იტალიის ტურის წინ
"მილანში" წყდება ვინჩენცო მონტელას ბედი, გამომცდელი კი ძალიან ძლიერია - "რომა", რომელიც ნელ-ნელა იკრებს ძალებს. საინტერესოა, გააგრძელებენ თუ არა უდანაკარო სვლას "იუვენტუსი" და "ნაპოლი"...

"სან სიროზე" იტალიური საზომით დიდი მატჩია. იქ ჩადის "რომა" და უნდა შეხვდეს "მილანს", რომელიც ეცდება, დაივიწყოს ბოლოდროინდელი ჩავარდნა. წინა ტურში, "სამპდორიასთან", ვინჩენცო მონტელას გუნდი საშინლად გამოიყურებოდა. მწვრთნელმა ჩავარდნა აღიარა და თქვა, რომ მას სთხოვეს, "მილანმა" ასე აღარასოდეს ითამაშოს. მედია უფრო შორს მიდის და წერს, რომ თუ "მილანი" უახლოეს ორ შეხვედრას ვერ მოიგებს, მწვრთნელს კარისკენ მიუთითებენ. თავად მონტელას ბოლო განცხადებით, კლუბი მას მხარს უჭერს, თუმცა კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება...

"რომა" კი კარგ ხასიათზეა, ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად დაამარცხა "ყარაბაღი". მართალია, შემადგენლობა არ იყო მთლად ოპტიმალური და მიუხედავად იმისა, რომ "ჯალოროსი" თავიდან 2:0-ს იგებდა, ბოლოს მაგრად გადარჩა.

წესით, "მილანის" მთავარი დანაკლისი კონტი უნდა იყოს. მონტოლივოსა და ანტონელის შესაძლო არყოფნა ბევრს არაფერს ცვლის. "რომაც" პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით იქნება.

ორი ლიდერიდან ერთმა, "ნაპოლიმ", ისევ დაშავებული არკადიუშ მილიკის გარეშეც უნდა "გაისეირნოს" "კალიარისთან" საშინაო შეხვედრაში. ნეაპოლური კლუბი შესანიშნავ ფორმაშია. "იუვენტუსი" კი კარგად დაკომპლექტებულ და ძალიან შემტევ "ატალანტას" უმასპინძლებს.

ტურინული კლუბის ქომაგებისთვის კარგი ამბებია - გუნდს დაუბრუნდებიან სამი ხედირა და კლაუდიო მარკიზიო. ორივე მათგანი კარგა ხანს უქმობდა ტრავმის გამო. სტუმრებისთვის მთავარი პრობლემა კი ზღაპრულ ფორმაში მყოფი პაულო დიბალას შეჩერებაა.

რა თქმა უნდა, "ინტერი" "ბენევენტოს" უპირობო ფავორიტის სტატუსით სტუმრობს, "ლაციო" კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე მიიღებს "სასუოლოს", თუმცა შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჩირო იმობილეს ფაქტორის გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტია.

ფაქტები

ბოლო 8 შეხვედრაში "უდინეზემ" მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაიტანა მეტოქეთა კარში.

"ნაპოლიმ" ზედიზედ 11 მატჩი მოიგო.

ბოლო 8 მატჩია, "ინტერი" სერია A-ში არ დამარცხებულა.

"ატალანტამ" იტალიის ჩემპიონატში "იუვენტუსს" ბოლოს 2001 წელს მოუგო.

იტალია. სერია A. VII ტური

შაბათი, 30 სექტემბერი

უდინეზე-სამპდორია 20:00

ჯენოა-ბოლონია 22:45

კვირა, 1 ოქტომბერი

ნაპოლი-კალიარი 14:30

ბენევენტო-ინტერი 17:00

კიევო-ფიორენტინა 17:00

ლაციო-სასუოლო 17:00

სპალ-კროტონე 17:00

ტორინო-ვერონა 17:00

მილანი-რომა 20:00

ატალანტა-იუვენტუსი 22:45

ბომბარდირები: 10 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 8- ჩირო იმობილე (ლაციო), 6 - ედინ ჯეკო (რომა), მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო