მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ბუბკა, შესაძლოა, ჩართული იყოს კორუფციულ გარიგებაში ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ დამინ დიაკთან და რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ ვალენტინ ბალახნიჩევთან ერთად

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ბუბკა, შესაძლოა, ჩართული იყოს კორუფციულ გარიგებაში ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ დამინ დიაკთან და რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ ვალენტინ ბალახნიჩევთან ერთად, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი.

იტყობინებიან, რომ 2009 წლის ზაფხულში ბუბკამ 45 ათასი დოლარი გადარიცხა კომპანია New Mills Investments-ში, რომლის ბენეფიციარი იყო ბალახნიჩევი. უფრო ადრე ბუბკამ ასევე 45 ათასი გადარიცხა დიაკის კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, ბალახნიჩევი გადადგა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციიის პრეზიდენტობიდან ცნობილი დოპინგ-სკანდალის შემდეგ. მოგვიანებით, მან სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისიისგან.

საფრანგეთის საფინანსო პროკურატურის ინფორმაციით, არსებობს იმის ნიშნები, რომ ფული გადაირიცხა საერთაშორისო ფედერაციისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრთა ხმების შესაძენად, რომლებიც მონაწილეობდნენ ოლიმპიური თამაშებისა და სხვა ტურნირების მასპინძელი ქალაქების არჩევნებში.

უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა უკვე გამოვიდა ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფით.

"Le Monde-ი ცდება. ეს გადარიცხვა 2009 წელს ვალენტინ ბალახნიჩევის მისამართით, განკუთვნილი იყო საყოველთაოდ ცნობილი ტურნირის - "ჭოკის ვარსკვლავების" განვითარებისთვის სხვა ქალაქებში.

თამამად შემიძლია ვამტკიცო, რომ ჩემი ხმა ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის არჩევნებისას არავის შეუძენია და ჩემი მხრიდან კორუფციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია", - განაცხადა ლეგენდარულმა მძლეოსანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა