კვირას ქუთაისში "ტორპედო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს
ამ ტურის მატჩებით ეროვნულ ლიგაში III წრე დასრულდება, თუმცა ეროვნულ ლიგაში მხოლოდ მომდევნო ტურის შემდეგ იქნება ორკვირიანი შესვენება. წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ ისევე, როგორც პირველ და მეორე წრეში, ამ "საშუალედო ფინიშის" გამარჯვებულიც (თანაც - ვადაზე ადრე) თბილისის "დინამოა".

თუმცა მხოლოდ ამ ტურის შედეგების შემდეგ შეგვეძლება იმის თქმა, თუ რამდენად კომფორტული სხვაობა ექნება ლიდერს უახლოეს კონკურენტებთან. მით უფრო, რომ ერთ-ერთ უშუალო მდევარს სწორედ ამ ტურში უნდა დაუპირისპირდეს: კვირას, 24 სექტემბერს ხომ "ქართული კლასიკოა".

III წრის ბოლო ტურის დასკვნითი მატჩი ("ტორპედო"-"დინამო") როგორი საინტრიგო თემაა, ამაზე, ალბათ, აღარც ღირს ბევრი ლაპარაკი. ამას გარდა, მოახლოებულ ტურში სხვაც ბევრი საინტერესო მატჩია და იმის ალბათობაც დიდია, რომ სატურნირო ცხრილში გარკვეული გადაადგილებებიც მოხდეს.

22.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:30

კოლხეთი-დინამო (ბთ)

ურთიერთშეხვედრები

51: +17 =13-21, 51-60

დისკვალიფიკაცია: ამოს ნონდი (კოლხეთი)

I-II წრე 0:1, 0:0

მართლაც უსიამოვნო სტატისტიკური მაჩვენებლით ამთავრებენ III წრეს ეს დიდი ტრადიციის მქონე გუნდები: "კოლხეთს" ზედიზედ 5 წაგება აქვს, ბათუმის "დინამოს" კი - სამი! ეგ კი არა, "კოლხეთს" უკვე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - ამ გუნდმა უკანასკნელად... 4 (ოთხი!) თვის წინ გაიმარჯვა.

ჰოდა, ამიტომაცაა, რომ "კოლხეთი" ვერაფრით ახერხებს პლეი-აუტის ზონიდან თავის დაღწევას, სადაც წინა ტურის შემდეგ ბათუმის "დინამოც" აღმოჩნდა, ასევე არასახარბიელოდ რომ ასპარეზობს ბოლო პერიოდში: უკანასკნელ ექვს მატჩში მხოლოდ ერთადერთი გამარჯვება აშკარად წარუმატებელი შედეგია იმ გუნდისთვის, წინა სეზონი ჩემპიონატში მესამე ადგილზე რომ დაასრულა.

სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ეს "შავისზღვისპირული დერბი" დაძაბული უნდა გამოდგეს; თუმცა, ემოციური მომენტები ამ გუნდების დაპირისპირებას მუდამ თან ახლავს და ამის დასტურად მიმდინარე სეზონის II წრის მატჩიც გამოდგება, როცა ორივე გუნდის სამმა ფეხბურთელმა მიიღო წითელი ბარათი.

და კიდევ ერთი საინტრიგო დაპირისპირებაც: ორივე გუნდს ხომ უკრაინელი სპეციალისტები წვრთნიან - ალექსანდრ შტელინი ("კოლხეთი") და კონსტანტინ ფროლოვი ("დინამო").

22.09. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. 20:00

საბურთალო-შუქურა

ურთიერთშეხვედრები

4: +3 =0 -1, 10-4

I-II წრე 5:0, 2:1

კიდევ ერთი წარმატებული მატჩი და გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილი "საბურთალო" კლუბის ხანმოკლე ისტორიაში საუკეთესო შედეგს გაიმეორებს: 2015/16 წლების სეზონის მეორე ნახევარში ამ ახალგაზრდულ გუნდს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა!

დღევანდელი ფორმაციის "საბურთალო" მართლაც მშვენიერ ფორმაში ხვდება ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ ეტაპს და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ევროპალიგის საგზურის მოპოვებაც არავის უნდა გაუკვირდეს.

"საბურთალოს" ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაღა თქმა უნდა, სტაბილურობაც არის, რომ აღარაფერი ვთქვათ შეტევაზე ორიენტირებულ თამაშზეც: ბოლო ორ მატჩში გუნდმა 9 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში!

ერთი შეხედვით, ასეთ ფორმაში მყოფი "საბურთალო" აშკარა ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ გუნდთან. თუმცა, "შუქურა" რომ არაფრით ეგუება თავის არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობას, ქობულეთელთა გუნდმა მიმდინარე სეზონში უკვე რამდენჯერმე დაამტკიცა.

არც ის დაავიწყდებოდა "საბურთალოს", რომ გიორგი შაშიაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა გასვლაზე ერთ დედაქალაქურ გუნდს ("ლოკომოტივი") მოუგო, მეორესთან ("დინამო") კი ფრედ ითამაშა.

23.09. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:30

ლოკომოტივი-ჩიხურა

ურთიერთშეხვედრები

8: +2 =3 -3, 14-11

დისკვალიფიკაცია: ნოდარ ქავთარაძე (ლოკომოტივი) - გიორგი გაბედავა (ჩიხურა)

I-II წრე 5:0, 3:0

ამ სეზონამდე "ლოკომოტივი" ვერაფრით ახერხებდა თავისი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქის დამარცხებას. როგორც იქნა, ნავსი გატყდა! ეგ კი არა, "ლოკომოტივმა" უკვე ორჯერ შეძლო (თანაც, ორივეჯერ - დიდი ანგარიშით) ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული გუნდის დამარცხება.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საჩხერელთა გუნდის კარში გატანილი 8 გოლიდან ზუსტად ნახევარი ირაკლი სიხარულიძის ანგარიშზეა: ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა პირველი წრის მატჩშიც შეასრულა "დუბლი" და მეორე წრის დაპირისპირებაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ "ლოკომოტივმა" წინა ტურში მეტად დასანანი მარცხი (მატჩის ბოლო წამებზე) იწვნია, გიორგი დევდარიანის გუნდს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ევროტურნირების საგზურის მოპოვების შანსი.

რაც შეეხება "ჩიხურას", საჩხერელთა გუნდმა, როგორც იქნა, სტაბილურად დაიწყო ასპარეზობა და ამის გამოც არის, სოსო ფრუიძის შეგირდებს სავსებით კანონზომიერი ამბიცია რომ გაუჩნდათ ევროტურნირებზე მოსახვედრად. მით უფრო, რომ "ჩიხურა" საქართველოს თასის ნახევარფინალშიც არის გასული...

23.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 20:00

დილა-სამტრედია

ურთიერთშეხვედრები

33: +15 =2 -16, 46-45

დისკვალიფიკაცია: გივი ქარქუზაშვილი (დილა)

I-II წრე 0:0, 0:4

ბოლო სამ მატჩში "დილამ" 2 უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო და გარკვეული პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, პლეი აუტის ზონას თავი დააღწია. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ ქულებს გორელთა კონკურენტებიც კარგავდნენ.

თუმცა, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილას" ამჯერად ერთობ ძლიერი მეტოქე ჰყავს - მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" მიმდინარე სეზონშიც ამბიციური მიზნები აქვს და ალბათ, სასწაული უნდა მოხდეს, ამ გუნდმა მიმდინარე სეზონი საპრიზო ადგილების გარეშე რომ დაასრულოს.

ეგ კი არა, გია ცეცაძის გუნდი ისეთ ფორმაშია, შარშანდელი შედეგი რომ გაიმეოროს, არც ეს უნდა იყოს ვინმესთვის გასაკვირი.

შეგახსენებთ, რომ "სამტრედიას" ეროვნული ლიგის გუნდებიდან ყველაზე ხანგრძლივი წარმატებული სერია აქვს: 11 მატჩია, არ დამარცხებულა, მათ შორის - მთელ III წრეში.

23.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:30 (LIVE I არხი)

ტორპედო-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები

65: +15 =16 -34, 61-112

დისკვალიფიკაცია: თორნიკე კაპანაძე, ანრი ჭიჭინაძე (ორივე ტორპედო)

I-II წრე 0:2, 1:2

ამ მატჩმა ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. "ქართულ კლასიკოში" გამარჯვების შემთხვევაში თბილისის "დინამო", ფაქტობრივად, საბოლოოდ ჩამოიცილებს ორი მდევრიდან ერთ-ერთს. წესით და რიგით, არც ფრე უნდა იყოს ურიგო "დინამოსთვის", მით უფრო, ბოლოდროინდელი საკადრო პრობლემების გათვალისწინებით.

აი, "ტორპედოს" გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკიდურესად გამძაფრდება - ამ შემთხვევაში ხომ ქუთაისელთა გუნდი სამ ქულამდე შეამცირებს სხვაობას თავის უპრინციპულეს მეტოქესთან!

საკადრო პრობლემები ვახსენეთ და უკვე არახალი ამბავია, თუ როგორი მოკლე სათადარიგოთა სკამით ხვდება კახა კაჭარავას დამოძღვრილი თბილისის "დინამო" III წრის ფინიშს. თუმცა, მთლად ოპტიმალური შემადგენლობით ვერც მასპინძლები იასპარეზებენ: "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი დისკვალიფიკაციის გამო ამ მატჩში ვერ დაიხმარებს წამყვან ფორვარდ თორნიკე კაპანაძესა და ამ ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში "გაშინაურებულ" ახალგაზრდა ცენტრალურ მცველ ანრი ჭიჭინაძეს.

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში თბილისის "დინამოს" არც ერთ გუნდთან არა აქვს ამდენი წაგება, რამდენიც "ტორპედოსთან" და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სწორედ ქუთაისელთა გუნდმა მოახერხა პირველად (2000 წელს) "დინამოს" ჰეგემონიის დამხობა.

თუმცა, "ტორპედო" ჩემპიონატის მატჩებში უკვე 5 წელიწადია, ვერაფრით ახერხებს თავისი უპრინციპულესი მეტოქის დამარცხებას. ბოლო გამარჯვება "დინამოსთან" 2012 წლის 6 მაისით თარიღდება, როცა გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" გასვლაზე მოუგო "დინამოს".

აი, ქუთაისში კი, უკანასკნელად 2011 წელს მოიგო, როცა დროებითი მწვრთნელის, გიორგი სუხიაშვილის დამოძღვრილმა "ტორპედომ" მატჩის დასაწყისშივე ორი სწრაფი გოლი (გრიგოლ დოლიძე, გიორგი მეგრელაძე) გაუტანა ესპანელი მწვრთნელ-ფეხბურთელებით გადაძეძგილ "დინამოს" და საბოლოოდ, 2:1 გაიმარჯვა.

მიმდინარე სეზონში კი ორივე მატჩი "დინამოს" გამარჯვებით დამთავრდა; აღსანიშნავია, რომ პირველ შემთხვევაში, "დინამო" I წრის გამარჯვებული გახდა. აი, II წრის მატჩი კი, ნაღდად მშვენიერი სანახაობა გამოდგა: პირველ ტაიმში უბერებელმა გრიგოლ დოლიძემ მშვენივრად ისარგებლა "დინამოს" უკრაინელი მეკარის, სერგეი ლიტოვჩენკოს შეცდომით და ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმში კი გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენამ დინამოელთა თამაში საგრძნობლად შეცვალა...

აღარაფერს ვამბობთ საბა ლობჟანიძის ძალიან გამორჩეულ თამაშსა თუ გიორგი პაპუნაშვილის ოსტატურ გოლზე. საბოლოოდ, "დინამომ" ის თამაში 2:1 მოიგო და "ზაფხულის ჩემპიონიც" გახდა.

თუმცა, დღესდღეობით, გუნდში აღარც ჩაკვეტაძეა, აღარც - საბა ლობჟანიძე, აღარც - გიორგი პაპუნაშვილი და აღარც - ბაჩანა არაბული (ქუთაისურ მატჩში პირველი გოლის ავტორი), ხოლო გიორგი თევზაძე ტრავმირებულია, ისევე, როგორც გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 20

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13

ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

QWERTY
ალბათ ვაგონით ფული რომ მოჰქონდა ტორეპდოსათვის,იმის გამოსახსნელადაა წასული :) მაგრამ იმედია ხვალ ტორპედო როგორც მინიმუმ არ წააგებს.
CHACHAVA GAIPARA
DARCHA TORPEDO UPATRONOD ISEV ARC XELPASEBI DA ARAPERI
daviti
klasiko xo?))))
demsi
რა ხდება ტორპედოში, ჩაჩავა ხელფასებს და პრემიებს ვერ აძლევს გუნდს, მაშინ საერთოდ რატომ მოდიოდა
Guadua
მოგებებს ვუსურვებ კოლხეთს,სამტრედიას,ტორპედოს,ჩიხურას.საბურთალოს კი ფრეს :)
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
დემბელემ გოლის აღნიშვნისას "კვარას" მიბაძა და განცხადება გააკეთა
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXVI ტურის წინ: სათასო გამოძახილი
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა. IX ტურის წინ: "ქართული კლასიკო"
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"ქართული კლასიკო" - ბოლოდროინდელი დაძაბულობა, ინტრიგა და გამორჩეული მატჩები [VIDEO]
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
სახალისო კადრი "ქართული კლასიკოს" რეპორტაჟიდან - მწერმა კამერაზე გაიარა [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
ეროვნული ლიგა. XVIII ტურის წინ: კლასიკოც და ვისვენებთ!
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა