"ქუთაისის" კალათბურთელმა "სოხუმთან" მატჩში 25 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და ამ სეზონში ტურის საუკეთესოდ უკვე მეორედ დასახელდა
მე-18 ტურში მინიმალური სხვაობით ორი მატჩი დამთავრდა. "ქუთაისმა" "სოხუმს" 82:81 სძლია, ხოლო "დინამომ" "ენერჯის" - 73:72. რუსთავურ შეხვედრაში გამარჯვებულთა შორის განსაკუთრებით არავინ გამორჩეულა, რაც იმას ნიშნავს, რომ "დინამომ" გუნდური გარჯის წყალობით იმარჯვა. ამიტომ, ტურის სიმბოლური ნაკრების მწვრთნელად დავით თორთლაძე "დავნიშნეთ".

სიმბოლურში ქუთაისური მატჩის სამი კალათბურთელი მოხვდა: ბუბა კვიმსაძე, რიჩარდ დამუსი და გიგი ბარბაქაძე. გიგიმ სირენამდე 17 წამით ადრე ორქულიანით "ქუთაისი" 82:80 დააწინაურა. 3 წამით ადრე კი რიჩარდ დამუსს თამაშის გადარჩენის შანსი ჰქონდა, მაგრამ ორიდან ერთი ჯარიმა გამოიყენა.

ბარბაქაძემ მხოლოდ ბოლოს ჩაგდებული ორქულიანით როდი დაგვამახსოვრა თავი - შეუცვლელად ითამაშა და 25 ქულას 9 მოხსნა მიამატა. შესაბამისად, ამ სეზონში ტურის საუკეთესოდ მეორედ დასახელდა.

- ტურის საუკეთესო სულ სამჯერ გავხდი: პირველად სამი სეზონის წინ, სტუ-ში თამაშისას, როცა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ვატარებდი; მეორედ მიმდინარე ჩემპიონატის პირველ

წრეში, მაშინაც "სოხუმთან" მატჩის შემდეგ; მესამედ - ახლა, 18 მარტს. სამზე შეჩერებას არ ვაპირებ, პლეი ოფი ახლოვდება და კარგი თამაში კიდევ უფრო დაფასდება.

- პირველად ტურის საუკეთესოდ 2006-07 წლების სეზონში დაგასახელეთ. მახსოვს, მაშინ გადამწყვეტ მომენტში რამდენიმე სამქულიანი ჩააგდე...

- "მაქაბის" ვეთამაშებოდით. მეოთხე პერიოდში ხუთი შორეული ტყორცნა გამოვიყენე და სტუ-ს გამარჯვებაში დავეხმარე. მცირე სხვაობით მოვიგეთ.

- წლევანდელი ჩემპიონატის მე-18 ტურში, "სოხუმთანაც" ხუთი სამქულიანი ისროლე...

- და ორი ჩავაგდე. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მატჩის დასრულებას წამები უკლდა, როცა ბუბა კვიმსაძემ პასი მომცა, რთული პოზიციიდან ჩავაგდე. ამის შემდეგ რიჩარდ დამუსმა შეგვიტია და არასპორტული ჯარიმით შევაჩერეთ. მან ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, რაშიც დიდი წვლილი ადგილობრივ გულშემატკივარს მიუძღვის. ანგარიშზე 82:81 სოხუმელებმა ბურთი გვერდიდან შემოიტანეს, თუმცა ერთი ჯარიმის უფლება გვქონდა, გამოვიყენეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

- პლეი ოფში "ქუთაისისგან" რას უნდა ველოდეთ?

- ვიბრძვით ოთხეულში მოსახვედრად. გუნდს ნახევარფინალში გასვლის შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია. პირველი წრის შემდეგ ბუბა ბერიშვილი გამოგვაკლდა, მაგრამ გოგა ცეკვავა შემოგვიერთდა და ბერიშვილის არყოფნა თითქმის არ გვეტყობა. ძალიან გვეხმარებიან შედარებით ახალგაზრდა მოთამაშეები. მაგალითად, "სოხუმთან" ფარქვეშ მეტად სასარგებლო იყო ავთანდილ ლომინაშვილი...

დოსიე

გიგი ბარბაქაძე

ქუთაისი

დაიბადა: 12.07.1991

სიმაღლე: 203 სმ.

წონა: 91 კგ.

ამპლუა: ფორვარდი

კარიერა

2006-07 სტუ

2008-09 თსუ/აგრარული

24 მატჩი, 11.5 ქულა, 4.3 მოხსნა.

2009-10 აგრარული

20 მატჩი, 9.2 ქულა, 3.3 მოხსნა.

2010-11 ქუთაისი

15 მატჩი, 15.4 ქულა, 5.7 მოხსნა.

red

სუპერლიგა. XVIII ტურის MVP: გიგი ბარბაქაძე

სტატისტიკური ლიდერები

ქულა

მოთამაშე გუნდი თ. ქ. ქ.საშ

1. ბექა ჩიკვილაძე სტუ 16 366 22.88

2. ლაშა ფარღალავა სოხუმი 14 291 20.79

3. მიხეილ ფანჩულიძე თსუ 15 288 19.2

4. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 12 212 17.67

5. ლაშა კეშელავა ბათუმი 16 276 17.25

6. დუდა სანაძე ბათუმი 10 170 17

7. იუჯინ ჰარისი სოხუმი 9 150 16.67

8. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 15 248 16.53

9. კოტე ტუღუში არმია 16 251 15.69

10. რევაზ ჩაჩანიძე აგრარული 17 264 15.53

11. გიგი ბარბაქაძე ქუთაისი 15 231 15.4

მოხსნა

მოთამაშე გუნდი თ. მეტ. საკ. ჯამი მ.საშ

1. რიჩარდ დამუსი სოხუმი 17 70 118 188 11.06

2. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 12 51 74 125 10.42

3. ლაშა კეშელავა ბათუმი 16 39 118 157 9.81

4. ილია ლონდარიძე თსუ 17 73 91 164 9.65

5. დავით იმნაძე შსს 10 36 60 96 9.6

6. კოტე ტუღუში არმია 16 29 115 144 9

7. ჟულივეტ ტუჯანი შსს 16 47 94 141 8.81

8. ვასილ ბერუაშვილი სტუ 16 51 88 139 8.69

9. დავით უგრეხელიძე არმია 9 37 41 78 8.67

10. კარლ დამუსი სოხუმი 17 56 83 139 8.18

11. ირაკლი ალხანაიძე დინამო 17 51 85 136 8

პასი

მოთამაშე გუნდი თ. პ. პ.საშ

1. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 17 111 6.53

2. კოტე ტუღუში არმია 16 91 5.69

3. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 15 80 5.33

4. ბექა წივწივაძე შსს 16 84 5.25

5. იუჯინ ჰარისი სოხუმი 9 45 5

6. ლაშა ფარღალავა სოხუმი 14 65 4.64

7. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 12 53 4.42

8. რევაზ დიდია ქუთაისი 14 60 4.29

9. დავით არწივიძე აგრარული 11 47 4.27

10. ტატო თავართქილაძე სამედიცინო 15 60 4

ჩაჭრა

მოთამაშე გუნდი თ. ჩ. ჩ.საშ

1. ვასილ ბერუაშვილი სტუ 16 49 3.06

2. ირაკლი გულისაბედაშვილი სამედიცინო 16 43 2.69

3. ლევან ცეკვავა ქუთაისი 16 40 2.5

4. მიხეილ ფანჩულიძე თსუ 15 37 2.47

5. ბუბა ბერიშვილი ქუთაისი 16 38 2.38

6. ლაშა ფარღალავა სოხუმი 14 32 2.29

7. დუდა სანაძე ბათუმი 10 22 2.2

8. გიგი ბარბაქაძე ქუთაისი 15 32 2.13

9. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 17 36 2.12

10. გიორგი მარხვაშვილი თსუ 9 19 2.11

დაფარება

მოთამაშე გუნდი თ. დ. დ.საშ

1. სამუელ ლამუ ენერჯი 16 33 2.06

2. ბექა ბექაური სამედიცინო 16 23 1.44

3. რიჩარდ დამუსი სოხუმი 17 24 1.41

4. დავით იმნაძე შსს 10 14 1.4

5. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 12 15 1.25

შეცდომა

მოთამაშე გუნდი თ. შ. შ.საშ

1. ლაშა ფარღალავა სოხუმი 14 69 4.93

2. ლაშა ეძგვერაძე დინამო 13 52 4

3. ბექა ჩიკვილაძე სტუ 16 62 3.88

4. გუგა პატარაია დინამო 16 54 3.38

5. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 17 57 3.35

6. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 12 40 3.33

7. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 12 40 3.33

8. ლევან ცეკვავა ენერჯი 16 50 3.13

9. ირაკლი სორდია სოხუმი 15 46 3.07

10. გიორგი ტეტელაშვილი აგრარული 16 49 3.06

რეკორდები

ქულა

42 - ბექა ჩიკვილაძე (სტუ)

2-ქულა: 9/12. 3-ქულა: 6/14. საჯარიმო: 6/9.

10.03.2011 შსს-სტუ

მოხსნა

20 - ილია ლონდარიძე (თსუ)

მეტოქის ფარზე: 10. საკუთარზე: 10.

26.02.11 თსუ-სამედიცინო

პასი

16 - იუჯინ ჰარისი (სოხუმი).

05.03.2011 სოხუმი-დინამო

ჩაჭრა

9 - ვასილ ბერუაშვილი (სტუ).

05.02.11 თსუ-სტუ

დაფარება

5 - ანატოლი ბოისა (არმია).

13.11.10 სტუ-არმია

5 - ვასილ ბერუაშვილი (სტუ).

26.11.10 ბათუმი-სტუ

5 - აკაკი დვალიშვილი

19.03.11 არმია-სამედიცინო

სიმბოლური ხუთეული

№1 გივი ბაქრაძე (არმია)

32 წუთი, 12 ქულა, 4 მოხსნა, 9 პასი, 3 ჩაჭრა.

№2 ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი)

39 წუთი, 15 ქულა, 5 მოხსნა, 10 პასი, ქ ჩაჭრა.

№3 გიგი ბარბაქაძე (ქუთაისი)

40 წუთი, 25 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება.

№4 მიხეილ ბერიშვილი (თსუ)

36 წუთი, 27 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 5 ჩაჭრა, 1 დაფარება.

№5 რიჩარდ დამუსი (სოხუმი)

25 წუთი, 21 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 4 დაფარება.

მწვრთნელი: დავით თორთლაძე (დინამო)

ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება