვნებაზე არ მოეწყობა და, პირიქით, ჩვენ უნდა მოვერგოთ არსებულ წესებს, მაგრამ ამ წონაში მიმდინარე ციკლში გაგვიჭირდება. თან, ეს ოლიმპიური წონაა.

მეორე ცუდი ისაა, რომ საერთოდ ამოვარდა 66 კილოგრამი, სადაც ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი გოგა გოგიბერაშვილი გვყავს. ისინი უპრობლემოდ გადაინაცვლებენ 67-ში, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ეს წონა არაა ოლიმპიური და ტოკიოს თამაშებზე მოსახვედრად მათ, სავარაუდოდ, 72-ში მოუწევთ ანაცვლება, რაც არ იქნება იოლი. განსაკუთრებით - გოგიბერაშვილისთვის, თორემ ბოლქვაძე ამ ბოლოს კი ჭიდაობდა 71-ში. თუმცა ეს მაინც არ იყო მისი წონა და უფრო იძულებით უხდებოდა იქ გამოსვლა. მისთვის ოპტიმალური წონა მაინც 66-67 კილოგრამებია, სადაც ევროპა-მსოფლიოზე ნამდვილად უნდა ჰქონდეს შედეგები.

ჩვენთვის კიდევ ერთი ცუდი ამბავი ისაა, რომ საერთოდ ამოვარდა 80 კილოგრამი - ოლიმპიურშიც და ისეც, რაც ძალიან ცუდია ჩვენი გუნდის ლიდერის, ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილისთვის. ევროპა-მსოფლიოზე 82-ში კი იასპარეზებს, მაგრამ ოლიმპიადისთვის სად უნდა დადგეს - 72-ში თუ 87-ში? ორივე ძალიან გაუჭირდება, თუმცა 72-მდე დაკლება მთლად შეუძლებელი ჩანს და ისევ 87-ში თუ ეცდება ოლიმპიადაზე მოხვედრას.

მსოფლიოს ფედერაციის უცნაურობა იმაშიც ჩანს, რომ ოლიმპიურ წონებში 72 კილოგრამის შემდეგ 15-კილოიანი შუალედი აქვს. თუნდაც 82 რომ დაეტოვებინათ, დათუნაშვილისთვის იდეალური იქნებოდა, ახლა კი კაცი ლამის გამოეთხოვოს ოლიმპიადაზე მოხვედრის ოცნებას.

რაც შეეხება ზედა სამ წონას - 87, 97 და 130-ს, ჩვენებისათვის, არსებითად, არაფერი იცვლება. მართალია, აქამდე 98 კილოგრამი იყო, მაგრამ 1 კილოს დაკლება არაა დიდი პრობლემა. სამაგიეროდ, 86-ს დაემატა 1 კილოგრამი, რაც, პირიქით, კარგიც უნდა იყოს წონის დამკლები ფალავნებისთვის.

მსოფლიოს ფედერაციის მთავარი უცნაურობა ისაა, რომ ორივე საჭიდაო სტილში ისევ სხვადასხვა წონითი კატეგორიაა, რაც დამაბნეველია ყველასა და ყველაფრისთვის. აბა, ვინ აგვიხსნის, რატომ უნდა იყოს მძიმე წონა "თავისუფალში" 125 და ბერძნულ-რომაულში - 130?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato19921992
ასე ადვილად ვერ მოაშლეინებ :)))
გია
ნამდვილად კარგი კონკურენცია იქნება
დასავლეთ საქართველო-ელი, Че То Елы ?
"მაგარი" კომენტარი "შე- ჰ- ქმენი", აი! "სიდოური" ხარ, შენ "შემოგევლე თქვა, და სო მეურქ, სკანი... :)
ქუთაისელი
ერთი და იგივე პირობებია მაგრამ ძალიან არეულია მაინც სიტუაცია. როგორ შეიძლება ზოგმა მარტო მსოფლიოზე იაროს და ზოგმა ოლიმპიადაზეც.. სისულელის ზენიტში არიან ...
SS
თქვენ სუ უნდა წუწუნებდეთ, კაცო??? სხვებისთვინ იგივე პირობები არ არი? ეს წუწუნი და ქვითინი დასავლეთ საქართველოელებს როგორ მოგაშლეინოთ კაცმა?
ირაკლი
55-ში სილაგავა და წურწუმია, 63-ში შოთაძე და აბულაძე, 72-ში ზოიძე და ბოლქვაძე, 87ში კობლიაშვილი, გობაძე და კელასოვიც შეიძლება, 97ში ნადარეიშვილი, მელია და მძიმეში პატარიძე
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ დათუნაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრინჯაოსთვის მხოლოდ დათუნაშვილი იბრძოლებს
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
მსოფლიოს ჩემპიონატი: მესამე ბრინჯაო არ შედგა
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები: საფიქრალი და იქნებ დილემაც
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები: ვარშავა გაირკვა, ბაქო გაურკვევლობაშია
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღის ანონსი: დღეს ჩვენი ლიდერები გამოვლენ