და იუვეს მესვეურებს შეუტია; იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი იტალიურ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და თავის მოსაზრებებს გვიზიარებს
2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, მარჩელო ლიპი იშვიათად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მით უმეტეს, მასმედიასთან ურთიერთობას ერიდება. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი დიდ ხანს დასდევდა სენიორ მარჩელოს და როგორც იქნა, მასთან გასაუბრება მოახერხა. ლიპი იტალიურ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.

იტალიის ნაკრები

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ვიცოდი, რომ ნაკრებში რეფორმირების ეტაპი უნდა დაწყებულიყო და ამიტომაც განვაცხადე წინასწარ, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ, ყველა შემთხვევაში დავტოვებდი დაკავებულ თანამდებობას. იმ ასაკში აღარ ვარ, რომ სრულიად ახალი გუნდის მშენებლობა დამეწყო და ამისთვის საკუთარ თავში ძალა გამომენახა. არჩევანი ჩეზარე პრანდელიზე შეჩერდა და ეს ძალიან კარგია, რადგან მასზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ გაუძღვებოდა. ვერც კი ვხედავ სხვა მწვრთნელს, რომელსაც ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეეძლო. ჩეზარე ტაქტიკურად იდეალურად განსწავლული სპეციალისტია, ამასთან, ფეხბურთელებთან ურთიერთობა არ ეშლება, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. მშენივრად უძღვება საქმეს და ჯერჯერობით, კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ახალგაზრდებზე გააკეთა აქცენტი და ეს სწორიც გახლავთ - გამოჩნდნენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ. გერმანიასთან ამხანაგურ პაექრობას ყურადღებით მივადევნე თვალი და დავრწმუნდი, რომ პრანდელი სწორი კურსით მიდის.

კასანო? - არასდროს მითქვამს, რომ ანტონიო ცუდი ფეხბურთელია. მხოლოდ იმიტომ ვტოვებდი განაცხადს მიღმა, რომ ჩემ ტაქტიკურ მონახაზში არ ჯდებოდა, თორემ მის ნიჭსა და ტალანტში ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი. პრანდელის სხვა ხედვა აქვს, სხვა ფილოსოფია და კასანო აუცილებლად გამოადგება. მერწმუნეთ, ანტონიოს რომ ყურადღებას არ აქცევდეს, პირველი მე ვეტყოდი, რომ მისთვის შანსი მიეცა.

ბევრი თვლის, რომ იტალიურ ფეხბურთს ტალანტები შემოელია, რასაც ვერაფრით გავიზიარებ. ჩემი აზრით, ანდრეა რანოკიასა და ლეონარდო ბონუჩის სახით, ბრწყინვალე მცველები გვყავს, რომლებსაც კანავაროს, მალდინის, ბარეზის და ნესტას დონეზე შეუძლიათ თამაში. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ნახავთ, ჩემი სიტყვები აუცილებლად ახდება. კიდევ არაერთი საინტერესო უკანახაზელი გვყავს, თუნდაც დავიდე სანტონი, რომელსაც ერთადერთი რამ აკლდა, სათამაშო დრო და მიიღო კიდეც "ჩეზენაში". შეტევაშიც საკმაოდ დიდი არჩევანია: ანტონიო კასანო, ჯამპაოლო პაცინი, ჯუზეპე როსი, ალესანდრო მატრი, სებასტიან ჯოვინკო და ა.შ.

იუვენტუსი

"იუვეს" მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ კლუბის მესვეურებმა განვითარების გრძელვადიანი გეგმა არ შეიმუშავეს. დღევანდელი დღით ცხოვრობენ, მიიყვანეს დელ ნერი-მაროტას ტანდემი და გონიათ, რომ ეს ორი ადამიანი გუნდს განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანენ. დელ ნერი საკმაოდ კარგი მწვრთნელია და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ასეთი მიდგომით ტურინელები შორს ვერ გაფრინდებიან. საფუძველშივე შეცდნენ და ამ შეცდომებს გამოსწორება ჭირდება. თუ არაფერი შეიცვალა, "იუვესთვის" კიდევ დიდ ხანს იქნება ჩემპიონთა ლიგის საგზური მიუწვდომელი, რადგან სერია A-ში კონკურენცია სულ უფრო და უფრო იზრდება.

შესაძლებელია თუ არა ჩემი "იუვენტუსში" დაბრუნება? - გამორიცხული ნამდვილად არ არის, თუმცა დღეს ამაზე საუბარი აზრს მოკლებული მგონია. ტურინიდან არავინ შემხმიანებია და შესაბამისად, საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. იტალიის ეროვნულ ნაკრებს ვედექი სათავეში და ახალი საქმისთვის ხელის მოკიდება ჩემთვის იოლი არაა. წინადადება მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს, რომ მოტივაცია გამიჩნდეს და სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე.

სერია A

ზემოთაც ვთქვი, რომ სერია A-ში კონკურენცია წლიდან წლამდე იზრდება. პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ "იუვენტუსი" და "რომა" ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა რჩებიან, რაც სახუმარო ამბავი ნამდვილად არ გახლავთ. იყო დრო, როდესაც ამ ორი გუნდისთვის ოთხეულში ყოფნა პრობლემას არ წარმოადგენდა. მართალია, "იუვეს" კრიზისი აქვს და "რომაც" ვერ აჩვენებს საუკეთესო ფეხბურთს, მაგრამ იმ აზრს მაინც ვერ დავეთანხმები, რომ საერთო დონის გათანაბრება ძლიერთა დასუსტებამ გამოიწვია. პირიქით, ვფიქრობ, რომ საშუალო დონის გუნდები გაძლიერდნენ და გრანდები შეავიწროვეს. თუნდაც "ნაპოლი" და "უდინეზე" ავიღოთ, გუნდები, რომლებიც შესანიშნავად ასპარეზობენ მიმდინარე სეზონში და სრულიად დამსახურებულად იმყოფებიან სატურნირო ცხრილის ოთხეულში.

ევროასპარეზზე იტალიური გუნდების ჩავარდნა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურის დაკარგვა მეტწილად ევროპის ლიგისადმი აგდებულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. ჩვენი გუნდები გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობენ ამ ტურნირზე, რაც ყოვლად დაუშვებელია. შედეგად, მივიღეთ ის, რომ უეფას საკლუბო რეიტინგში მეოთხე ადგილზე ჩამოვქვეითდით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი სიტყვა მწვრთნელებს ეთქმით, რომლებმაც სწორად უნდა შეაფასონ ვითარება და ისეთივე მნიშვნელობა მიანიჭონ ევროპაექრობებს, როგორიც სერია A-ს შეხვედრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოზიციების კიდევ უფრო დათმობა მოგვიწევს.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა