"ბაიერნში" უანჩელოტო ცხოვრება იწყება
სამწვრთნელო ცვლილების ფონზე, ბუნდესლიგაში ინტერესს იწვევს "ბაიერნის" გასვლითი დაპირისპირება "ჰერტასთან"...

ბუნდესლიგის მორიგ ტურში სუპერმატჩი არ არის, თუმცა რამდენიმე ისეთი შეხვედრაა, ყურადღებას რომ იმსახურებს. თუნდაც ადრეული, პარასკევის თამაში ავიღოთ, რომელშიც ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები - "შალკე" და "ლევერკუზენი" გადაეყრებიან.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ბუნდესლიგაში ვერცერთი მათგანი ვერ ბრწყინავს, ბრძოლა მაინც ფიცხელი უნდა იყოს. "შალკეს" არ ეყოლება ალჟირელი საყრდენი ნაბილ ბენთალები. რაც შეეხება "ლევერკუზენს", "ფარმაცევტთა" რიგებში საეჭვოა ლარს ბენდერის თამაში.

ბუნდესლიგის ლიდერი "დორტმუნდი" "აუგსბურგს" ეწვევა და შეეცდება, "რეალთან" მარცხით გაფუჭებული ხასიათი გამოიკეთოს. ეს იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან "აუგსბურგი" ყოჩაღად თამაშობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდს მიმდინარე სეზონში საშინაო ასპარეზზე ჯერ არ წაუგია.

დორტმუნდელების ლაზარეთი კი კვლავ სავსეა - ვერ ითამაშებენ დურმი, გერეირო, როისი და შმელცერი. საეჭვოა მინდორზე როდესა და შურლეს გასვლა. რაც შეეხება "აუგსბურგს", მასპინძელთა შემადგენლობაში ვერ ითამაშებს რაიდერი. საეჭვოა ლაიტნერის, ტიგლისა და ფრიდრიხის მინდორზე გასვლაც.

მეორეადგილოსანი "ჰოფენჰაიმი" "ფრაიბურგს" ეწვევა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა, წესითა და რიგით, ბიჩაკჩიჩისა და დემირბაის გარეშე უნდა იასპარეზოს. "ფრაიბურგს" არ ეყოლება აბრაში, რამდენიმე ფეხბურთელი კი ექიმების დაკვირვების ქვეშაა.

"ბაიერნი" ბოლო დროს კრიტიკის ქარცეცხლშია: გინდა - შინ, გინდა - გარეთ. თუნდაც ბოლო ბუნდესლიგური მატჩი რად ღირს, როცა "ვოლფსბურგთან" საშინაო მატჩში მხოლოდ ფრეს (2:2) გამორჩა. ამ თამაშს "რეკორდმაისტერი" 2 ბურთით იგებდა, მაგრამ... მერე ამას დაემატა ჩემპიონთა ლიგაში ნაწვნევი ფიასკო (0:3) "პარი სენ ჟერმენთან" და შედეგად - კარლო ანჩელოტის გათავისუფლება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.

"ბაიერნს" რთული გასვლა ელის "ჰერტასთან", სადაც გუნდს, დროებით, ანჩელოტის ასისტენტი ვილი სანიოლი გაუძღვება. "რეკორდმაისტერისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მანუელ ნოიერის არყოფნა.

ფაქტები

"ლევერკუზენი" გასვლაზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ამ სეზონში "ჰანოვერის" მონაწილეობით გამართულ არცერთ შეხვედრაში არ გასულა ორზე მეტი გოლი.

"აუგსბურგი" მიმდინარე სეზონში შინ არ დამარცხებულა.

ზედიზედ 9 მატჩია, "ვერდერი" გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს.

ბოლო 8 მატჩია, "ჰოფენჰაიმს" ბუნდესლიგაში მარცხის სიმწარე არ განუცდია.

გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური

პარასკევი, 29 სექტემბერი

შალკე-ლევერკუზენი 22:30

შაბათი, 30 სექტემბერი

გლადბახი-ჰანოვერი 17:30

აინტრახტი-შტუტგარტი 17:30

აუგსბურგი-დორტმუნდი 17:30

ვოლფსბურგი-მაინცი 17:30

ჰამბურგი-ვერდერი 20:30

კვირა, 1-ლი ოქტომბერი

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 15:30

ჰერტა-ბაიერნი 17:30

კიოლნი-ლაიპციგი 20:00

ბომბარდირები: 8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 7 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 4 - მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი), კევინ ვოლანდი (ლევერკუზენი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მეთიუ ლეკი (ჰერტა), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია