საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეფას ერთა ლიგაზე საუბრობს
შესავლისთვის მოკლედ შეგახსენებთ: ჟენევაში, უეფას მე-13 რიგგარეშე კონგრესზე, უეფამ "ერთა ლიგის" ახალი პროექტი წარადგინა. ქვეყნები 4 ლიგაში გადაანაწილეს. თამაშები 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შინ და გასვლაზე ჩატარდება. ჯგუფებში გუნდების რაოდენობის მიხედვით, ნაკრებები 4 ან 6 მატჩს გამართავენ. A და B ლიგებში 12-12 გუნდი მოხვდება, ხოლო C და D ლიგებში - შესაბამისად, 15 და 16. ერთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულისთვის მხოლოდ A დივიზიონის გუნდები იბრძოლებენ - 4 ჯგუფის გამარჯვებულები ერთმატჩიან ნახევარფინალში ითამაშებენ, შემდეგ - ფინალში. ფინალური ეტაპის მატჩები 2019 წლის ივნისში ჩატარდება.

ამ ეტაპზე არსებული რეიტინგით, ჯგუფები ასე გამოიყურება:

A ლიგა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, უელსი.

B ლიგა: რუსეთი, ჩრ. ირლანდია, სლოვაკეთი, შვედეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია, თურქეთი, ირლანდია, დანია, უნგრეთი.

C ლიგა: სლოვენია, ალბანეთი, ჩერნოგორია, სერბეთი, შოტლანდია, ჩეხეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ნორვეგია, კვიპროსი, ფინეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი.

D ლიგა: ლიტვა, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, მაკედონია, ფარერები, ლუქსემბურგი, ლატვია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

თითოეული ამ ლიგის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები D ლიგაშია. ჩვენი დივიზიონის პლეი-ოფის მატჩები 2020 წლის მარტში გაიმართება და ევროფორუმზე მოხვედრის ბევრად მეტი შანსი გვექნება, ვიდრე შესარჩევი ციკლიდან.

ამ თემაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, ზაზა ჯანაშიას ვთხოვეთ.

- ეს ტურნირი ჩვენი ნაკრებისთვის მისაღებია. საერთოდ, ეროვნული გუნდი რაც უფრო მეტ შეხვედრას ჩაატარებს, მით უკეთესი. ეს ფორმატი კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა. ისედაც, რომ ვთქვათ, D დივიზიონში რომელი ნაკრები გვჯობია?

- მეორე მხრივ, გრანდებთან თამაშები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ეს სიამოვნება მოგვაკლდება...

- მესმის, რომ გრანდებთან შეხვედრები კარგია. თუნდაც იმიტომ, რომ ამით შენი დონეც იზრდება და მაყურებელიც მეტად ინტერესდება. მაგრამ ეს მინუსი საჩვენოდ კარგია, რადგან სუსტ გუნდებში მოვხვდით და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ძალიან რეალური შანსი გვიჩნდება.

- თქვენი აზრით, ხალხი ამ თამაშებით დაინტერესდება?

- აუცილებლად დაინტერესდება!

- ლიტვა, ბელორუსი, სომხეთი და მაკედონია საინტერესო იქნება, მაგრამ ფარერები, ანდორა, სან მარინო და გიბრალტარი ვის დააინტერესებს?

- როცა საქმე ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხება, გუნდის მხარდასაჭერად ხალხი სტადიონზე აუცილებლად მივა და ტრიბუნებს შეავსებს.

- თქვით, რომ D დივიზიონში არც ერთი ნაკრები არ გვჯობია...

- რამე არასწორი ვთქვი?

- ცალსახად იმასაც ვერ ვიტყვით, რომ სხვებს ვაჯობებთ. მაგალითად, სომხეთი საკმაოდ საინტერესო გუნდია...

- კარგით, რა... ეს ერთი ფეხბურთელის, მხითარიანის ნაკრებია, ფეხბურთს კი ერთი კაცი ვერ მოიგეს. მთლიანობაში, ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს.

- ლიტვაზე, ბელორუსსა და მაკედონიაზე რას იტყვით?

- ჩვენზე მეტი პოტენციალი არც ერთს არ აქვს. მთავარია, ჩვენ რა ფეხბურთის თამაშიც გვეხერხება და გვიყვარს, ის ვითამაშოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.

- ვაისის ნაკრებზე რას იტყვით?

- კარგად ათამაშდნენ და პროგრესი ნამდვილად აქვთ. მე მისი მუშაობა მომწონს.

"ლელოს" მომდევნო ნომრებში სხვათა ნააზრევსაც გაეცნობით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაგი
ამას რომ იტყვი! ააა რა დაახეთქა!!
zaza
კატალონია რაღას დაგემატება დაიჭირეს მგონი ნახევარი ავტონომია. ისე ღმერთმა ნუქნას ეგ ამბავი თორე ცალი ფეხით მოიგებენ ყველა თამაშს რასაც ქვია.მარა არც გაჩერდებიან დიდხანს ჩვენსავით მაჩანჩალა ჯგუფში.

კოსოვოს ნაკრები იყო უკვე ჩამოსული სხვადასხვა სახეობებში
mamuka
ეს ყველაფერი კარგი, ისიც გასაგებია, რომ ფეხბურთი სპორტია და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ, სად და როგორ წარმოგიდგენიათ კოსოვოს ნაკრებთან თამაში? ამაზე თუ გიფიქრიათ ვინმეს?
ანდრი
გამოჩნდება ვინ ვის ჯობია. ასეთი წინასწარი ქედმაღალი განწყობით ჩავჯექით ჭაობში.
bajo
ზაზა ზუგდიდს მიხედე ზუგდიდს,
ლაშა
ეეეხ..... ზაზა! ზაზა! შენ არ იყავი ნაკრების თამაშებზე რომ აგვიანებდი?
ბაჩო გ
კატალონია დაემატება ეხლა D ლიგას ჩვენდა საუბედუროოდ
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა შეიცვალა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
ერთა ლიგა - ევრო 2020-ზე მოხვედრის ყველაზე იოლი გზა საქართველოს ნაკრებისთვის
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
"თუ ეს მოხდება, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგებაც შეუძლია" - ზაზა ჯანაშია კვარაცხელიაზე
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
უეფას ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრები და შანსი ბოლო კალათიდან
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა