ალბენაში დღეს დამთავრდება ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით ასპარეზობენ ქართველი სპორტსმენები
ბულგარულ ალბენაში დღეს, 25 სექტემბერს დამთავრდება ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით ასპარეზობენ ქართველი სპორტსმენები (მთავარი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე, მწვრთნელი ნიკოლოზ იზორია), რომლებმაც სამი მედალი მოიპოვეს. ერთი ბრინჯაოსია, ორი კი რა ხარისხისა იქნება, დღეს გაირკვევა.

უკვე ვწერდით, რომ 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხობელმა ბაკურ ჩიქოვანმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 აჯობა შოტლანდიელ ლინჩ რის და ნახევარფინალში გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი დაიბევა.

თანაგუნდელს მხარი აუბეს რუსთაველმა ლუკა კუბლაშვილმა (46 კგ) და გორელმა მამუკა აბულაძემ (52 კგ), რომლებმაც მეოთხედფინალში, შესაბამისად, ჯუდ გალაგერი (ირლანდია) და ადრიან ბუკსა (მოლდოვა) დაამარცხეს. მსგავსი შანსი ხელიდან გაუშვა ფოთელმა ლადო ლომაიამ (60 კგ), რომელმაც სინო სობიროვთან (რუსეთი) წააგო.

გუშინ ალბენაში ნახევარფინალური პაექრობები გაიმართა. ლუკა კუბლაშვილმა რუსი ნიკოლაი მედინსკი ჩამოიშორა გზიდან - 3:2 და ფინალში ბულგარელ ერგიუნალ სებანტინის გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა ასეთივე ანგარიშით რუმინელ ტავი დობრეს აჯობა.

ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ბაკურ ჩიქოვანიც - მან ნახევარფინალში 3:2 სძლია ანდრეი კოსმინს (რუმინეთი). გადამწყვეტ პაექრობაში ჩვენებურის მეტოქე უსმან მაგამადოვი (რუსეთი) იქნება. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა სლოვაკი ალექს ტრაებელი დაჯაბნა.

საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა მამუკა აბულაძე - მან ბორის კარიბიანთან (რუსეთი) წააგო. ისე, მსაჯებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, ალბათ, ისიც ფინალში იქნებოდა, სადაც რუსებს შვიდი წარმომადგენელი ჰყავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა