ევროლიგა კონფლიქტში პროვოკატორია
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია ოპერატიულად გამოეხმაურა ევროლიგის წინადადებას და უარყო მისი მიერ შეთავაზებული ახალი კალენდრის პროექტი. FIBA-ში მიაჩნიათ, რომ ევროლიგა კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს.

"ფედერაცია გაეცნო ე. წ. "კალენდრის შეთავაზებას". ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც აშკარად დესტრუქციული ტაქტიკის ელემენტს. ამასთან, ევროლიგის მისწრაფება - მოახდინოს ამ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტის პროვოცირება, ევროკომისიის გამოძიების საგანი გახდება.

ევროლიგა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტამდე ორი თვით ადრე გამოვიდა წინადადებით. მასში წამოყენებულია იდეა - ეროვნული ნაკრებების ყველა ტურნირი ჩაატიონ ივლისის ოთხ კვირაში, რაც გულისხმობს ევრობასკეტებისა და თვით ოლიმპიური თამაშების ვადების შეცვლას. ეს, უბრალოდ, არასერიოზულია და მიუღებელი", - წერია საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

ამასობაში, ესპანეთის, თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის, გერმანიისა და რუსეთის საკალათბურთო ფედერაციების პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც დაადასტურეს, რომ ევროლიგის კალათბურთელებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ყველა შესარჩევ მატჩზე გამოიძახებენ, - იტყობინება FIBA-ის ოფიციალური ვებგვერდი.

აგრეთვე, ფედერაციები ითხოვენ - გადაიტანონ ევროლიგის რეგულარული სეზონის ორი ტური, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარების გამო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ზონაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი ტური 23-27 ნოემბერს გაიმართება, 23-24 ნოემბერს კი ევროლიგის მე-9 ტურის მატჩებია. შესარჩევის მესამე და მეოთხე ტურების ჩატარების თარიღია - 2018 წლის 22-26 თებერვალი, ევროლიგის 23-ე ტური კი 22-23 თებერვალს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა