20-წლამდელთა ნაკრების მოგებ-წაგება ევროპის ლიგაზე
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაზე პირველი მარცხი განიცადა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის დღეს გამართული 2 შეხვედრიდან მეორე გამოდგა უიღბლო. ქართველებმა ლატვიურ „ვალმეირასთან“ დამატებით 5-წუთეულში, 1 ქულით - 85:86 წააგეს.

ამ მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის პირველი წრის სამივე მატჩი მოიგო. გუშინ 2 მეტოქე იოლად დაამარცხეს, დღეს დილას კი ქართველებმა ბელარუსული „ცმოკი-მინსკი“ 83:43 გაანადგურეს. ამ მატჩში 19-19 ქულით ნიკა დარბაიძე და ნიკა ლოლიშვილი გამოირჩნენ.

დღეს გამართულ მეორე შეხვედრაში ქართველმა 20-წლამდელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს „ვალმეირასთან“. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებულის ვინაობა ვერ გაარკვია - 74:74. დამატებითი ხუთწუთეულში ლატვიელებმა 12:11 იმარჯვეს და შეხვედრაც სათავისო შედეგით დაასრულეს. ქართველთაგან 21 ქულით ბომბარდირი გახდა დავით აფხაზავა, რომელმაც 7 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. 20 ქულა და 6 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ლიგის პირველი წრის ბოლო - მე-5 მატჩს ხვალ რუსეთის „რუნასთან“გამართავს. სულ ევროპის 20-წლამდელთა ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 3 წრე უნდა გაიმართოს, რაც მთლიანობაში 15 ტურია.

მომდევნო წრეს (5 ტურს) კვლავ ლატვიის ქალაქი ვენტსპილსი, 7-10 დეკემბერს უმასპინძლებს. რეგულარული ჩემპიონატის შედეგად 4 სუკეთესო გუნდი ოთხთა ფინლში გავა და საპრიზო ადგილებს გაითამაშებს. შეგასენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გასულ გათამაშებაში ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

წყარო: gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა