საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა წააგო
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სამ დღეს გრძელდებოდა ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის ჯგუფური ტურნირი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად კონტინენტის პირველობების ორ-ორგზის (2007, 2009 წწ.) გამარჯვებული და მეორეპრიზიორი (2001, 2005), 1999 წლის ბრინჯაოსმედალოსანი იტალიის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატების სამგზის ვერცხლისპრიზიორი (1995, 1997, 1999) ხორვატია და ბელორუსი იბრძოდნენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელი სამი საგზურისთვის.

შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები უშანსოდ დამარცხდა იტალიასთან - 0:3 (14:25, 12:25, 12:25). სტუმართა რიგებში განსაკუთრებით ათლეტური პაოლა ეგონუ გამოირჩეოდა, რომელიც სამ ნომინაციაში იყო შეუდარებელი: როგორც მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომელმაც გუნდს 16 ქულა (მათ შორის - 11 ბრეიკპოინტით) შესძინა, საუკეთესო დამაგვირგვინებელი დამრტყმელი (10 ქულა) და ბურთის საუკეთესო მომწოდებელი, რომელმაც ხუთი ეისი მიითვალა. იტალიელებმა თამაშის ყველა კომპონენტში აჯობეს მასპინძლებს.

დევიდ მოცანტი, იტალიელთა მწვრთნელი:

"საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდია და ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. მასპინძლებთან თამაშისას ჩვენმა გუნდმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოავლინა. მთელი მატჩის განმავლობაში სრული კონცენტრირება ვერ შევძელით, ამიტომაც არაერთი შეცდომა დავუშვით ბურთის მიღებისა თუ დამაგვირგვინებელი იერიშისას. მაინც მოხარული ვარ, რადგან ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მოვიგეთ".

პაატა ულუმბელაშვილი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

"იტალიელებთან შეხვედრისას მსგავს ანგარიშს ველოდით, რადგან აპენინელები არა მარტო ჯგუფის, არამედ ჩემპიონატის ფავორიტები არიან. იტალიასთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის კარგი გაკვეთილია".

ასპარეზობის პირველ დღეს, ბელორუსი-ხორვატიის მატჩის წინ სლავების მთავარ მწვრთნელ პიორტ ჰილკოს ვესაუბრე.

"დიდი მადლობა მასპინძლებს, რომლებმაც ყოველგვარი პირობა შეგვიქმნეს, - გვითხრა მან. - რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, იტალია უპირობო ლიდერია და პირველ ადგილში ვერავინ შეეცილება. პლეი-ოფის დანარჩენი ორი საგზურისთვის დაახლოებით თანაბარი ძალის სამი გუნდი იბრძოლებს. წარმატებას მიაღწევს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. რაც შეეხება ჩვენს პაექრობას ხორვატიასთან, შანსებს 50/50-ზე ვაფასებ".

მართლაც დაძაბული მატჩი გამოდგა. პირველი ორი ხელი ხორვატებმა მოიგეს - 25:10, 25:15, მომდევნო სამში კი ბელორუსებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება - 25:21, 25:20, 15:9, რითაც პლეი-ოფის საგზური, ფაქტობრივად, გაინაღდეს.

ტურნირის მომდევნო ორ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხორვატია-იტალიის მატჩი. თავიდან, თითქოს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა - აპენინელები 2:0 დაწინაურდნენ. ეტყობა, ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვების და კინაღამ დაისაჯნენ - მომდევნო ორ ხელში ხორვატებმა წონასწორობა აღადგინეს. საბოლოოდ მაინც იტალიელებმა გაიმარჯვეს (15:11) და პირველი ამოცანაც პირნათლად შეასრულეს - ჯგუფში ყველას აჯობეს და პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდნენ.

ბელორუსებმა და ხორვატებმა კი საქართველოს ნაკრებს მოუგეს და გზა გაიკაფეს პლეი-ოფისკენ.

II ტური

საქართველო-ხორვატია 1:3

(12:25, 13:25, 25:23, 23:25)

იტალია-ბელორუსი 3:1

(27:25, 25:18, 18:25, 25:21)

III ტური

საქართველო-ბელორუსი 0:3

(8:25, 11:25, 12:25)

ხორვატია-იტალია 2:3

(23:25, 21:25, 25:19, 25:10, 11:15)

გ თ მ წ ს ქ

იტალია 3 3 0 9-3 8

ბელორუსი 3 2 1 7-5 5

ხორვატია 3 1 2 7-7 5

საქართველო 3 0 3 1-9 0

შენიშვნა: ს (სეტები)

ქულების დარიცხვა: 3:0, 3:1-3 ქულა, 3:2-2 ქულა, 2:3-1 ქულა, 1:3, 0:3-0 ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა