ტოპ 14-ის მე-6 ტურის ოთხ შეხვედრაში მოედანზე 10 ქართველი ლეგიონერი ვიხილეთ
ტოპ 14-ის მე-6 ტურის ოთხ შეხვედრაში მოედანზე 10 ქართველი ლეგიონერი ვიხილეთ და მათგან 4-მა ქვეყნის ჩემპიონის, ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდის, "კლერმონის" შემადგენლობაში ითამაშა.

ოთხ ქართველს ტოპ 14-ის ერთი გუნდის შემადგენლობაში ადრეც არაერთხელ უთამაშია, ოღონდ არა "კლერმონის" შემადგენლობაში.

"კასტრთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში "ვულკანების" სასტარტოში იყვნენ დავით ზირაქაშვილი (ითამაშა 67 წუთი) და ვიტო კოლელიშვილი.

კოლელიშვილი 65-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ შეცვალა, ხოლო კიდევ ერთი ბურჯი ბექა კაკაბაძე თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო. ბექასთვის ეს მეორე თამაშია "კლერმონის" პირველ გუნდში.

განვლილი შეხვედრა "კლერმონმა" ცუდად დაიწყო, დებიუტში ორი გარდასახული ლელო მიიღო და ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა - 29:23 "კასტრის" სასარგებლოდ.

მე-5 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ კვლავ იმარჯვა ლიდერმა "მონპელიემ", რომელმაც "ბრივს" 54:10 აჯობა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

"მონპელიეს" სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი ბურჯი იყო - მიხეილ ნარიაშვილმა 59, ხოლო დავით ქუბრიაშვილმა 57 წუთი ითამაშა. სტუმართა შორის შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა ასევე ბურჯი სოსო ბეკოშვილი.

ორმა ბურჯმა ითამაშა "აჟენის" შემადგენლობაში, რომელიც სტუმრად "ტულუზთან" 10:30 დამარცხდა. ორივე ქართველი ძირითადში იყო და გიორგი თეთრაშვილი 42-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვახტანგ ახობაძე 65-ეზე და დასკვნით 2 წუთში კვლავ მოედანზე დააბრუნეს.

პარიზული "რასინგი" მოულოდნელ ლიდერს, "ლიონს" დაუხვდა და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა. მასპინძელთა შორის დასკვნითი 30 წუთი ითამაშა ვასილ კაკოვინმა. ამ დროს მისი გუნდი 10 ქულას აგებდა, დარჩენილ დროში ლელო-გარდასახვა გაიტანა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

ტურის სხვა მატჩებში "ტულონმა" "ლა როშელი" 26:20 დაამარცხა, "სტად ფრანსემ", რომლის განაცხადში გიორგი მელიქიძე იყო, მაგრამ თამაშში ჩართვა არ მოუწია, სტუმრად "პოს" 25:23 სძლია. "ოიონაქსთან" ასევე სტუმრად მოიგო (39:9) "ბორდომ".

ფრუიძემ და მალაღურაძემ "იარს" ვერ უშველეს

რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ (სულ 8-ჯერ) გახდა დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეი". ორრაუნდიან ფინალში მან გიორგი ფრუიძისა და ლაშა მალაღურაძის "კრასნი იარი" დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "იარის" 25-ივე ქულა (ორი მატჩის ჯამში) ქართველების ანგარიშზეა.

კრასნოიარსკული დერბის პირველი რაუნდი "ენისეიმ" 20:9 მოიგო. რა თქმა უნდა, მოედანზე ოთხივე ქართველი იყო და მალაღურაძემ 44-ე, 48-ე და 79-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა.

მეორე მატჩში "კრასნი იარმა" რევანშის აღება მოახერხა, აი, 11-ქულიანი ჩამორჩენისა - ვერა.

პირველ ტაიმში მალაღურაძემ 3 ჯარიმა გაიტანა და თავისი გუნდი 9:6 დააწინაურა. "ენისეიმ" წონასწორობა აღადგინა, ხოლო 73-ე წუთზე მალაღურაძის მიერ წამოწყებული კონტრშეტევა ფრუიძემ დაასრულა და მისი ლელო ლაშამ გარდასახა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და მართალია, კონკრეტულად ეს შეხვედრა "კრასნი იარმა" მოიგო (16:9), მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება და ჩემპიონის თასი "ენისეის" ერგო - 29:25.

პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 100 ქულით მეხუთეა მალაღურაძე. მას მეორე ადგილამდე 10 ქულა დააკლდა. საუკეთესო მელელოვეთა დავაში მესამეა ფრუიძე, რომელმაც რუსეთში გადასვლის შემდეგ თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

zangura
ესაა თქვენი კვირის ლეგიონის მიმოხილვაა?? ჟურნალისტობაზე ტყუილად გაქვთ პრეტენზია.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
ლეგიონერები. 20 ქართული ქულა და დებიუტები "სტად ჟან ბუენზე"
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
მიხეილ გაჩეჩილაძე "ენისეის" წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს
დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე კონტინენტის ფარის გამარჯვებულები გახდნენ
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს