საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა კაუნასის "შტუმბრასთან" ერთად ლიტვის თასი მოიპოვა
ლევან მაჭარაშვილი და მისი გუნდი "შტუმბრასი" ლიტვის თასის მფლობელები გახდნენ. 24 სექტემბერს, პანევეჟისის სტადიონზე გამართულ ფინალურ მატჩში, კაუნასის "შტუმბრასმა" ვილნიუსის "ჟალგირისი" 1:0 დაამარცხა.

20 წლის მაჭარაშვილი გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა პროფესიულ კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

ლევან მაჭარაშვილი ამ წარმატებით ძალიან გახარებულია, რადგან "ჟალგირისი" ლიტვაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია (7-გზის ჩემპიონი, 11-გზის თასის მფლობელი და 6-გზის სუპერთასის მფლობელია), ამავე დროს, 2-ჯერ გაიმარჯვა ბალტიის ლიგაშიც.

"პროფესიულ ფეხბურთში ეს ჩემი პირველი ტიტულია, რაც "შტუმბრასისთვისაც" პირველი აღმოჩნდა. ფინალში ორი აბსოლუტურად განსხვავებული ისტორიის მქონე კლუბი შევხვდით. ამავე დროს, ბოლო 5 ჩემპიონატია, სულ ლიდერობს და ვერავინ სჯობს. მაგრამ ამ თამაშისთვის რომ გეყურებინათ, ასე არ იფიქრებდით", - ამბობს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, ეს ტიტული წინსვლაში დაეხმარება:

"ზამთარში გუნდის შეცვლას მეც ვაპირებ და როგორც ვამჩნევ, ეს რეალურიც არის. თასი 24 სექტემბერს მოვიპოვეთ და, ჩემდა გასაკვირად, უკვე ბევრი დაინტერესებული გამოჩნდა. სოციალურ ქსელშიც მომწერეს და დამიკავშირდნენ. მეუბნებიან, რომ სეზონის შემდეგ ჩემი აყვანა სურთ. მოკლედ, დიდი იმედი გამიჩნდა, რომ თასის მოპოვება წინსვლაში დამეხმარება".

მაჭარაშვილის თქმით, ლიტვაში გადასვლით კმაყოფილია:

"თამამად ვიტყვი, რომ "ჟალგირისს" ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. ვილნიუსელებმა თავად აღიარეს, რომ "ფიზიკაშიც" ჩამოგვრჩნენ და თამაშის ხარისხითაც.

ამ კუთხით უკეთესობას საკუთარ თავსაც ვამჩნევ. სწორედ ასეთი ტიტულებია, ფეხბურთელს თავდაჯერებულს რომ ხდის. მე კი წლეულს, მთავარ და სათადარიგო გუნდში 45-მდე შეხვედრა ჩავატარე და თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო თავდაჯერებული ვხდები. უკან მრჩება ის პერიოდი, როცა ბურთის მიღებისას ვნერვიულობდი და ვიბნეოდი. სათამაშო პრაქტიკა მაქვს, ფეხბურთელი სხვაგვარად ვერც გაიზრდება".

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ევრობასკეტის ამბებიც გაიხსენა:

"ლიტვაში კალათბურთი უზომოდ უყვართ და მისი განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ფეხბურთს ასეთ ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენებმა ლიტვას ევრობასკეტზე რომ მოუგეს, მეორე დღეს მთელი გუნდი დაღონებული დამხვდა. ჩემპიონატის ფავორიტებად ითვლებოდნენ და ჩვენთან წაგება ძალიან გაუკვირდათ.

მეამაყება, რომ ასეთი კარგი საკალათბურთო ნაკრები გვყავს. ეს თავად ლიტველებმაც თქვეს - თქვენი გუნდი გაცილებით მეტს იმსახურებდაო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ლევან მაჭარაშვილმა "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
ლევან მაჭარაშვილმა სომხეთის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატის პირველ ტურში "შტუმბრასს" გამარჯვება მოუპოვა